x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„ხარჩილავა ჩემი პარტიის წევრია 2016 წლიდან და გამაოგნებელია, რომ "ნაცმოძრაობამ" ისე შეიყვანა საბჭოში, მედიით გავიგე“
image.


ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც ირკვევა, წალენჯიხის გამარჯვებული მერი უკვე 7 წელია სწორედ მისი პარტიის წევრია და პოლიტსაბჭოშიც მათთან იყო, ამდენად, მაჭუტაძე განაწყენებულია, რომ გუშინ ხარჩილავა ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოში შევიდა და ამის შესახებ არაფერი იცოდა.

.

„მეგობრებო, თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო ერთი განცხადება თუ განმარტება:



.
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ჩვენი პარტიის “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი იყო დღემდე.


2016 წელს იყო ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხა-ჩხოროწყუში.


2017 წლიდან იკავებდა რეგიონალური მდივნის თანამდებობას.


2020 წელს არჩეული იქნა პარტიის ახალ პოლიტ.საბჭოში.


2021 წელს “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” კვოტით მე წარვუდგინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობას მისი კანდიდატურა წალენჯიხის მერის არჩევნებში - დაადასტურებენ კობა ნაყოფია, ნუგზარ წიკლაური, ლევან გახელაძე, მიხეილ ანთაძე და სხვები. (ცნობისთვის: ჩვენ ერთიან კოალიციაში/ბლოკში ვართ “ნაციონალურ მოძრაობასთან 2018 წლიდან ყველა არჩევნებში, როდესაც დავაფუძნეთ “ძალა ერთობაშია” ამსტერდამში, საქართველოდან და უკრაინიდან დევნილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად).

.
დღეს კი, მედიით შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ხარჩილავა სხვა პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში შესულა.

.
გია ხარჩილავა არამხოლოდ თანაპარტიელი იყო, არამედ მეგობარიც იყო ჩვენი და ძალიან, ძალიან სამწუხარო, გამაოგნებელი და პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო ამბავია, როდესაც მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიის მეშვეობით გავიგეთ. ერთი წინადადება მაინც მოეწერა და ეთქვა.

.
P.S. სხვათაშორის, ზოგიერთი მისი ახლანდელი თანაპოლიტსაბჭოელი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გიას კანდიდატურას და სერიოზული შიდაკოალიციური მუშაობის გაწევა დაგვჭირდა. დღეს კი, სწორედ იმ პოლიტიკურ საბჭოში ამოყო თავი, სადაც თურმე, მისი ერთერთი მთავარი მხარდამჭერის, ნუგზარ წიკლაურის ადგილი არ ყოფილა.“

.

ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა გუშინ ჩატარდა.


ყრილობაზე პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა. ლევან ხაბეიშვილთან ერთად დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა, ასევე, პარტიული თანამდებობებიც განაწილდა - კერძოდ, პეტრე ცისკარიშვილი პარტიის გენერალური მდივანი გახდა, ხოლო ლევან ბეჟაშვილი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.


რაც შეეხება პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას, ის ასეთია: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა.


აქამდე მომუშავე პოლიტსაბჭოს ვადა მიმდინარე წლის მარტში ეწურებოდა.


ყრილობას არ ესწრებოდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები.

0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0