x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
20 გასაოცარი ფაქტი ცხოველების სამყაროდან, რომელიც შენ აუცილებლად უნდა იცოდე!
ცხოველთა სამყარო გასაოცარია. დედამიწაზე მობინადრე ცოცხალ არსებათა ყოველდღიურობა ხშირად ისეთ ფაქტებს უკავშირდება, დაჯერება რომ გაგიჭირდება და იფიქრებ, რომ ეს ფაქტები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომელიმე წიგნიდან არის ამოღებული, მაგრამ ეს არის ცხოვრება! ცხოვრება ყველაზე დიდი ფანტასტიკა და საოცრებაა, ხოლო ცხოველები იმდენად არიან საოცრები, რამდენადაც მის რიტმს მისდევენ და ემორჩილებიან.


1. დაუჯერებელია, მაგრამ ბონობოებს ცეცხლის გაჩაღება და მასში საკვების მომზადება შეუძლიათ.


2. კოალას, მაიმუნების და ადამიანების თითების ანაბეჭდები უნიკალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ამ სახეობის ცოცხალი არსების თითების ანაბეჭდები არსად და არავისთან არ მეორდება.


3. გრენლანდიური ზვიგენი პოლარული დათვებით და ირმებით იკვებება.



4. დელფინებს გახელილი თვალებით სძინავთ.


5. ყოველ რვა დღეში ერთხელ ზარმაცა ხიდან მიწაზე ჩამოდის, რათა მოისაქმოს.


6. ნაცრისფერ ვეშაპებს ყოველთვის სამში აქვთ სექსი.


7. კატები იმისათვის კნავიან, რათა ადამიანებთან დაამყარონ ურთიერთობა. ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ კატები კნავილს არ იყენებენ.


8. სამხრეთაფრიკული ჰირაქსი სიგრძით 50 სანტიმეტრია, 4 კილოგრამს იწონის და ისე გამოიყურება, როგორც ზღვის გოჭი, მაგრამ რეალურად ის სპილოს უახლოესი ნათესავია.


ზვიგენი


9. ზვიგენები დედამიწაზე უკვე 420 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ ანუ მაშინ, როცა დინოზავრები ჯერ არც კი არსებობდნენ.


10. ირმები ყოველწლიურად 130 ადამიანს კლავენ, ძროხები 22-ს, ჭიანჭველები 30-ს, ბეჰემოტები 2900-ს, ცხენები 20-ს და ზვიგენები 5-ს.


11. სირაქლემას ტვინი მისივე თვალზე უფრო მცირე ზომისაა.


12. ობობა Amaurobius Ferox-ის ნაშიერები მატრიფაგები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჭამენ საკუთარ დედას, როგორც კი კვერცხებიდან გამოძვრებიან.


ლომფხვი


13. ვეფხვის და ლომის ჰიბრიდს ლიგერი ეწოდება. ის 450 კილოგრამამდე იწონის და ყველაზე დიდი ზომის გარეული კატაა მთელ სამყაროში.


14. სპილოებს შეუძლიათ სარკეში საკუთარი თავის ამოცნობა. ეს უნარი ბევრ პრიმატსაც კი არ გააჩნია.


15. მორიელებს საკვების გარეშე 2 წელიწადი შეუძლიათ გაძლონ.


ზღარბი


16. ეგრეთ წოდებული ზღვისზღარბა კიბორჩხალა თავდაცვის მიზნით ზურგზე მოკიდებულ ზღვის ზღარბს დაატარებს.


17. პანდები უფრო ნაყოფიერები ხდებიან, როცა სხვა პანდებს აკვირდებიან სექსის დროს. ამიტომ ზოოპარკებში მათ სხვა პანდების პორნოებს აყურებინებენ, რათა მათი ახალი ნაშიერების დაბადების შანსები გაზარდონ.


18. მელიები მანძილის გასარკვევად დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებენ.


19. მატლებს ათამდე გული აქვთ.


20. ძაღლებს 10 ათასჯერ უფრო უკეთესი ყნოსვა აქვთ, ვიდრე ადამიანებს.

1
769
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
769
  
2023, 10 თებერვალი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1