x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მბრუნავ სამყაროში ვცხოვრობთ? ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ წარსულში დაბრუნებას შევძლებთ
ჩვენ ვიცით, რომ პლანეტები ბრუნავენ, ვარსკვლავებიც ბრუნავენ გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ, მაგრამ რა მოხდება, თუ მთლიანი სამყარო ბრუნავს? ჩვენ ამჟამად ვფიქრობთ, რომ მთლიანი სამყარო არ ბრუნავს, რადგან ეს ასე რომ იყოს, წარსულში მოგზაურობა შესაძლებელი გახდებოდა.


მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უძველესი დროიდანვე ამტკიცებენ, რომ ცა სამყაროს ირგვლივ ბრუნავს, 1949 წელს მათემატიკოსმა კურტ გოედელმა პირველმა შემოგვთავაზა მბრუნავი სამყაროს თანამედროვე ფორმულირება. საამისოდ მან ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ენა გამოიყენა, რათა თავად აინშტაინის ხსოვნისთვის მიეგო პატივი, რომელთან ერთადაც ერთ დროს პრინსტონში მუშაობდა.


მაგრამ გოედელმა მბრუნავი სამყაროს იდეა საკუთარ მათემატიკურ მოდელში იმისათვის შეიტანა, რათა მიეთითებინა, რომ ფარდობითობის ზოგადი თეორია სრული არ არის და შევსებას საჭიროებს.


უნდა აღინიშნოს, რომ გოედელის მბრუნავი სამყაროს მოდელი რამდენიმე სერიოზულ ხარვეზს შეიცავს, თუმცა ეს რომ მართლაც ასე იყოს და ჩვენ რომ რეალურად მბრუნავ სამყაროში ვცხოვრობდეთ, ეს ძალიან უცნაური იქნებოდა. რაკეტაში ჩაჯდომა და მბრუნავი სამყაროს შუაში გამჭოლ გავლა რომ შეგეძლოთ, თქვენც ამ ბრუნვის მონაწილე გახდებოდით და მერე ამ ბრუნვის წყალობით თქვენი მოძრაობა გაორდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საწყის წერტილს დაუბრუნდებოდით, იმ ადგილას, საიდანაც დაიძარით, იმაზე ადრე მოხვდებოდით, ვიდრე მაშინ, როცა გაფრინდით.



რაღაც თვალსაზრისით მბრუნავ სამყაროს შეუძლია თქვენი მომავალი წარსულად გადააქციოს, რითაც დროში მოგზაურობას შეძლებდით.


ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს, რომ სამყარო ბრუნავს, მაგრამ ეს ასე რომ იყოს, არაფერი გასაოცარი ამაში არ იქნებოდა და ეს მალე ისეთივე ჩვეულებრივ ამბად იქცეოდა, როგორც მუდმივად გაფართოებადი სამყაროს მოდელია დღეს.


მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება იქნებოდა, ოდესმე რომ აღმოგვეჩინა, რომ გოედელის მოდელი ჭეშმარიტების აშკარა ნიშნებს შეიცავს და წარსულში მოგზაურობა თავისუფლად არის შესაძლებელი. რამხელა შვება იქნებოდა ეს. რა ბედნიერები ვიქნებოდით, წარსულში დაბრუნება და იქ აწ უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ახლობლებთან შეხვედრა რომ შეგვეძლოს.


სამწუხაროა, რომ ეს შეუძლებელია.


სამყარო

1
279
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
279
  
2023, 11 თებერვალი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1