x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როცა ერთ დროს შექმნილი საოცრად მახინჯი ავტომობილი ბევრი ფული ღირს
image

ეს არის მანქანა, რომელიც ალბათ აქამდე არასოდეს გინახავთ, მას Röhr "Tatzelwurm" ჰქვია და ის უნიკალურია. 1930-იანი წლების სტანდარტებით, დიზაინი საკმაოდ მოწინავე იყო, მრუდი ჭერით ფასტბეკის სტილში და წინა ინტეგრირებული ფარებით უკეთესი აეროდინამიკისთვის.


ბავშვობაში, ბიჭების უმეტესობას უყვარდა მანქანების ხატვა, თქვენ გულმოდგინედ ხაზავდით მანქანის წინა მხარეს, მაგრამ საქარე მინის შემდეგ ნერვები აღარ გყოფნიდათ და უმეტესობა ნახატს ასრულებდა რამდენიმე მრუდი ხაზით. ახლა როცა Röhr Tatzelwurm-ს ვუყურებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისმა დიზაინერმაც ჯერ ბავშვივით იწვალა, შემდეგ კი ყველაფერი შემთხვევით დაასრულა...

image


მაინც რა ბრენდია Röhr?! Röhr Auto AG დაარსდა 1926 წელს ინჟინერ ჰანს გუსტავ როჰრის და ინვესტორ უგო გრეფინიუსის მიერ.

მოქალაქე Röhr-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც ნიჭიერი დიზაინერმა, როდესაც 1912 წელს, 17 წლის ასაკში, მან დააპროექტა ... თვითმფრინავი! მოგვიანებით ის მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, როგორც გამანადგურებელი პილოტი ( გერმანიის მხარეს) და მუშაობდა თვითმფრინავის ძრავის დიზაინზე, თუმცა ომის შემდეგ აქცენტი გადაიტანა ავტომობილებზე. Röhr-ის საწარმომ წარმოადგინა საკმაოდ პროგრესული და პრესტიჟული Röhr 8


მანქანებს გარკვეული მოთხოვნა ჰქონდა, მაგრამ დიდმა დეპრესიამ იგი გააკოტრა . 1931 წელს, ახალ ინვესტორებთან ერთად, შეიქმნა Neue Röhr AG, რომელიც გადავიდა უფრო ხელმისაწვდომ Röhr Junior მანქანებზე, რომელიც იქმნებოდა Tatra 75-ის პლატფორმაზე. მოკრძალებულმა Röhr Junior მანქანებმაც იპოვეს თავიანთი მომხმარებლები (1700 მანქანა დამზადდა), მაგრამ. 1930-იან წლებში, დირექტორთა საბჭოში ებრაელების ყოფნის გამო, Rohr-ის კომპანია ლიკვიდირებული იქნა გერმანიის ხელისუფლების მიერ.ალბათ კარგად ხვდებით, რომელი ხელისუფლების მიერ. მიუხედავად ამისა, მოუსვენარი ჰანს გუსტავ როჰრი არ დანებდა და გახდა "ადლერის" მთავარი დიზაინერი (ამ ბრენდის მანქანა ბევრს კარგად ახსოვს ლეონიდ გაიდაის ფილმში „კავკასიელი ტყვე ქალი"), შემდეგ იგი იყო Daimler-Benz-ის ტექნიკური დირექტორი.



მაგრამ დავუბრუნდეთ Röhr Tatzelwurm (Tatzelwurm). მანქანა, რომელსაც მითიური არსების სახელი დაარქვეს- კატის თავით და გველის სხეულით, შეიქმნა 1934 წელს კარლ-ვილჰელმ ოსტვალდის მიერ, რომელიც 1934 წელს Röhr-ის ქარხანაში სტაჟიორი იყო. შესაბამისად, შასი და აგრეგატები მან გამოიყენა 1933 წლის დაუმთავრებელი Tatra 75-დან. ოსტვალდმა დააპროექტა მანქანა გრძელი ფასტბეკი კორპუსით და იმ პერიოდისითვის უჩვეულო წინა ნაწილით, ოპტიკური ფორმით და ინტეგრირებული ფარებით - დიზაინი, რომელიც 1930-იანი წლების სტანდარტებით გამოირჩეოდა მოწინავე აეროდინამიკით.

image

ორი კაპოტის ქვეშ მოთავსებულია 1, 5 ლიტრიანი ჰაერით გაგრილებული ოპზიტი (ეს იგივე ტატრაა), რომლის სიმძლავრეც 30 ცხენის ძალა იყო. ავტომობილში ფართოდ გამოიყენეს ხე და მუყაო. ბევრი რკინა არ ანდეს ახალგაზრდა ინჟინერს ...

image

შემდგომ კარლ-ვილჰელმ ოსტვალდმა წარმატებული საინჟინრო კარიერა გააკეთა, მუშაობდა გერმანული ავტობანების მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე. ის მანქანების დიზაინს აღარ ქმნიდა. და ძალიანაც კარგი!

image

მაგრამ ყველაზე საინტერესო, ისაა, რომ ეს ხის სიმახინჯე ევროპულ აუქციონის სახლში artcurial.com-ზე 50/80 ათას ევროდ არის შეფასებული.

image


1
436
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
436
  
2023, 10 თებერვალი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1