x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ასეთია ჰობიტის ულტრათანამედროვე სახლი მწვანე მინდორში


image



ეს განსაცვიფრებელი ულტრათანამედროვე ჰობიტის სახლი მექსიკაში, ქალაქ ნაუკალპანში მდებარეობს. აგებულია მექსიკელი არქიტექტორის ხავიერ სენოსიანის მიერ, 1984 წელს, ანუ მანამდე სანამ 'ბეჭდების მბრძანებლებში' ვიხილავდით ამ იდეას.


ნაგებობის ფართობ 178 -ია და მთლიანად შერწყმულია ბუნებრივ ლანდშაფტს, რაც არქიტეტორის მთავარ ჩანაფიქრს წარმოადგენს.



ალბათ, ისეთი განცდა გაქვთ, რომ მიწაში ჩაფლული ეს სახლი ბნელი გამოქვაბულივითაა, თუმცა ყველაფერი პირიქითაა, იმაზე მეტად ნათელია ვიდრე ჩვეულებრივი სტანდარტული სახლი, რაც დიდი, უცნაურად განთავსებული ფანჯრებისა და გუმბათოვანი ჭერის დამსახურებაა.



Organic House-ის გამწვანება ქმნის ბუნებრივ პირობებს, ფილტრავს მზის მკაცრ შუქს ისე, რომ ინტერიერში შენარჩუნებულია გრილი ჰაერი და კომფორტული ტემპერატურა. ღია სივრცე კი ჰაერის თავისუფლად მოძრაობას უწყოს ხელს.



image




image


Hobbit House





organic-house-



organic-house




ეს სახლი, რომელსაც ჰობიტის გარდა, ორგანულ სახლს უწოდებენ არ არის არქიტექტორის ერთადერთი თავისუფალი ფორმის ნაგებობა.


სენოსიაინს წარსულში სოკოს, გველის, ნაჭუჭის, ზვიგენისა და ყვავილის მსგავსი სახლები აქვს აშენებული. მისი ყველა დიზაინი აერთიანებს ორ კონცეფციას, ადგილს, სადაც კომფორტულად ვცხოვრობთ და ადგილს სხვებთან, გარემოსთან, და ცოცხალ არშებებთან მეგობრობის დემონსტრირებისთვის.



image


არქიტექტორი ხავიერ სონოსიაინი / Javier Senosiain




არქიტექტორის სხვა ნაშრომები:

image

სახლი ხე




image

ნაიტილუსი




image

სატელიტები



image

ზვიგენი






1
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
42
  
2023, 10 თებერვალი, 19:26
როგორი საყვარლობაა :)
0 1 1