x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
10 ფოტო წარსულიდან საოცრად საინტერესო ისტორიით

image


მშრალი ფაქტებისა და მონოტონური აღწერილობების კითხვა ყოველთვის უინტერესოა, ამიტომ ბევრისთვის ისტორია მოსაწყენ მეცნიერებად რჩება, მაგრამ თუ საკითხს სხვა კუთხით მიუდგებით, მაშინ თქვენ წინაშე წარსულის ცნობისმოყვარე სამყარო გადაიშლება, სავსე იდუმალებითა და საიდუმლოებებით, და კარგი იქნება, თუკი ამას ყველა მასწავლებელი გაითვალისწინებს, მაგრამ ასეთი პედაგოგები - იშვიათია. ადამიანები ხშირად ისტორიის სიყვარულს უკვე ზრდასრულ ასაკში იწყებენ, როცა წარსულს უკვე სულ სხვა მხრიდან თავად აღმოაჩენენ. ამ საკითხში მათ არა მხოლოდ თანამედროვეთა ისტორიები, არამედ ისტორიული ფოტოებიც ეხმარებათ.

image


მამაკაცები ახალ ხელობას გულმოდგინედ ეუფლებიან. გამოადგებათ კი მათ ეს ცხოვრებაში ან სამსახურში? ვინ იცის, შესაძლოა, ვინმე პენსიაზე გასვლის შემდეგ ფერმერობითაც კი დაკავდეს.

image


"პერესტროიკის" დროს პირველი ადგილობრივი სილამაზის კონკურსი ჩატარდა. საბჭოთა გოგონებმა დაამტკიცეს რომ უცხოელ მოდელებზე ნაკლები არ იყვნენ. ფოტოზე სხვათა შორის, ერთ-ერთი ფინალისტი ეკატერინა მეშჩერიაკოვაა.

image


ბერლინის კედელმა წარმოუდგენელი რაოდენობის ოჯახები დააცალკევა. აი, ასე ცდილობდნენ ადამიანები ახლობლებისთვის დღესასწაულების მილოცვას, 1961 წელი.


image

14 წლის მელანი გრიფიტი ერთ საწოლში შინაურ ლომთან, ნილთან ერთად. მომავალი მსახიობის მშობლები - პიტერ გრიფიტი და ტიპი ჰედრენი - ველური ბუნების წარმომადგენლებზე ჭკუას კარგავდნენ.

image


დღეს, ნებისმიერ ცირკში შეგიძლიათ მაიმუნიც ნახოთ და ფანტასტიკური ფოკუსების თვითმხილველიც გახდეთ, რასაც მე-20 საუკუნის ცირკზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით: აი, ბავშვის მიმართულებით დანებსაც კი ისვრიან - და არც არაფერი.

image


ამერიკელი მოდელი ვიკი დუგანი ჰოლივუდის ქუჩებში სეირნობისას. გოგონას, უკანა მხარეს ამოჭრილი კაბების ტარებისთვის "ზურგიც" კი შეარქვეს.



image


ივან ანგერი და გლედის როი (სხვათა შორის, გოგონა) "ვინგვოლკერები" ანუ თვითმფრინავის ფრთებზე მოსიარულენი იყვნენ. ფოტოზე ისინი მძაფრი ემოციების განსაცდელად მფრინავ თვითმფრინავზე ჩოგბურთს თამაშობენ.

image


1972 წელს როტშილდებმა მეჯლისი მოაწყეს, რომელიც ისტორიაში ყველაზე ეპატაჟურ წვეულებად შევიდა. მეჯლისის არსის უკეთ გასაგებად, საკმარისია საღამოს მასპინძლებს - მარი-ჰელენ დე როტშილდისა და გი დე როტშილდის ლუქებს შეხედოთ.


image


ამ ფოტოზე არნოლდ შვარცნეგერი - უკვე იმედის მომცემი ბოდიბილდერია. ის ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, და მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო კიდევ წინ არის.

image


საცურაო კოსტიუმების კონკურსის გამარჯვებული, რომელიც 1922 წელს გაიმართა, ფოტო გაფერადებულია.






0
1097
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1097