x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლალი მოროშკინა: „ვიტოვებ უფლებას, ვიფიქრო, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრა შურისძიების აქტი იყო"
ლალი მოროშკინა


„ვიტოვებ უფლებას, ვიფიქრო, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრა შურისძიების აქტი იყო, ეს უბრალოდ მიწისძვრას არ ჰგავს", - ამის შესახებ ჟურნალისტმა და პიარტექნოლოგიების სპეციალისტმა ლალი მოროშკინამ რადიო „იმედის" გადაცემაში „მოროშკინას პოდკასტი" განაცხადა, რითაც თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გამოეხმაურა.


„3 თებერვალს, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ შემდეგი სიტყვებით მიმართა ამერიკის ელჩს ანკარაში: - „მოაშორეთ ბინძური ხელები თურქეთს" და პირდაპირ დაადანაშაულა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთში დესტაბილიზაციის შექმნას გეგმავს. ამავე დღეს დაიწყეს ევროპელებმა და ამერიკელებმა საკუთარი თანამშრომლების გაყვანა საელჩოებიდან. ასე ჩქარ-ჩქარა არ გაჰყავთ საელჩოებიდან ხალხი, ასე არ ხდება. დღეს, გამთენიისას კი მოხდა ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტია და არ მინდა ამის დაკავშირება, მაგრამ ვიცი რა, თანამედროვე ტექნიკა, ვიცით, რომ შესაძლებელია მიწისძვრის გამოწვევა. ასევე, ვიცით, რომ როდესაც ხდება ბუნებრივი მიწისძვრა, ყოველთვის, განმეორებითი ბიძგი არის უფრო ნაკლები. თურქეთის მიწისძვრის შემთხვევაში კი მოხდა პირიქით, იყო დამანგრეველი მიწისძვრა და შემდეგი - უფრო ძლიერი ან თითქმის იგივე სიმძლავრის", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


მოროშკინას აზრით, თურქეთმა რუსეთის მხარე დაიჭირა, რადგან ხვდება, რომ ფინანსურად ეს მისთვის მნიშვნელოვანია.



„აქვე, გადავხედოთ, რა ხდება მსოფლიოში. ვხედავთ, რომ სრულიად აზელილია მთელი რუკა და მიდის ახალი გადანაწილება. თურქეთი პირდაპირ ადანაშაულებს ამერიკას ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ „ნატოსაც" დატოვებს. ფინანსურად სხვანაირად ვერ გაანადგურა ამერიკამ თურქეთი, ვიცით, რა ემართება ლირას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სხვაგვარი თამაშია დაწყებული.


რუსეთის საეთერო დრო, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია, წაღებული აქვს თურქეთის კურორტების არა უბრალოდ რეკლამას, არამედ ფილმებს მათ შესახებ. გადის თურქეთის ინფრასტრუქტურული, ტურისტული ზონების რეკლამა, რაც კოლოსარულ თანხებს უკავშირდება. აშკარად, თურქეთმა დაიჭირა რუსეთის მხარე და ხვდება, რომ მისი ფინანსებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში ტურისტული სეზონი შედგეს", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


შეგახსენებთ, რომ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. დაზიანდა 10 ქალაქი. მიწისძვრის ეპიცენტრი შანლიურფას პროვინციაში დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. თურქი სეისმოლოგების შეფასებით კი - 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა.


განმეორებითი, 7, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, საბერძნეთში, სირიაში, ისრაელსა და კვიპროსში. მიწისძვრის შედეგად დანგრეულია ასობით შენობა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2701-მდე გაიზარდა. ორივე ქვეყანაში დაშავებულთა საერთო რაოდენობა კი 13 572-ს აღწევს.


თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.


თურქეთი


თურქეთი


თურქეთი






0
1736
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
1736
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0