x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
CIA-ს შეფის პროგნოზი: “მომდევნო ექვსი თვე უკრაინის ომში გადამწყვეტი იქნება”

როდის დასრულდება ომი უკრაინაში? ეს არის შეკითხვა, რომელსაც ალბათ ჩვენს კონტინენტზე მცხოვრები თითოეული ადამიანი უსვამს საკუთარ თავს. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) შეფის პროგნოზით კი მომდევნო ექვსი თვე ამ ომში გადამწყვეტი იქნება. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამართული დაჯილდოების ფარგლებში უილიამ ბარნსმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და მათ შორის უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომის თემასაც შეეხო.


აღსანიშნავია, რომ ბარნსი წინათ ამერიკის ელჩად მუშაობდა რუსეთში. ამიტომ მას სიტუაცია კარგად ესმის და რუსეთსაც საუკეთესოდ იცნობს. მისი აზრით, რაც უფრო დიდხანს გაძლებს უკრაინა, მით უფრო მაღალი იქნება იმის რისკი, რომ რუსეთი უკანონოდ დაკავებულ უკრაინულ მიწებს ხელახლა დაკარგავს.


CIA-ს შეფის აზრით, პუტინს ეგონა, რომ დასავლეთის ლიდერები უკრაინაში არსებული ომით დაიღლებოდნენ და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებდნენ. ბარნსის აზრით ამას პუტინი ძალების მოსაკრებად და მოგვიანებით ფართო ფრონტით შეტევაზე გადასასვლელად გამოიყენებდა, თუმცა მისი მოლოდინები არ გამართლდა. დასავლეთმა უკრაინას დათმობებზე წასვლა არ აიძულა, რაც ამერიკელი მაღალჩინოსნის აზრით გადამწყვეტი იყო.


ბარნსის აზრით სერიოზული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების დაწყება რუსეთსა და უკრაინას შორის მოსალოდნელი არ არის. მან თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციებით პუტინს უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ამ ეტაპზე არ სურს.



მართლაც, ვინც რუსეთის პროპაგანდისტულ მედიას თვალყურს ადევნებს, კარგად მიხვდება, რომ CIA-ს შეფი მეტწილად სიმართლეს ამბობს. ყველას გვახსოვს, როგორ არაერთგზის უმტყუნა ნერვებმა რუს პროპაგანდისტ ვლადიმერ სალავიოვს, როცა მის მიერ გამოთქმული პროგნოზები იმის შესახებ, რომ დასავლეთი ზელენსკის დანებებას აიძულებდა, არ გამართლდა.


ფაქტია, რომ უკრაინის მიერ გაწეული გმირული წინააღმდეგობის თითოეული დღე პუტინის ჯოჯოხეთური ამბიციების და დემონური პოლიტიკური გეგმების დასამარებას უდრის, ეს კი ყველაზე უკეთ თავად პუტინმა და მისმა პროპაგანდისტებმა იციან.


ომი

2
253
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
253
  
2023, 7 თებერვალი, 19:07
აი კუდევ
https://www.youtube.com/watch?v=DQDHVQ2lCxI
2023, 7 თებერვალი, 18:48
მოიცა მოიცა ეს ტიპი იმქვეყნიდან არაა რომლებმაც ორი ტრილიონი ომზე დახარჯეს და მწყემსებთან ომი წააგეს ავღანეთში, იქ რა იწინასწარმეტყველა ხომ არ იცი?

ამათ მოუსმინე ასიანს ლაპარაკობენ
https://www.youtube.com/watch?v=abTnGpNpW0g
0 1 2