x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
დეზინფორმაციის გავრცელება ომის დროს მისაღებია და ხშირად აუცილებელიც, მაგრამ რუსებს მეტისმეტი მოუვიდათ
image რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს და რუსულ მედიას რომ დავუჯეროთ კიევი უკვე აღებული აქვთ და ახლა დასავლეთ უკრაინაში ივანო-ფრანკოვსკს უტევენ.


დღევანდელი დღეც არა გამონაკლისი, ამჯერად რუსების თქმით პრაქტიკულად მთლიანად აიღეს დონბასის რეგიონი იმდენი დასახლებული პუნქტი დაასახელეს აღებულად.


გადავამოწმე იქ მყოფ მეგობრებთან და თანამებრძოლებთან და მორიგი რუსული დეზინფორმაცია აღმოჩნდა.


ესეც არაფერი, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისევ გაავრცელა ინფორმაცია ამერიკული, რეაქტიული-ზალპური ცეცხლის სისტემა "HIMARS M270 MLRS"-ი გაანადგურეს.



მათი ინფორმაციით საარტილერიო და საავიაციო თავდასხმის შედეგად გაანადგურეს უკრაინელების სარაკეტო-საარტილერიო საბრძოლო მასალების 3 საწყობი.


გარდა ამისა თურმე უკრაინელებს 20 კაციანი დესანტი გადაუსხამთ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტყვედ აუყვანიათ, "აურაცხელი" რაოდენობით უკრაინული მძიმე ტექნიკის "განადგურებაზე" არაფერს ვამბობ.

ნებისმიერ ომში ინფორმაციულ ომს უზარმაზარი მისია აკისრია, მისი ვალია ინფორმაციის გამავრცელებელი მხარის არმიას და მოსახლეობას მისცეს სტიმული, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის შეიარაღებულ ძალებში და მოსახლეობაში დათესოს პანიკა.


სწორედ ამ ხერხებს მიმართავს რუსული მხარე, თუ ააფეთქე ან ალაფად ჩაიგდე ტექნიკა, ან ააფეთქე საწყობები ან ტყვეები აიყვანე-დადე მტკიცებულების სახით ფოტო ან ვიდეო მასალა, მაგრამ რაც არ მომხდარა რეალურად რუსებმა როგორ უნდა დადონ მტკიცებულების სახით.

მთლად ისეც არაა მარტო რუსული ტექნიკა ნადგურდებოდეს ან რუსი სამხედროები იღუპებოდნენ, მაგრამ ციფრებში უზარმაზარი სხვაობაა, რადგან ამერიკული და ევროპული ტექნიკის სიზუსტე საშუალებას აძლევს უკრაინელებს რუსების 100 რაკეტას, ჭურვს, ნაღმს თუ ბომბს ორიოდე ზუსტი გასროლით, ბევრად ეფექტური პასუხი გასცენ.

რომ არ იფიქროთ, რომ მე ვინაიდან უკრაინის მოქალაქეც ვარ, მიკერძოებული ვარ და უკრაინელების მჯერა და რუსების არა.


მე ფაქტებს ვეყრდნობი მუდამ და მტკიცებულებების გარეშე არასდროს ვწერ რამეს.

რუსული სამხედრო-ანალიტიკური საიტიდან დაგიდებთ სქრინს, თუ რას წერენ თავად რუსები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებაზე:

imageimageimage



0
183
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
183