საზოგადოება უკეთესი ცხოვრების წესი "ტოიოტას" დამფუძნებლისგან 6 თებერვალი, 17:58 კომპანია Toyota-ს დამფუძნებელმა საკიჩი ტოიოდამ, როგორც არასტანდარტული აზროვნების მქონე ადამიანმა შექმნა წესი - „5 რატომ“.
![]() წესის არსი მარტივია- ნებისმიერ გაურკვეველ ვითარებაში თქვენ საკუთარ თავს ხუთჯერ უსვამთ კითხვას „რატომ“ და მასზე პასუხობთ.
მაგალითად თქვენ გინდათ იყიდოთ ქურთუკი:
საკუთარ თავს კითხეთ: რატომ მინდა ქურთუკი? ეს პირველი „რატომ“
პასუხი: იმიტომ, რომ მინდა ყველა გავაოცო.
მეორე „რატომ“: რატომ გინდა ყველას გაოცება?
პასუხი: იმიტომ, რომ მინდა ყურადღება მომაქციონ.
მესამე „რატომ“: რატომ გინდა, რომ ყურადღება მოგაქციონ?
პასუხი: იმიტომ, რომ ნაკლებ თავდაჯერებულობას ვგრძნობ.
მეოთხე „რატომ“: რატომ გრძნობ თავდაუჯერებლობას?
პასუხი: იმიტომ, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახერხებ.
მეხუთე „რატომ“: რატომ ვერ ახერხებ რეალიზებას?
პასუხი: იმიტომ, რომ იმ საქმით ვარ დაკავებული, რომელიც არ მომწონს.
და ახლა თქვით, რა შუაშია აქ ქურთუკი?
298 1-ს მოსწონს
|