სხვა რამდენი ადამიანი დაიღუპა და რამდენი დაშავდა მიწისძვრის შედეგად? ბოლო ვითარება თურქეთიდან (+ფოტოები სტიქიის ზონიდან) 2023, 8 თებერვალი, 14:39 ორშაბათს, 6 თებერვალს, 04:17 საათზე კაჰრამანმარაშის პაზარჯიქის რაიონში მოხდა 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა. მანამდე გაზიანთეფის ნურდაგის რაიონში 6.4 მაგნიტუდი შეინიშნა, თუმცა ეს არ იყო ქალაქისთვის საშიში. ქაჰრამანამარაშის დამანგრეველი მიწისძვრიდან რამოდენიმე საათში 13:23-ზე მორიგი დამანგრეველი მიწისძვრა (7.6 მაგნიტუდი) გაზიანთეფის ცენტრში მოხდა. პარალელურად დამანგრეველი აღმოჩნდა თურქეთის კიდევ სხვა ქალაქებისთვის. სამშაბათს 7 თებერვალს, თურქეთის ეს მხარე გამოცხადდა სტიქიის ზონად, ხოლო 10 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა. რეგიონში მიმდინარეობს ძბენა-გადარჩენის ოპერაციები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს 44 ქვეყნის მაშველები. ადგილობრივი ოფიციალური მედიის ინფორმაციით, ამჟამად გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000- გადააჭარბა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 41 000 უტოლდება. ჯანმოს ვვარაუდით ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება და გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა 20 000 მიაღწიოს. რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა თებერვლის მიწისძვრის დროს? - თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები: ჰათაი >>> დაიღუპა - 1647, დაშავებულია - 6200 კაჰრამანმარაში >>> დაიღუპა - 1243, დაშავებულია - 5000 გაზიანთეფი >>> დაიღუპა - 504, დაშავებულია - 4809 შანლიურფა >>> დაიღუპა - 127, დაშავებულია - 2551 დიარბაქირი >>> დაიღუპა - 120, დაშავებულია - 854 ადანა >>> დაიღუპა - 197, დაშავებულია - 3993 ადიამანი >>> დაიღუპა - 896, დაშავებულია - 400 მალათია >>> დაიღუპა - 201, დაშავებულია - 4900 ოსმანიე >>> დაიღუპა - 502, დაშავებულია - 2173 კილისი >>> დაიღუპა -22, დაშავებულია - 518 ელაზიგი >>> დაიღუპა - 5, დაშავებულია - 379 ეს მონაცემები ყოველ წუთს კიდევ უფრო იზრდება სამწუხაროდ. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამსახური, რომელშიც ჩართულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. ფოტოები სტიქიის ზონიდან...
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 337 2-ს მოსწონს
|