სხვა
არქეოლოგების საოცარი აღმოჩენები, რომლებიც მეცნიერული სამყაროსთვის ფასდაუდებელ მიგნებად იქცა
5 თებერვალი, 14:15

დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ 17 ყველაზე საინტერესო და უჩვეულო არქეოლოგიურ აღმოჩენაზე, რომელიც გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
1. ტოკიოს ჩრდილოეთით, სამურაების ყოფილი რეზიდენციის ადგილზე აღმოაჩინეს XV საუკუნის განძი - მონეტებით სავსე ქოთანი.
2. ეს ბეჭედი ჩრდილოეთ საფრანგეთიდან VII საუკუნით არის დათარიღებული.
3. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის მიერ ინგლისის მეფე ჰენრი VIII-სთვის ნაჩუქარი შიშის მომგვრელი რქებიანი ჩაფხუტი.
4. 3770 წლის წინ თიხის ფირფიტაზე დაიწერა ისტორია შუმერული ღმერთის ენკის შესახებ, რომელმაც ადგილობრივ მეფეს, ატრამ-ხასის კიდობნის აგების ინსტრუქცია წარუდგინა.

5. ფრანგმა არქეოლოგმა ფრანკ გოდიომ შავი გრანიტის ფილის წყალობით უძველესი ქალაქი ჰერაკლიონის აღმოჩენა შეძლო, ასევე ამ ადგილას მან ბევრი საყოფაცხოვრებო ნივთი, ჩაძირული გემები, სამკაულები და მონეტები იპოვა.
6. ძველ ბერძნულ მიკენებში აღმოჩენილ იქნა აგამემნონის ოქროს სამგლოვიარო ნიღაბი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600 წელს იქნა დამზადებული.
7. ეს ანაბეჭდები თანამედროვე შოშონების წინაპრებმა თეთრი მთის (ვაიომინგი) რბილ ზედაპირებზე 1800-დან 1000 წლამდე ამოკვეთეს.
8. გასული წლის ბოლოს პომპეიში არქეოლოგებმა სასადილო დახლი აღმოაჩინეს, სადაც საკვებს ამფორებიდან ჰყიდნენ. ადგილი კარგად იქნა შემონახული, ასევე ნაპოვნი იყო მორჩენილი საკვები და სასმელი.
9. გადასახლების ეპოქის ბეჭდური ხმალი IV-VII სს.
10. ეს ძველი რომაული ქანდაკებები დაახლოებით 2000 წლისაა.
11. იერუსალიმში გათხრების დროს ნაპოვნი 2000 წლის ოქროს საყურე.
12. ამ ქვამ ამენემჰეტ III-ის "შავი პირამიდა" დააგვირგვინა, რომელიც ეგვიპტეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-19 საუკუნეში მართავდა.
13. ჯანმრთელობის ჰიგიენის ქალღმერთის მარმარილოს ქანდაკების რეალისტური თვალი (ძვ. წ. V-IV სს.)
14. ეგვიპტელი ახალგაზრდის პორტრეტი სუროს გვირგვინით, მე-2 საუკუნის დასაწყისი.
15. საფრანგეთში, კერძოდ, ტინტინიაკში, ჩვენს წელთაღრიხვამდე IV-II სს არქეოლოგებმა გედის სახის ერთ-ერთი გალური ბრინჯაოს ჩაფხუტი აღმოაჩინეს.
16. პომპეიში გათხრების შედეგად კიდევ ერთი ულამაზესი მოზაიკა იქნა ნაპოვნი.
17. თიხის თავი - 2100 წლის თაგარის კულტურის წარმომადგენელთა ნამუშევარი, თავის შიგნით ცხვრის ძვლები იქნა ნაპოვნი. შესაძლოა, ასე იყო მიღებული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დაკრძალვა.