სისხლის სამართალი 8 წლის ხურშედა სულტონოვას მკვლელობა-კრიმინალური არქივიდან 2023, 9 თებერვალი, 13:37 ![]() თავდასხმის დროს, ეზოს მაცხოვრებლებს, სადაც ხურშედა სულტონოვას მკვლელობა მოხდა, ემოდათ შეძახილები "გაეთრიეთ რუსეთიდან!", "სცემე შავებს!" ეს ფრაზები მოისმინა ნაცემმა იუსუნჯონ სულტონოვმა და მისმა ძმისშვილმა ალაბირმაც. ამ საზარელმა მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, პეტერბურგის მაშინდელმა გუბერნატორმა ვალენტინა მატვიენკომ მკვლელობის გახსნა პირად კონტროლზე აიყვანა. 2005 წლის გაზაფხულზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით რვა მოზარდი დააკავეს - იმავე მიკრორაიონის მაცხოვრებლები, სადაც თავდასხმა მოხდა. ეთნიკური სიძულვილით მოტივირებული მკვლელობის ბრალდება მხოლოდ ერთ მათგანს, ძნელად აღსაზრდელთა სპეც სკოლის მოსწავლეს წაუყენეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს გახდა 14 წლის. დანარჩენებს ბრალი ხულიგნობაში ედებოდათ. 2006 წლის მარტში სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულთა კოლეგიამ გაამართლა მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ხოლო პარალელურად ის და ექვსი სხვა მოზარდი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ხულიგნობაში. მერვე ბრალდებული გამართლდა. სასამართლოს განაჩენით, შვიდ მოზარდს 1, 5-დან 5, 5 წლამდე შრომა გასწორების კოლონია მიესაჯა. ეს განაჩენი ბევრმა გააკრიტიკა, განსაკუთრებით ლიბერალმა უფლებადამცველებმა. ხურშედა სულტონოვას მკვლელობამ ფართო საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. „ტაჯიკი გოგონას მკვლელობა“ მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციების აქტივისტების დაკავების მიზეზი გახდა. ამის შემდეგ, 2006 წლის მაისში სანკტ-პეტერბურგში დააკავეს ექსტრემისტული ჯგუფის Mad Crowd-ის წევრები, რომელსაც ხელმძღვანელობდა დიმიტრი ბოროვიკოვი (ის მოკლეს დაკავების დროს). დაკავებულებმა აღიარეს, რომ სწორედ მათ მოკლეს ხურშედა სულტონოვა. ერთი ვერსიით, მკვლელობა „ეროვნული სიძულვილის“ ნიადაგზე მოხდა, მეორეს მიხედვით, სულტონოვის ოჯახი ნარკოტიკებით ვაჭრობდა, მათზე თავდასხმა კი ნარკომაფიის დაპირისპირების შედეგი იყო. ![]() 677 2-ს მოსწონს
|