x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტამბოლში იმ დროს დააკავეს ელიტური რეზიდენციის მშენებელი, როდესაც მონტენეგროში გაპარვას აპირებდა
image

მეჰმედ იასარ ქოშკუნმა, კომპანიის Antis Yapı-ს მფლობელმა, რომელმაც ააშენა ელიტური საცხოვრებელი რეზიდენცია Rönesans Rezidans-ი და რომელიც სრულად დაინგრა მიწისძვრის შემდეგ ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, გადაწყვიტა თურქეთიდან მონტენეგროში გაქცევა.



12-სართულიანი კორპუსი "რენესანსი" 250 ბინით აშენდა 2012 წელს, რომელიც მდებარეობდა ინონუს ბულვარზე, ჰატაიში, ანტაკიის რაიონში, ითვლებოდა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსად. ბინების ღირებულება 1, 5 მილიონი ლირიდან იწყებოდა.

image


კომპანია არწმუნებდა მყიდველებს, რომ შენობა გაუძლებდა 9 მაგნიტუდის მიწისძვრას, თავად შენობას ხატოვნად უწოდეს "ზეციური კვადრატი". მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, 7, 7 ბალიანი რყევის შემდეგ მაღლივი შენობა ხუხულასავით ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ დაიმარხა დაახლოებით ათასი ადამიანი.

image

ამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი კომპანიის მფლობელი მიხვდა, რომ დადგებოდა დრო და ხელისუფლებას მისთვის რამდენიმე არასასიამოვნო კითხვა გაუჩნდებოდა. ასე რომ, გადავწყვიტა მანამდე გაპარულიყო მონტენეგროში, თან წაიყოლა დიდძალი თანხა. თუმცა მისი "საქმიანი მოგზაურობა" სტამბოლის აეროპორტშივე ჩაიშალა.

image

სამართალდამცავებმა მეჰმედ ქოშკუნი პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს.

სანამ დანგრეული შენობის მიდამოში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, დრონმა ნანგრევებად ქცეული ელიტური რეზიდენცია გადაიღო. კადრებიდან ჩანს, რომ Rönesans Rezidans-ი გადაიქცა აუზის მხარეს, რა დროსაც სხვა შენობების ნგრევა და დაზიანება გამოიწვია

1
443
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
443
  
2023, 11 თებერვალი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1