x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ამერიკული ფოტოგრაფიის ლეგენდის ჰარი ვინოგრანდას თვალით დანახული მშვენიერი ქალბატონები

image


ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი, ქუჩის და დოკუმენტური ფოტოგრაფიის ჟანრის კლასიკოსი - ჰარი ვინოგრანდა დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ მე-20 საუკუნის ფოტოგრაფიის კლასიკოსი, ფოტოგრაფიით გატაცებული უამრავი ადამიანისთვის ის უბრალოდ - გურუა. ხელოვანი ისეთი პედაგოგების რიცხვს განეკუთნებოდა, რომლებიც არასოდეს ცდილობდნენ ვინმესთვის რაიმეს სწავლას, თუმცა მათგან ცოდნის მიღებაზე ყველა ოცნებობდა.


image



ისეთი გიგანტური მემკვიდრეობა არცერთ სხვა ფოტოგრაფს არ დაუტოვებია როგორც მას. ფოტოგრაფიის ამ ბრწყინვალე ოსტატის დაახლოებით 300 000 გამოუქვეყნებელი ფოტო დღეს პროფესიონალთა და მოყვარულთა ყურადღებას იპყრობს.


image


ჰარი ნიუ-იორკში, რუსეთიდან ემიგრირებულთა ოჯახში 1928 წელს დაიბადა, ბუჭუნა ადრეული ასაკიდან ხატვით იყო გატაცებული. მომავალი ფოტოგრაფი 1949 წელს ხელოვნების კოლეჯში ფერწერის განყოფილებაზე სწავლობდა, როდესაც კოლუმბიის უნივერსიტეტის ფოტო ლაბორატორიაში შემთხვევითი ვიზიტისას მის ცხოვრებაში ფოტოხელოვნება სამუდამოდ შეიჭრა. სწორედ მაშინ მიხვდა ცნობილი შედევრების ავტორი რომ მისი მთავარი მოწოდება სწორედ ფოტოგრაფობა იყო.


image


ამ "ჯადოსნური" ადგილის მონახულებიდან ნახევარი თვის შემდეგ ის უკვე ცნობილი ალექსეი ბროდოვიჩის ორგანიზებით მოწყობილი ფოტოგრაფების კურსებზე დამსწრეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ყურადღებიან მსმენელად ითვლებოდა.


image


1955 წელს, ახალგაზრდა ფოტოგრაფის ნიჭი ყურადღების მიღმა არავის დარჩენია - ხელოვანის მშობლიური ქალაქის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მისი ორი ნამუშევარი შეიძინა, რისთვისაც ჰარიმ თავისი პირველი მატერიალური ანაზღაურებაც მიიღო. მასზე, როგორც თავისი ხელობის დიდ ოსტატზე სწორედ 1967 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც მისი ნამუშევრები "დიდი ვაშლის" თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მთავარ გამოფენაზე გამოიფინა.


image


ფოტოგრაფისთვის ფოტოს გადაღებისას ყველაზე დიდი ღირებულება ყოველდღიური ცხოვრებიდან ნაცრისფერის ამოგლეჯა და ფირზე ცოცხალი ემოციებისა და ღრმა გრძნობების გულწრფელი აღბეჭდვა იყო, რომელსაც ის გასული საუკუნის 60-70-იან წლების თანამემამულეებში ამჩნევდა.

image


ყოველდღე, საყვარელი "ლეიკათი" შეიარაღებული ქალაქის ქუჩებში ის დიდ დროს ატარებდა - სხვა ბრენდის ფოტოკამერებს ის როგორც წესი, არ სცნობდა.


image


მას არ შეეძლო ქალისთვის გვერდით ისე ჩაევლო ფოტო არ გადაეღო... ის ჩახუთულ სტუდიებს არ სწყალობდა, ამიტომ იმ მომენტს აღმერთებდა, როდესაც ქუჩაში მოულოდნელად ისეთ ქალს გადაეყრებოდა, რომლის მიმზიდველობაც მისი მიმართულებით კამერის ობიექტივის მიმართვას აიძულებდა.


image


ჰარი გულწრფელად აღიარებდა რომ ეს მისი ნების დაუკითხავად ხდებოდა... მიხედავად მისი კადრების უმეტესობაზე კომპოზიციის წესების დარღვევისა, მის ფოტოებზე ქალები მართლაც რომ საოცრად ლამაზები და მომხიბვლელები არიან, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ დრო ხელოვნურ ლამაზმანებად "გადაქცევისთვის"...



image



ხელოვანმა წარმოუდგენლად ბევრი საოცრად ლამაზი კადრი გადაიღო, რომელსაც არც კი სურდა ფოტოს ესთეტიკის შესახებ რაიმეს გაგება. მისი ნამუშევრების თვალიერებისას, ხანდახან გეჩვენება, რომ მან თითქოს რაღაც ძალიან იდუმალი საიდუმლო იცოდა, რომლის წყალობითაც ნებისმიერ დამთვალიერებელს მის მიერ ფირზე დაფიქსირებული ობიექტები მისივე თვალით დანახვას "აიძულებდა".


image






0
784
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
784