x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
''ერთხელ ვიღაცამ, ავი მანგუსტი შემარქვა'' - ნინო ნადირაძე
image“ვივამედის” გენერალური დირექტორი, ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვიღაცამ მანგუსტი შეარქვა და მგონი სწორი იყო, რადგან "მათი საკვების ძირითად რაციონს გველები შეადგენს".



"ერთხელ ვიღაცამ, ვერ ვიხსენებ, ვინ, ავი მანგუსტი შემარქვა, მგონი, მართალი იყო, მათი საკვების ძირითად რაციონს გველები შეადგენს" - წერს ნინო ნადირაძე

შეგახსენებთ, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხა, მისი გამოსვლა საკმაოდ მწვავე და სკანდალური გამოდგა.



„ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია, არ არის, მაგრამ მისი ფსიქო-ემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით გარეთ ვერ მოხვდება, შესაბამისად, თავის თავს და ექიმებს ის ხელს არ უწყობს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.“ - აღნიშნა ნინო ნადირაძემ


ნინო ნადირაძემ სააკაშვილის კვების ნაწილში უპასუხა ადვოკატის შეკითხვას, რომელ ახალ წელს გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ „მიხეილ სააკაშვილმა კარგად ჭამა ახალ წელს“. ნადირაძის თქმით, ის 2023 წელს გულისხმობდა.


„საუბარი მაქვს „ვივამედზე“, როდესაც ის გაუმასპინძლდა ჩემ ექიმს, ექთანს, ჰქონდა საცივი, თუ არ ვცდები, ასევე „ოლივიე“, თუ არ ვიტყუები. გამახარა ჩემმა პერსონალმა, რომ გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო, ისინი ახალ წელს ერთად შეხვდნენ. გარდა ამისა, მამაოს შეჰქონდა ხოლმე ხანდახან ღვინო. იმის მერე ხაჭაპურიც უჭამია. ანუ ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია ასე არ არის, მაგრამ მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით ის გარეთ ვერ მოხვდება. შესაბამისად, ის საკუთარ თავს და არც ექიმებს არ უწყობს ხელს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მე ის ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა ეს საცივი, ამაზე სოფოსგან მაქვს დასტური. შემიძლია დაგიდასტუროთ“, - მიმართა ადვოკატს ნინო ნადირაძემ.


ამასთან, ნადირაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი უმადობას მუდმივად უჩივის.


ამის შემდეგ ადვოკატმა ზურაბ ვანიშვილმა ნადირაძეს დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა, რაზეც მან შეკითხვითვე უპასუხა.


„თქვენ ეჭვი გეპარებათ ჩემ სიმართლეში? იცით, რა არის? ამ ყველაფერზე ეჭვებს გააქარწყლებს ის, რომ ერთხელაც გასაჯაროვდეს ყველა კადრი ძალიან გთხოვთ, რადგანაც მუდმივი წამების, წვალების, ტყუილების აღმოფხვრა [მოხდეს]. შემოსვლის წამიდან გასვლამდე გაასაჯაროვეთ. [ადვოკატი] ეჭვქვეშ აყენებს, საცივი ჭამა თუ არაო“, - აღნიშნა ნადირაძემ სხდომაზე.


ამასთან, ადვოკატმა მოწმეს ჰკითხა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მას სურს გასაჯაროვდეს კადრები, რათა მთელმა მსოფლიომ ნახოს, რა ხდება და რას აკეთებს სააკაშვილი. ადვოკატმა იკითხა, რა ვიდეო-კადრებზეა საუბარი და მიუწვდება თუ არა ნინო ნადირაძეს მასზე ხელი.


„არა. როდესაც კლინიკას მასშტაბურად სდებენ ბრალს, რომ ჩვენ ვაწამებთ, ვწამლავთ, არ ვუვლით, საშინელ დღეში გვყავს. ამას თუ არა კადრებით, რით დავადასტურებთ? -რომ ჩვენ ვეფერებით, ვუვლით, ვუყვავებთ, ფეხქვეშ ვეგებით. ეს მოყოლით არ გჯერათ, მოწმეების ჩვენებით არ გჯერათ და ეგებ, თვალით დანახულით დაიჯეროთ“, - უპასუხა ნადირაძემ ადვოკატს.


0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0