x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ნაპოვნია დედამიწის ზომის პლანეტა, რომელიც ერთ-ერთ უახლოეს ვარსკვლავს უვლის გარს
NASA-ს მისიამ აღმოაჩინა ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწის ზომისაა და რომელიც მზის სისტემიდან 100 სინათლის წლის დაშორებით მდებარე მცირე ზომის ვარსკვლავს უვლის გარს.


პლანეტა, რომელსაც TOI 700 e ეწოდება, დიდი ალბათობით კლდოვანია და ზომით ჩვენი სამყაროს 95 %-ია. TOI 700 e მეოთხე პლანეტაა, რომელიც აღმოჩენილია ჯუჯა და ცივი ვარსკვლავის ორბიტაზე, რომელსაც М TOI 700 ეწოდება. ყველა აღნიშნული პლანეტა NASA-ს მისია TESS-ის ფარგლებში აღმოაჩინეს.


აღნიშნულ სისტემაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პლანეტა 2020 წელს აღმოაჩინეს და მას TOI 700 d უწოდეს. ისიც ისევე, როგორც TOI 700 e, სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს და მისი ზომაც დედამიწის მსგავსია.


უცხო



M კლასის მცირე და ცივი მზე, TOI 700 იშვიათ ვარსკვლავთა კატეგორიას არ განეკუთვნება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბევრი მათგანის გარშემო სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში არსებობს უაღრესად საინტერესო ეგზოპლანეტები, რომელთა დეტალური გამოკვლევა უახლოეს წლებში მოხდება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით.


საკუთარ მზესთან ყველაზე ახლოს TOI 700 b მდებარეობს, რომლის ზომა დედამიწის ზომის 90 %-ს შეადგენს. აღნიშნული პლანეტა საკუთარ მნათობს ყოველ 10 დღეში ერთხელ უვლის გარს. აქვეა TOI 700 c, რომელიც დედამიწაზე 2, 5-ჯერ უფრო დიდია და საკუთარ მნათობს 16 დღეში უვლის გარს.


სავარაუდოდ ყველა ეს პლანეტა საკუთარი მნათობის ირგვლივ მხოლოდ ერთი და იმავე მხარით არის დაფიქსირებული, ზუსტად ისევე, როგორც მთვარეა დაფიქსირებული დედამიწის ორბიტაზე.
დანარჩენი ორი ეგზოპლანეტა, d და e, 37 და 28 დღეში უვლიან გარშემო საკუთარ მზეს ირგვლივ, რადგან მათი დაშორება საკუთარი მნათობისგან შედარებით დიდია.


ყველა ზენოწღნიშნული პლანეტის ატმოსფერულ შემადგენლობას დეტალურად გამოიკვლევს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რის შემდეგაც უფრო მაღალი ალბათობით შევძლებთ იმის თქმას, სახლობენ თუ არა რომელიმე მათგანზე ცოცხალი არსებები. ეს კი უახლოესი წლების საქმეა.


უცხო

0
117
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0