x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
„დავრჩი ბრწყინვალე ღმერთის ნაბოძი ამულეტის გარეშე!" - რობერტ სტურუა ჯემალ ღაღანიძეს ემშვიდობება...
რობერტ სტურუა ჯემალ ღაღანიძე


რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:


„ჯემალ ღაღანიძე..!


როგორც ჰამლეტი სიკვდილთან შეხვედრისას ამბობს:
„მარადიული სიჩუმე მხოლოდ!"



შესაძლოა, იქ მართლა სიჩუმე გველის, მაგრამ სანამ აქ ვართ, ვისაც მსახიობი ჯემალ ღაღანიძე უნახავს, ვერ გავჩერდებით!


უნიკალური მსახიობი, შეუდარებელი ნიჭის პატრონი - არავის რომ არ ჰგავდა!


თეატრის უანგარო ქომაგი და, როგორც დიდ მსახიობებს ეკადრებათ, თეატრის მსხვერპლიც!


რუსთაველის თესტრის ჭეშმარიტი რაინდი - არავითარი ქედმაღლობა - მთავარი იყო: სცენა, როლი და საოცარი ქმნილებები!


პირველ სპექტაკლშივე დავაკავე - ერთ ციცქნა როლს ბრწყინვალედ თამაშობდა - ფსიქიატრს (დღეს რომ ყველას გვჭირდება!)


და მას შემდეგ, თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობდა ჩემთან! როცა როლებს ვანაწილებდი, ბრწყინვალე იუმორის პატრონი შეხვედრისას დიდი პატივისცემით, მსახიობებს რომ გაეგოთ - მეტყოდა ხოლმე: - „მე არ დაგავიწყდე, ხომ იცი, შენი სპაქტაკლების მე ერთადერთი თილისმა ვარო!"


ჰოდა, დავრჩი ბრწყინვალე ღმერთის ნაბოძი ამულეტის გარეშე!


მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნული თეატრმა და საერთოდ, ქართული თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!


იქ მშვიდათ დაისვენე, ჯემალ, - ხმაური მაინც არ გიყვარდა!


ხმაური აქ მოგვიღებს ბოლოს, ამ ცოდვილ მიწაზე!


მალე ჩვენც მარადიულ სიმშვიდეს ვეწვევით!


აბა, შენ იცი, შენებურად დაგვხვდი!


შენი რობიკო!" - წერს რობერტ სტურუა.


რობიკო ჯემალი


რობერტ სტურუა


შეგახსენებთ, რომ მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ჯემალ ღაღანიძემ თეატრისა და კინოს ისტორიაში არაერთი ღირსშესანიშნავი როლი დატოვა. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“).

გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „კარდაკარ", „ფეოლა', „ვინ არის დამნაშავე", „კაპიტნები', „მოიტაცეს თამარ ქალი".

2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი" გაიხსნა.







1
168
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
168
  
2023, 4 თებერვალი, 23:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1