x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დანიაში, კოპენჰაგენის ეროვნულ მუზეუმში გამოფენილია სტრინგი რომლის ასაკი ორ საუკუნეს ითვლის
image
საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა ქალის თეთრეული, საუბარია საცვლებზე. თუ ადრე ლამის მუხლამდე "ფოხანი" იყო არისტროკრატ ქალებშიც კი მოდური, ახლა "ფოხანს" ვერსად შეხვდებით, შეიძლება სადღაც რომელიმე ბებოს კარადის უჯრაში იყოს გადანახული.



სამაგიეროდ ფართო გზა გაეხსნა, ტანგას, სტრინგს და ბევრ სხვა მოდელის ტრუსს. ახალგაზრდა ქალებში და გოგონებში ყველაზე მოდურად მაინც სტრინგი ითვლება და სწორედ ამითაა ამ სტატიაში მოცემული სტრინგი დაუჯერებელი რეალობის ნივთმტკიცება.



დანიის დედაქალაქის ეროვნულ მუზეუმში გაკეთებულ გამოფენაში 2015 წელს დამთვალიერებლებმა დააფიქსირეს ქალის ქვედა საცვალი-სტრინგი, დამთვალიერებლები თვლიდნენ რომ დანიის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა ის გამოიტანეს დათვალიერებაზე იმისათვის, რომ ძველსა და თანამედროვეს შორის ზღვარი ეჩვენებინათ მათთვის.


როგორც გაირკვა ტრუსი-სტრინგი სულაც არ იყო თანამედროვე დიზაინერების შემოქმედების ნაყოფი და ეს სპეციალურად დანომრილი და თვალსაჩინო ადგილზე გამოტანილი საცვალი გამოტანილ იქნა შეგნებულად იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის დაემტკიცებინათ, რომ "ყოველი სიახლე კარგად დავიწყებული ძველია".



დიახ, ეს ტრუსი-სტრინგი ეკუთვნოდა ესკიმოსებს რომელთა ძველისძველი ტანსაცმლის გვერდითაც საპატიო ადგილს იკავებდა ეს სტრინგი.

ქალის თეთრეულის ეს თანამედროვე სტილის ტრუსი ესკიმოსებში ცნობილი იყო, როგორც "ნაატსიტ" და მას იცვამდნენ გასათხოვარი გოგონები ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან უკვე მასიურად.

სტრინგი მუზეუმის ნამდვილ "ჰიტად" იქცა და მუზეუმს ტურისტების არნახული რაოდენობა მიადგა. სტრინგი შეკერილი იყო სელაპის და ირმის ტყავის და ბეწვებისაგან და გაფორმებული იყო გახვრეტილი ქვებით, რომელიც ასევე ტყავის ვიწრო თასმებზე იყო აკინძული.


"ნაატსიტს" ესკიმოსი ქალები თავისუფლად ატარებდნენ თავიანთ ბანაკებში ნათესავების და მეგობრების თანდასწრებით დაუფარავად, (ისე როგორც დღეს ზღვაზე დამსვენებელი ქალები სტრინგს ატარებენ დაუფარავად) მხოლოდ ზამთარში იცვამდნენ თბილ შარვლებს სუსხისაგან თავის დასაცავად.
ექსპონატი რომელიც გრენლანდიაში ექსპედიციის დროს იქნა ნაპოვნი, ნაპოვნია 1892 წელს.

დანიელი მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ ტრუსი ბევრად ადრე იქნა შეკერილი ვიდრე ექსპედიციის წევრები იპოვიდნენ მას, მეცნიერების თქმით საცვლის ასაკი დაახლოებით ორი საუკუნეა.

აღნიშნული ექსპონატი დღესაც დანიის ეროვნულ მუზეუმში ინახება, ოღონდ უკვე დაცულ სექტორში, სადაც სათანადო ტემპერატურაა დაცული.


0
151
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
151