x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ იძინებდნენ ევროპელები კარადაში?
image

როდესაც გვესმის კარადაში ძილის იდეა, მაშინვე წარმოგვიდგება კარიკატურული-სტერეოტიპი ადრე სახლში დაბრუნებული ქმრის შესახებ, ან ჰარი პოტერის რომანები, რომლებიც კარადაში ცხოვრობდნენ.


მაგრამ კარადაში ძილი არ არის ხალხური ეპოსის ან პოტერიანას ნაწილი. ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო ევროპისთვის, რომელიც გაგრძელდა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე.

image


image

დიახ, თუ მოულოდნელად აღმოჩნდებით ევროპულ მუზეუმებში, თითქმის აუცილებლად ნახავთ იქ უცნაურ ავეჯს – კარადას, რომლის შიგნით არის საძილე ადგილი. თუმცა ეს კარადა ისეთი პატარაა, ცოტა გაუგებარია - როგორ შეიძლებოდა იქ მოთავსებულიყო ზრდასრული და ჯანმრთელი ადამიანი? დიახ, ზოგიერთი საწოლის სიგრძე აღწევდა მხოლოდ 1, 20/1, 30 მეტრს. პასუხი მარტივია: იმ ეპოქაში ადამიანებს ნახევრად წამოჯდომილებს ეძინათ, ზურგსუკან კი ბალიშების მთა ჰქონდათ ამოდებული. თან იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ადამიანები უფრო დაბლები იყვნენ, მცირე სივრცეც საკმარისი იყო დასვენებისთვის.


ზუსტად არავინ იცის ასეთი უცნაური პოზის მიზეზები, მაგრამ ათობით ახსნა არსებობს: დაწყებული იქიდან, რომ ადამიანებს არ სურდათ მწოლიარე ძილი, რათა დემონებს ისინი მკვდრებში არ არეოდათ, დამთავრებული იმით, რომ ამ გზით შუა საუკუნეების ექიმები ებრძოდნენ ტვინში სისხლჩაქცევებს.

image



მაგრამ ეს ყველაფერი არ პასუხობს მთავარ კითხვას: რატომ იძინებდნენ კარადაში? არ მოსწონდათ ჩვეულებრივი საწოლები? ისინი ხომ ნაკლებ ადგილს იკავებს და უფრო ადვილია დამზადება. ამაზე ერთდროულად რამდენიმე პასუხია.


დავიწყოთ იქიდან, რომ გარდერობი-საწოლები ზრუნავდნენ შუა საუკუნეების მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე. აქ თქვენ უნდა გესმოდეთ: ევროპაში არ იყო საწოლი ღუმელები, როგორც ეს რუსეთში ან აზიაში იყო. შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის დასაწყისამდე ძლიერი ქარი და გრილი ამინდი მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა ადამიანებს გათბობის არარსებობის გამო. ამ დროს კარადები კარგად იცავდა სიცივისგან: მცირე სივრცის გამო, ჰაერი სწრაფად თბებოდა და სიცივეც შემაწუხებელი აღარ იყო.

image

თუმცა, ჰაერის მაღალი ტენიანობის და დახურული კარების გამო, ამ კაბინეტების "არომატი" უბრალოდ ამაზრზენი იყო. შუა საუკუნეებში ჰიგიენის პრობლემები იდგა და ახლა წარმოიდგინეთ, რომ მთელი ეს სიბინძურე, ოფლი და სუნი კარადაში იბუდებდა. საერთოდ, მაშინდელ ადამიანების მიმართ მხოლოდ თანაგრძნობა შეგიძლიათ გამოხატოთ. ამას ემატებოდა რწყილები და ბაღლინჯოები, რომელბიც კარადებში იბუდებდნენ, ამიტომ იქ თითქმის შეუძლებელი იყო კომფორტულად ძილი. თუმცა, ეს უკეთესია, ვიდრე ვირთხები და თაგვები, რომლებსაც შეეძლოთ ღამით სირბილი არა მხოლოდ იატაკზე, არამედ ევროპელების საწოლებზეც. კარადების კარები მღრღნელებისგან ადამიანებს მეტ-ნაკლებად მაინც იცავდა და შედარებით მშვიდი ძილის საშუალებას იძლეოდა.

image

გარდა ამისა, კარადების კარები უზრუნველყოფდა გარკვეულ კონფიდენციალურობას. ადრე იყო შემთხვევები, როცა მთელი ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობდა, მსახურები კი ხშირად პატარა სივრცეში ტრიალებდნენ. იმისათვის, რომ ადამიანებს მიცემოდათ საშუალება კარგად გამოეძინათ და შეენარჩუნებინათ მცირე პრივატულობის გრძნობა, ასეთი კარადები მათთვის მისწრება იყო.

image

ფართის დაზოგვის მიზნით, საძინებელი კარადები ხშირად ორსართულიანი იყო, რომლებსაც იყენებდნენ როგორც მოსამსახურეები, ასევე ბავშვები. ასევე იყო ორმაგი კარადები - წყვილებისთვის.

image

ზოგადად, იმ დღეებში ადამიანები, როგორც ჩანს, არ განიცდიდნენ კლაუსტროფობიას.


0
342
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0