x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პუტჩი პუტინის წინააღმდეგ: ამერიკელი ექსპერტი კრემლის კოლაფსს წინასწარმეტყველებს
დაინგრევა თუ არა პუტინის ძალაუფლების ვერტიკალი? ამერიკელი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებაში დიდი განხეთქილება მოჰყვება.


კრემლში პუტინის ძალაუფლება იმაზე გაცილებით უფრო მყიფეა, ვიდრე ამის წარმოდგენა ვინმეს შეუძლია. კოლაფსი ძალიან ახლოსაა. ამას Kyiv Post-თან აცხადებს ამერიკელი ექსპერტი რუსეთის საკითხში, პროფესორი მარკ კატცი. ექსპერტი მოვლენების პუტჩის სცენარით განვითარებასაც არ გამორიცხავს. ამერიკელი პროფესორი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მონოლითურობისა, რუსულ სახელისუფლებო წრეებში უზარმაზარი განხეთქილებაა და ის ერთიანობა, რომლის დემონსტრირებას კრემლი ტელეკამერების წინ ყოველთვის დაჟინებით ცდილობს, მითია. განხეთქილების მიზეზი კი რაღა თქმა უნდა უკრაინის ომია.


კრემლში ერთმანეთს ძალაუფლებას რამდენიმე მსხვილი დაჯგუფება ეცილება. წარუმატებლობა უკრაინაში ამაღლებს მათი ურთიერთბრალდებების ხარისხს. ამ დაჯგუფებების წევრები წარუმატებლობის მიზეზს ერთმანეთში ხედავენ. ეს კი ზრდის დაძაბულობას და დაპირისპირებას მათ შორის. ადრე თუ გვიან ამ ბანდებიდან რომელიმე აუცილებლად შეეცდება პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას და მართვის სადავეების საკუთარ ხელში აღებას სამხედრო გადატრიალების მოწყობის გზით. ამაში პროფესორი კატცი თითქმის ბოლომდე დარწმუნებულია.


კატცის მოსაზრების თანახმად განხეთქილების პირველი თვალსაჩინო ნიშნები უკვე არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ნიშანია ტერორისტული დაჯგუფება “ვაგნერის” ბოსის, ევგენი პრიგოჟინის მიერ გამოთქმული ღია კრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიმართ.



“ყოველთვის, როცა ერთი ფიურერი მეორეს ღიად აკრიტიკებს, ეს ძალაუფლების კოლაფსის რეალური სიმბოლოა, ” - ხაზს უსვამს კატცი.


სხვა ექსპერტების აზრით კი პუტინი თავად აქეზებს ისეთ მარიონეტებს, როგორებიც კადიროვი და პრიგოჟინი არიან, რათა ამ უკანასკნელებმა თავდაცვის მინისტრი გააკრიტიკონ. ამის მიზანი მათი აზრით ისაა, რომ უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელი წარუმატებლობის ფონზე ომის დასკვნით ფაზაში პუტინს განტევების ვაცის პოვნა არ გაუჭირდეს. ამაზე ამერიკული “ომის კვლევის ინსტიტუტის” მეცნიერები საუბრობენ.


მაგრამ კატცის აზრით პუტინი, როგორც ეს დიქტატორებს ახასიათებთ, თავის გარემოცვაში არავის აღარ ენდობა და ყველას ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს. პუტინმა კარგად იცის, რომ მან უკრაინის ომი წააგო, თუმცა ამის აღიარება არ სურს, რადგან ეს მისთვის აღსასრულის ტოლფასი იქნებოდა.


მოსალოდნელი პუტჩის შესახებ რუსულ ოპოზიციურ პრესასთან ისაუბრა აბას გალიამოვმაც, რომელიც 10 წლის მანძილზე პუტინის პირად რეფერატად მუშაობდა. გალიამოვის აზრით პუტინი ბოლო წლის მანძილზე გენიალური სტრატეგიდან ჩვეულებრივ რიგით დიქტატორად ჩამოლაბორანტდა, რამაც მის ყველანაირ ქარიზმას მოუღო ბოლო.


გალიამოვის თქმით, დამარცხებული პუტინი ბევრ დანდობას და სიბრალულს არ უნდა მოელოდეს საკუთარი გარემოცვის მხრიდან, რომლის წევრები ჩვეულებრივი ოპორტუნისტები არიან და როგორც კი უკეთეს შესაძლებლობებს ნახავენ, რუს დიქტატორს ულაპარაკოდ შეაქცევენ ზურგს.


ხუილო

1
644
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
644
  
2023, 5 თებერვალი, 22:21
მაგ ამერიკელ ექსპერტს შიგ აქვს. მელას რაც ესიზმრებოდ ის ელანდებოდაო. ესეთი სირობები რუსეთის უკრაინაში შესვლის პირველი დღიდან ისმის, რელურად კი უკრაინას დედა აღარ ყავს. სამ კვირაში რუსეთი უნდა ჩამოქცეულიყო. ერთ თვეში რაკეტები უნდა გათავებოდა. სამ თვეში პუტინი კიბოთი უნდა მომკვდარიყო
და კიდევ ათასი ამგვარი ღლეობა, ეხლა ეს ამერიკელი კუტუ რაღაცეებს ბოდავს. მაგან თავის ქვეყანას მიხედოს
დემენციიანი პრეზიდენტი რომ ყავთ, რეებს ბოდავს ეშმაკი ვერ გაარჩევს და არ არსებულ ხალხს ხელს ართმევს.
0 1 1