x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134336
  • ვიდეო:352418
  • სურათი:508417
სატი - საშინელი რიტუალი დაქვრივებული ქალებისთვის, რომელიც დღესაც არსებობს ინდოეთში
image


აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნის კულტურაში ქვრივის ბედი თითქმის ყოველთვის სამწუხაროა და ზოგჯერ ტრაგიკულიც.


ბევრი ქალი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იძულებულია მთელი ცხოვრების მანძილზე იცხოვროს მის ნათესავებთან, გაუძლოს მუდმივ დამცირებას და დაცინვას. დაქვრივებულ ქალებს ფაქტიურად აღარ ითვლებიან ადამიანებად, მაგრამ არის უფრო უარესიც.


მრავალი აღმოსავლური რელიგია და კულტი ქვრივებს კიდევ უფრო მწარე ბედს არგუნებს. აღმოსავლეთის ქალებს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დისკრიმინაცია, სიღარიბე, შიმშილი, ძალადობა და სიკვდილიც კი ემუქრებათ . ეს უკანასკნელი უკიდურესად აქტუალურია ინდოეთის რაჯასტანის შტატში, სადაც ჯერ კიდევ გავრცელებულია საშინელი რიტუალი სახელწოდებით "სატი."



შივას უძველეს კულტის მიხედვით, ქალებისთვის ქმრის გარდაცვალების შემდეგ არსებობდა დამამცირებელი წესის ორი ფორმა.


ინდოეთში ქვრივის არსებობის პირველი, შედარებით "კეთილშობილი" ფორმა არის ეგრეთ წოდებული „თეთრი ქვრივობა“ ანუ ქალს "დიდსულოვნად" ეძლევა სიცოცხლის უფლება. არა რომელიმე კონკრეტულ ადგილას, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ იცხოვრო - დილით გაიღვიძო, ისუნთქო, იარო ქუჩებში.

image

თუმცა, ამ "თეთრ ქვრივობას" ძნელად შეიძლება ეწოდოს სრულფასოვანი ცხოვრება. ასეთი ქვრივისთვის პირობები კატეგორიულია: ის ვალდებულია მოკლედ შეიჭრას თმა და აღარ გაიზარდოს, უარი თქვას შემდგომ ქორწინებაზე და იცხოვროს ექსკლუზიურად სულიერი ცხოვრებით, როგორც საკუთარი ნათესავებისგან, ისე ქმრის ნათესავებისგან მოშორებით. გარკვეულ კასტაში ქალად დაბადება დაქვრივებასთან ერთად, თითქმის წყევლად ითვლება! ასე რომ, "თეთრი ქვრივები" ძირითადად ეკლესიებში ლოცვებით ატარებენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას.

image

image

მეორე ტიპის წეს-ჩვეულებები, რომლებიც დაკავშირებულია ქვრივის ბედთან ინდოეთში, იწვევს შოკსა და საშინელებას თანამედროვე საზოგადოებაში, რადგან თითქმის შეუძლებელია დაიჯერო, რომ ასეთი რამ შესაძლებელია 21-ე საუკუნეშიც კი! საუბარია ეგრეთ წოდებულ "სატის" რიტუალზე - ქვრივის თვითდაწვა გარდაცვლილი ქმრის ნეშტთან ერთად.


ეს დაკრძალვის რიტუალი, რომელიც ძალზე ამაზრზენია გარე დამკვირვებლისთვის, ახლაც იწვევს არა მხოლოდ ინტერესს, არამედ უამრავ წინააღმდეგობას, როგორც ინდოეთში, ისე მის საზღვრებს მიღმა. სანსკრიტიდან თარგმნილი, "სატი" ნიშნავს "ნამდვილს" ან "ჭეშმარიტს" და ითვლება, რომ რიტუალის სახელწოდება ინდუისტურ ქალღმერთ სატისს უკავშირდება. ტრადიციულად, ცერემონია მეუღლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს იმართებოდა.


ყველაზე ხშირად გამზადებულ, მაგრამ აუნთებელ კოცონთან მიდიოდა გარდაცვლილის ცოლი და ქმრის ცხედრის მახლობლად ჯდებოდა. ცერემონიის მონაწილეები ჯერ დაკრძალვის რიტუალი ასრულებდნენ, შემდეგ კი ცეცხლს ანთებდნენ. შედარებით ნაკლებად გავრცელებული იყო "სატის" სხვა ვარიანტები, მაგალითად, როდესაც ქვრივი ანთებულ კოცონში ხტებოდა ან თავად იკიდებდა ცეცხლს.

image

იყო ეს რიტუალი ნებაყოფლობითი? ტრადიციით ქვრივი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სურვილისამებრ, ამ ნაბიჯზე საკუთარი ნებით უნდა წასულიყო, ყოველგვარი იძულების გარეშე. მაგრამ ბევრ თემში ქალებს აიძულებდნენ სატის შესრულებას. ქალზე ფსიქოლოგიურ და სოციალურ ზეწოლას ასევე აძლიერებდა ტრადიციების მორალური ავტორიტეტი.



თუ ქალი უარს იტყოდა სატიზე, იგი შეიძლება საზოგადოებისგან გაერიყათ, ანუ განდევნილად ქცულიყო. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როცა დაქვრივებულ ქალს ქმრის ნათესავები კლავდნენ. ქვრივს გატოკავდნენ და ანთებულ ცეცხლში აგდებდნენ. ზოგ შემთხვევაში ქმრის სხეულზე მიბმულს.

image

ძველი ინდური ნახატები და ლიტერატურული წყაროები ადასტურებენ, რომ ასეთი მკვლელობები ხშირი იყო ბოლო 10 საუკუნის განმავლობაში. ინდოეთის ხელისუფლება ცდილობდა ამოეძირკვა ეს რიტუალი და განსაკუთრებით ცდილობდნენ უცხო დამპყრობლები.


მე-18 საუკუნისთვის ინდუსტანის უმეტესი ნაწილი მოექცა დასავლური სახელმწიფოებისა და მათი სავაჭრო კომპანიების გავლენის ქვეშ. ევროპელები, რომლებიც შეძრწუნებებულები სატის ეგზოტიკური პრაქტიკით, აქტიურად დაიწყეს რიტუალის აღმოფხვრა. ამაში ბრიტანელებმა განსაკუთრებული გულმოდგინება გამოიჩინეს.


1798 წელს სატის რიტუალი აიკრძალა რამდენიმე დიდ ქალაქში, ხოლო 1829 წელს აკრძალვა მთელ ქვეყანაში გავრცელდა. სატის აკრძალვამ გამოიწვია საპროტესტო ტალღა მთელ ინდოეთში და 1832 წელს კოლონიური ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. მაგალითად, ცერემონია მხოლოდ სრულწლოვან გოგოებს ეხებოდა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნებაყოფლობით იზავდნენ ამას.

image

და მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნეში სატიმ პოპულარობა დაკარგა, რიტუალური თვითდაწვა, როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, არ გამქრალა ინდუსების ცხოვრებიდან.


1943 წლიდან 1987 წლამდე ინდოეთში დაფიქსირდა 30 რიტუალური თვითდაწვა. რა თქმა უნდა, არც ისე ბევრია, მაგრამ ესეც საკმარისია!

1987 წელს სატი შეასრულა 18 წლის უშვილო ქვრივმა რაჯასტანის შტატიდან, სახელად რუპკანვარმა, რომელსაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა.

image

ამის შემდეგაც ინდოეთის ხელისუფლებამ რიტუალური თვითდაწვა მკაცრად აკრძალა.თუმცა მიუხედავად ამისა, 1987 წლიდან მოყოლებული სატის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ბოლო 2008 წელს მოხდა.




1
325
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
325
  
2023, 11 თებერვალი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1