x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნათლისღება რელიგიური ტრადიციაა, მაგრამ ამასთანავე ის ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაკაჟებას

image
ყინულჭრილში ჩაყვინთვა ზამთარში ერთერთი ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა სხეულის გასაკაჟებლად. ყინულჭრილის ცივ წყალს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის საქმეში.

პირველი, რითაცაა სასარგებლო ცივ წყალში ბანაობა ან ყვინთვა, ესაა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. როცა ადამიანები ყვინთავენ ყინულჭრილში ან ზოგადად ცივ წყალში, გულის რიტმი ჩქარდება, რაც უზრუნველჰყოფს სისხლძარღვებში სისხლის კარგ მიმოქცევას, მათ შორის პერიფერიულ სისხლძარღვებში. ეს კი განსაკუთღებით სასარგებლოა გულისათვის და სისხლძარღვევისათვის.

მეორე, სასარგებლო ეფექტი-ესაა ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერება. ცივ წყალში ყვინთვა მრავალგზის აზლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც აპრიორი ნიშნავს ორგანიზმის ძლიერ დაცვას.

ასევე ყინულჭრილში ბანაობა და ყვინთვა ზამთარში სასარგებლოა სტრესის მოსახსნელად, ასევე განწყობის ასამაღლებლად.
თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, თუ ადამიანს აწუხებს სტენოკარდია, ჰიპერტონია, აქვს თავის ტვინის იშემიური დაავადებები, ასეთ დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო ცივ წყალში შესვლისას, მეტიც ექიმები ასეთ დროს პაციენტებს ურჩევენ თავი დაიცვან ცივ წყალთან ურთიერთობისაგან.

რაც შეეხება ასაკს, მთავარია ადამიანი არ იყოს ქრონიკული ავადმყოფი, სხვა პრობლემა არაა მან ჩაყვინთოს ცივ წყალში. ასაკოვან ქალბატონებსაც იგივე ეფექტი აქვთ ცივ წყალში ყვინთვისას, როგორიც აქვს ახალგაზრდა გოგონებს.

ცივ წყალში ან ყინულჭრილში ჩასვლისას უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ შემდეგი ქცევის წესები, რომელთა ცოდნა აუცილებელია უსაფრთხოებისათვის:

1. არ ჩაყვინთოთ ისეთ ადგილებში, სადაც ქვიანი ფსკერია ან უბრალოდ კლდე ეშვება წყალში.

2. თუ ცურვა არ იცით აუცილებლად შეაფასეთ წყლის სიღრმე გაზომვით, იქნება ეს ჯოხი თუ რკინის ძელი ანუ ნებისმიერი საშუალება რითაც შეგიძლიათ წყლის სიღრმის გაზომვა.

3. აუცილებელია ჩაყვინთვამდე იცოდეთ იმ ადგილზე როგორია წყლის დინება, რადგან არის ალბათობა წყლის სწრაფმა დინებამ ყუნულქვეშ გაგიტაცოთ და ვერ ამოხვიდეთ ყინულის საფარის გამო.

4. წყალში შედით წყნარად და ნელა, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, მოყინულ ჩასასვლელზე ჩადით ფრთხილად, გაუფრთხილდით დაცემას, განსაკუთრებით ეცადეთ დაცემისას არ დაარტყათ თავი ან კისერი.

5. ისუნთქეთ თანაბრად და რიტმულად, გახსოვდეთ რიტმული სუნთქვით ჟანგბადით მარაგდება გული, ფილტვები და მთელი ორგანიზმი.

imageimageimageimageimage
ამ გოგოს საქციელი სამედიცინო თვალსაზრისით მიუღბელი და არასწორია, ცივ წყალთან სწრაფ ჩახტომას შეუძლია მას სუნთქვა შეუკრას და მაშველის ან სულაც სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდეს.
image





0
83
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
83