x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს არის დიდი ტყუილი"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას"დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის მანდატების დატოვების გამო EPP-დან შესაძლო გაძევებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ენმ"-ეს წევრს სიცრუეში ამხელს:



"ეს არის დიდი ტყუილი.


ავტორიტარულ რეჟიმში, პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობის პირობებში, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევის პირობებში, საპარლამენტო ბოიკოტის გამო, დევნილი ოპოზიციური პარტიის გარიცხვა EPP-დან გამორიცხულია და ეს უბრალოდ საკენკს ყრის."- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე მანდატების დატოვების იდეას არ ემხრობა. მისი თქმით, პარლამენტის დატოვება შესაძლოა "ევროპის სახალხო პარტიიდან" (EPP) გარიცხვის საფუძველიც კი გახდეს.


"მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის, საკრებულოების მანდატების დატოვება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ვკარგავთ ყველანაირ ინსტრუმენტს. მეტსაც გეტყვით, ეს შეიძლება გახდეს ჩვენი პარტიის EPP-დან გამოძევების საფუძველი, ანდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომის საფუძველი, თან ძალიან სერიოზულად. მე არც ბოიკოტს არ ვემხრობოდი. რეალურად, ბოიკოტიც და მანდატების დატოვება არ არის გაცილებით უფრო წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.






0
340
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
340