x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ცუდად ვარ, მაკანკალებს! რა დღეში ხართ, მცხვენია"- რამ აღაშფოთა თიკა ჯამბურია

image


მომღერალი თიკა ჯამბურია პროექტ "ვოისის" გამარჯვებულის, ირუ ხეჩანოვის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც "მეგაშოუს" გამარჯებულის მისამართით სალანძღავ კომენტარებსა და სტატუსებს არ იშურებს. შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია 2023" - ზე, რომელიც ქალაქ ლივერპულში გაიმართება საქართველოს სწორედ ირუ ხეჩანოვი წარადგენს:


"საერთოდ არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ ცუდად ვარ ორი დღეა ისეთ სტატუსებს და პოსტებს ვხედავ, მაკანკალებს !!!!!


ისე მაგრად, როგორც ქართველ ხალხს ერთი ადამინის, ამოჩემება და ჩაქოლვაში გვერდით დგომა გამოგდით, ეგრე მართლა არაფერი არ გამოგდით )))


მიუხედავად იმისა, რომ ლიკა სირაძე და თინა დათიკაშვილი იყვნენ ჩემი ფავორიტები, და ძალიან გამიხარდებოდა მათ მოეგოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ გოგოს ქვები ვესროლო, ვლანძღო და ვწყევლო ….. რა ხდებ ხალხოოო !!! რა დღეში ხართ, მცხვენია მართლა თქვენს მაგივრად, ისეთ სტატუსებს წერთ .


დიახ მეც არ მომეწონა მისი ინსტერვიუ, დიახ ჩემს გემოვნებაშიც სხვა მომღერალი უფრო ჯდებოდა, მაგრამ ამ გოგოს შრომის მოყვარეობამ და მონდომებამ ამ კონკურსის ფარგლებში ჩემი გაოცებაც გამოიწვია, ვხედავდი როგორ იყო მონდომებული და ვხედავდი თუ, როგორი განსაკუთრებული და გამორჩეული სურვილი ქონდა ევროვიზიის …. ასე, რომ არაუშავს ისწავლეთ, თანაგრძნობა, ისწავლეთ სხვების გრძნობების და სურვილების გაგებაც .

ამ უნიჭოერეს ბავშვებს წინ უზარმაზარი გზა და მომავალი აქვთ, დარწმუნებული ვარ ისინი ყველა ძალიან დიდ წარმატებაზ მიაღწევენ, იმიტომ რომ მონდომებული და ნიჭიერი ადამიანები არ იკარგებიან …… ირუს კი წარმატებები იმ გზაზე რაც აშკარად მისი ცხოვრების აზრი იყო… და აცადეთ ადამიანებს და შეარგეთ ოცნებების ახდენა ✨"- წერს თიკა ჯამბურია.


შეგახსენებთ, რომ ირუ ხეჩანოვის გამარჯვებას არა მხოლოდ რიგითი ადამიანების, ასევე შოუ - ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაგალითად, მუ­სი­კო­სი მაია დარსმე­ლი­ძე, რომლის მე­უღ­ლეც, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი პრო­ექ­ტში ერთ-ერთი მენ­ტო­რი გახლდათ ირუ ხეჩანოვის გამარჯვებას ასე გამოეხმაურა:


"ხოო, აქა-იქი­დან ჩი­ტებს მო­აქვს ამ­ბა­ვი რა­ღაც გამ­ზა­დე­ბულ სიმ­ღე­რა­ზე და ერთი წლით ადრე ჩა­ფიქ­რე­ბულ “პრო­ექ­ტზე”. და აი ეს ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი მარ­თლა სა­ო­ცა­რი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ამ ვი­ღა­ცის პრო­ექ­ტის ან­ტუ­რა­ჟად მო­იყ­ვა­ნეთ?!!! და ვი­ღა­ცის ხუშ­ტუ­რის დე­კო­რად აქ­ცი­ეთ?! (რომ არ და­იბ­ნეთ, ამ კონ­კრე­ტულ პოს­ტში პრო­ექტ “ვო­ისს” არა, ვო­ის­ში “პრო­დი­უ­სე­რის” მი­ტა­ნილ “პრო­ექტს” ვგუ­ლის­ხმობ, აიიი, ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე, რაც უნდა გა­ი­ტა­ნონ – იმას) ხო, ვინ­მემ ოდეს­მე ხომ უნდა თქვას, სა­ნამ კო­ლექ­ტი­ურ-კო­ლე­გი­ა­ლუ­რი დაყლე­ვე­ბა გჭირთ და სი­მარ­თლის თქმა გი­ტყდე­ბათ…


(აქაც რომ არ და­იბ­ნეთ, ვი­ტყვი, რომ ჩემ კომ­ფორ­ტუ­ლად გა­სუ­სულ კო­ლე­გებს ვგუ­ლის­ხმობ და არა კონ­კურ­სან­ტებს). ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად გოიმ პრო­დი­უ­სერ­ზე სა­ზა­რე­ლი არა­ფე­რია. ეგ კრი­მი­ნა­ლია ჩემ­თვის. მო­ა­შო­რეთ მთე­ლი ეს გო­იმ­ფარ­თი და იქ­ნებ გვეშ­ვე­ლოს ოდეს­მე". ხეჩანოვის გამარჯვება ასევე უარყოფითად შეაფასა ოპერის მომღერალმა თამარ ივერმაც:


"მოსყიდვა-გაყალბებებს რომ თავი დავანებოთ, უპირველესად იმიტომ არიან სამარცხვინონი რომ ადამიანურად შეურაცყვეს ბავშვები, რადგან მხოლოდ ერთ მომღერალს დაუდგეს სიმღერაში შოუ შესაბამისი რეჟისურით, ჩაცმულობით, განათებებით საცეკვაო ანსამბლით, რეკვიზიტით და ერთი სიტყვით, თეატრალიზებული წარმოდგენით. ანუ გამოდის რომ მხოლოდ იმ ერთზე იზრუნეთ, ვისი გაყვანაც წინასწარ გქონდათ დაგეგმილი❗️❗️❗️



დანარჩენი ნიჭიერი ბავშვები კი ცარიელ სცენაზე მხოლოდ მიკროფონის ამარა დატოვეთ, რათა მის ფონზე უფერულები და მაყურებლის თვალისთვის უინტერესონი გამოჩენილიყვნენ. ამას ხომ ბავშვიც მიხვდება? ეს იყო მორალური შეურაცყოფა დანარჩენი ბავშვების!!! მათ აწყენდათ მათი სიმღერების გამდიდრება შოუს ელემენტებით, ცეკვა-განათებებით, ხელოვნური წვიმებით, თოვლებით, გრიმებით და სანახაობრივი გარემოთი?

ამიერიდან, ხალხის და მონაწილეების მოთხოვნით, ასევე ეცნობოს პროექტის ავტორ საიმონ კოუელს ეს სამარცხვინო ამბავი და 1არხს უნდა ჩამოერთვას ამ პროექტის ჩატარების უფლება."


საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის კონკურსზე მეორე ნახევარფინალში გამოვა. ამის შესახებ ცნობილი ლივერპულში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გახდა, სადაც უშუალოდ შოუ გაიმართება. სიმღერის კონკურსი "ევროვიზია-2023"-ის ნახევარფინალები 9 და 11 მაისს ჩატარდება, ფინალი კი 13 -ში გაიმართება.





0
253
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
253