x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უფრო მეტი, ვიდრე კომპანია – სასარგებლო რჩევა Toyota–ს დამაარსებლისგან

დიდი ხნის წინ, დურგლის ოჯახში ვაჟი დაიბადა... არა, ეს იესოს არ ეხება, ეს ისტორია, ისედაც ყველამ იცის.

1867 წელს იაპონელ დურგალს ტოიოდის ვაჟი, საკიტი შეეძინა. მისი ბავშვობის შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი, სამაგიეროდ, ვიცით, რომ სწორედ ამ ადამიანმა დააარსა კომპანია – Toyota და ეს, ყველაზე ცნობილი რამ არის, რაც კი საკიტი ტოიოდის (Sakichi Toyoda) გაუკეთებია. თუმც, ეს ადამიანი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ბევრ რამეში კარგად ერკვეოდა და მათ შორის, ფილოსოფიაშიც. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ფილოსოფიური «გამოგონება», არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე იგივე, საავტომობილო კომპანია... და თუ ამხელა მრავალფეროვნების ფონზე, ტოიოტას მარკაზე, შეიძლება, არჩევანი არასდროს შეაჩეროთ, მისი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ!


image


Toyota–ს დამაარსებელმა გამოიგონა მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური წესი, ყველა ქმედების საწყისი მიზეზის გასარკვევად, რომლის მიხედვით, როდესაც ადამიანს რამის გაკეთება უნდა, უბრალოდ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, თუ რატომ სურს მაინც და მაინც ეს? როდესაც პასუხს მიიღებს, კიდევ ერთხელ ჰკითხოს — და ასე, არანაკლებ 5–ჯერ.

კითხვაზე მეხუთე პასუხი, იქნება მოქმედების ნამდვილი მიზეზი. ხანდახან სიმართლე უფრო ადრეც ირკვევა, ან შეიძლება, მეექვსე კითხვის დასმაც გახდეს საჭირო — ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ღრმად უმალავს საკუთარ თავს, ადამიანი ჭეშმარიტებას.

აქ შინაგანი დიალოგის მაგალითს წარმოგიდგენთ, ამ მეთოდის არსის და ძალის უკეთ გასაგებად:


— ბოლო მოდელის «iPhone»–ი მინდა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ირგვლივმყოფები გავაკვირვო.
— რატომ გინდა რომ გააკვირვო?
— იმიტომ, რომ ყურადღება მომაქციონ.
— რატომ გინდა მათი ყურადღება?
— იმიტომ, რომ თავს მარტოსულად ვგრძნობ.
— რატომ გრძნობ თავს მარტოსულად?
— იმიტომ, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩემი გულის ნადებს გავუზიარებ.
— რატომ არ არის ასეთი ადამიანი?
— იმიტომ, რომ ახლოს არავის ვუშვებ.


ამგვარად, გაირკვა, რომ ამ ადამიანს «iPhone» კი არ, ახლობელი სჭირდება და მთელი ძალისხმევა ტელეფონის შეძენის ნაცვლად, სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ უნდა მიმართოს. აღნიშნული პრობლემა თუ არ იქნება მოგვარებული, მის ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება და ის «iPhone»–ით ისეთივე უბედური იქნება, როგორიც მის შეძენამდე იყო.

ახლა კი შეეცადეთ, ახლო მომავლის გეგმებთან დაკავშირებით, თქვენს თავს კითხვები დაუსვათ. გაარკვიეთ, რეალურად გესაჭიროებათ, თუ არა ის, რისკენაც ისწრაფვით, იქნებ, დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავთ?..


image

არხის სხვა სიახლეები:


* ადამიანები, მოვლენები, ფაქტები – ისტორიული ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

* "სიკვდილის ანგელოზი" და მეცნიერები, რომლებმაც თავი ღმერთებად წარმოიდგინეს

* ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?

* როგორ აპირებდა ნაცისტური გერმანია თავის მართლებას, ჩადენილი დანაშაულების გამო

* თანამედროვე ჯარის ეკიპირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

* ძველი სამყაროს ოქროს ხანა და «ზღვის ხალხები». რატომ დაიღუპა უძველესი ცივილიზაცია?

* ახლო აღმოსავლეთი და ევროპა XVIII საუკუნეში – ის რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია



0
373
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0