საზოგადოება "ცუდად ვარ, მაკანკალებს! რა დღეში ხართ, მცხვენია"- რამ აღაშფოთა თიკა ჯამბურია 5 თებერვალი, 11:03 
მომღერალი თიკა ჯამბურია პროექტ "ვოისის" გამარჯვებულის, ირუ ხეჩანოვის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც "მეგაშოუს" გამარჯებულის მისამართით სალანძღავ კომენტარებსა და სტატუსებს არ იშურებს. შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია 2023" - ზე, რომელიც ქალაქ ლივერპულში გაიმართება საქართველოს სწორედ ირუ ხეჩანოვი წარადგენს:
"საერთოდ არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ ცუდად ვარ ორი დღეა ისეთ სტატუსებს და პოსტებს ვხედავ, მაკანკალებს !!!!!
ისე მაგრად, როგორც ქართველ ხალხს ერთი ადამინის, ამოჩემება და ჩაქოლვაში გვერდით დგომა გამოგდით, ეგრე მართლა არაფერი არ გამოგდით )))
მიუხედავად იმისა, რომ ლიკა სირაძე და თინა დათიკაშვილი იყვნენ ჩემი ფავორიტები, და ძალიან გამიხარდებოდა მათ მოეგოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ გოგოს ქვები ვესროლო, ვლანძღო და ვწყევლო ….. რა ხდებ ხალხოოო !!! რა დღეში ხართ, მცხვენია მართლა თქვენს მაგივრად, ისეთ სტატუსებს წერთ .
დიახ მეც არ მომეწონა მისი ინსტერვიუ, დიახ ჩემს გემოვნებაშიც სხვა მომღერალი უფრო ჯდებოდა, მაგრამ ამ გოგოს შრომის მოყვარეობამ და მონდომებამ ამ კონკურსის ფარგლებში ჩემი გაოცებაც გამოიწვია, ვხედავდი როგორ იყო მონდომებული და ვხედავდი თუ, როგორი განსაკუთრებული და გამორჩეული სურვილი ქონდა ევროვიზიის …. ასე, რომ არაუშავს ისწავლეთ, თანაგრძნობა, ისწავლეთ სხვების გრძნობების და სურვილების გაგებაც .
ამ უნიჭოერეს ბავშვებს წინ უზარმაზარი გზა და მომავალი აქვთ, დარწმუნებული ვარ ისინი ყველა ძალიან დიდ წარმატებაზ მიაღწევენ, იმიტომ რომ მონდომებული და ნიჭიერი ადამიანები არ იკარგებიან …… ირუს კი წარმატებები იმ გზაზე რაც აშკარად მისი ცხოვრების აზრი იყო… და აცადეთ ადამიანებს და შეარგეთ ოცნებების ახდენა "- წერს თიკა ჯამბურია.
შეგახსენებთ, რომ ირუ ხეჩანოვის გამარჯვებას არა მხოლოდ რიგითი ადამიანების, ასევე შოუ - ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაგალითად, მუსიკოსი მაია დარსმელიძე, რომლის მეუღლეც, სტეფანე მღებრიშვილი პროექტში ერთ-ერთი მენტორი გახლდათ ირუ ხეჩანოვის გამარჯვებას ასე გამოეხმაურა:
"ხოო, აქა-იქიდან ჩიტებს მოაქვს ამბავი რაღაც გამზადებულ სიმღერაზე და ერთი წლით ადრე ჩაფიქრებულ “პროექტზე”. და აი ეს ერთმანეთზე უკეთესი მართლა საოცარი შემსრულებლები ამ ვიღაცის პროექტის ანტურაჟად მოიყვანეთ?!!! და ვიღაცის ხუშტურის დეკორად აქციეთ?! (რომ არ დაიბნეთ, ამ კონკრეტულ პოსტში პროექტ “ვოისს” არა, ვოისში “პროდიუსერის” მიტანილ “პროექტს” ვგულისხმობ, აიიი, ევროვიზიაზე, რაც უნდა გაიტანონ – იმას) ხო, ვინმემ ოდესმე ხომ უნდა თქვას, სანამ კოლექტიურ-კოლეგიალური დაყლევება გჭირთ და სიმართლის თქმა გიტყდებათ…
(აქაც რომ არ დაიბნეთ, ვიტყვი, რომ ჩემ კომფორტულად გასუსულ კოლეგებს ვგულისხმობ და არა კონკურსანტებს). ყველა სიკეთესთან ერთად გოიმ პროდიუსერზე საზარელი არაფერია. ეგ კრიმინალია ჩემთვის. მოაშორეთ მთელი ეს გოიმფართი და იქნებ გვეშველოს ოდესმე". ხეჩანოვის გამარჯვება ასევე უარყოფითად შეაფასა ოპერის მომღერალმა თამარ ივერმაც:
"მოსყიდვა-გაყალბებებს რომ თავი დავანებოთ, უპირველესად იმიტომ არიან სამარცხვინონი რომ ადამიანურად შეურაცყვეს ბავშვები, რადგან მხოლოდ ერთ მომღერალს დაუდგეს სიმღერაში შოუ შესაბამისი რეჟისურით, ჩაცმულობით, განათებებით საცეკვაო ანსამბლით, რეკვიზიტით და ერთი სიტყვით, თეატრალიზებული წარმოდგენით. ანუ გამოდის რომ მხოლოდ იმ ერთზე იზრუნეთ, ვისი გაყვანაც წინასწარ გქონდათ დაგეგმილი  
დანარჩენი ნიჭიერი ბავშვები კი ცარიელ სცენაზე მხოლოდ მიკროფონის ამარა დატოვეთ, რათა მის ფონზე უფერულები და მაყურებლის თვალისთვის უინტერესონი გამოჩენილიყვნენ. ამას ხომ ბავშვიც მიხვდება? ეს იყო მორალური შეურაცყოფა დანარჩენი ბავშვების!!! მათ აწყენდათ მათი სიმღერების გამდიდრება შოუს ელემენტებით, ცეკვა-განათებებით, ხელოვნური წვიმებით, თოვლებით, გრიმებით და სანახაობრივი გარემოთი?
ამიერიდან, ხალხის და მონაწილეების მოთხოვნით, ასევე ეცნობოს პროექტის ავტორ საიმონ კოუელს ეს სამარცხვინო ამბავი და 1არხს უნდა ჩამოერთვას ამ პროექტის ჩატარების უფლება."
საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის კონკურსზე მეორე ნახევარფინალში გამოვა. ამის შესახებ ცნობილი ლივერპულში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გახდა, სადაც უშუალოდ შოუ გაიმართება. სიმღერის კონკურსი "ევროვიზია-2023"-ის ნახევარფინალები 9 და 11 მაისს ჩატარდება, ფინალი კი 13 -ში გაიმართება.
|