x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ნადირის ძალა" - ასე შეაფასა სპეციალისტმა 56 წლის ტაისონის დარტყმის ძალა
image მაიკლ ტაისონს ადრევე უწოდეს "რკინის მაიკი", რადგან ამ ფენომენალური მონაცემების მქონე პროფესიონალი მოკრივის დარტყმა პრაქტიკულად ანადგურებდა პირველივე რაუნდებში მოწინააღმდეგეს.


რომ არა დაულაგებელი პირადი ცხოვრება და სპორცმენისათვის დაუშვებელი ცხოვრების წესი, ტაისონი ბევრად წარმატებული იქნებოდა და ის დასანანი წაგებებიც სავარაუდოდ არ იქნებოდა მის კარიერაში.


ჩაატარო 58 შეხვედრა, 50 შეხვედრაში მოიგო და აქედან 44 ნოკაუტით მოიგო ეს მოკრივის ფენომენზე მეტყველებს, მით უფრო როცა საუბარია პროფესიონალურ კრივზე და ქვემძიმე წონაზე.


მაიკლი ორჯერ მოხვდა ციხეში სწორედ მოუწესრიგებელი ცხოვრების რიტმის გამო. ტაიონის თქმით მისი სპორტული შემართება დაინგრა მაშინ როცა გარდაიცვალა ჩემი მწვრთვნელი და პიროვნება, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო, კაცი რომელმაც პირველივე შეხვედრაზე ჩემთან, მეტოქესთან სპარინგ ბრძოლის შემდეგ განაცხადა: თქვენს წინ მსოფლიო ჩემპიონია მძიმე წონაში.
სწორედ კას დ'ამატო იყო ის მწვრთვნელი ვინც ტაისონი ქუჩის ავარარდნილი ბიჭიდან ზემძლავრი პროფესიონალი მოკრივე "გამოძერწა".

ტაისონი მწვრთვნელთან კას დ'ამატოსთან ერთად, ტაისონი საოცარ პატივს სცემდა მწვრთვნელს, მის თითოეულ რჩევას ითვალისწინებდა რისი წყალობითაც მის მოწინააღმდეგეებს შავი დღე ადგებოდათ რინგზე.
image
"ამატოს სიკვდილმა მორალურად გამანადგურა, რაც დაგლასთან შეხვედრაში ჩემი წაგებით "დაგვირგვინდა", იმ წაგების მერე მე რინგზე არ გავსულვარ ტიტულისათვის, მე რინგზე გავდიოდი მხოლოდ ფულის მისაღებად.




დიდი ხსნის შსვენების შემდეგ მოგეხსენებათ ორი ლეგენდის შეხვედრა შედგა, ტაისონი შეხვდა ასევე კრივის კიდევ ერთ "დიადს", როი ჯონს უმცროსს, შეხვედრა ფრედ დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას ჯონსს უწინასწარმეტყველებდნენ, მათ შორის პროფესიონალური კრივის ლეგენდა ჯორჯ ფორმენი, მისი თქმით ჯონსი ზე სწრაფია ხოლო მაიკი ისევ "რკინის მაიკად" დარჩა, აქედან გამომდინარე ვფიქრობ ბევრად სწრაფი როი გაიმარჯვებს!
image
მაიკლ ტაისონის დარტმებზე მეცნიერული კვლევები ჩაატარა წამყვანმა ექიმმა ირინეი ლოკტურკომ, რომელსაც დოქტორის ხაირსხი აქვს, მან განაცხადა: "ასაკის მიუხედავად მოგხვდეს ტაისონის მუშტი ეს იგივეა დაგეცეს როიალი. ტაისონს შეუძლია დარტყმაში ჩადოს მთელი ენერგია და განავითაროს დარტყმა, რომელიც 450 კილოგრამი წონის ექვივალენტია.


სწორედ ამიტომაა საშიში ტაისონი ამ ასაკშიც კი".


მოგეხსენებათ პროფესიულ რინგზე უამრავი მოკრივე იყო სხვადასხვა დროს, რომლებთან შხვედრას ბევრი უფრთხოდა, გაგიკვირდებათ და დარტყმის სიძლიერით მათ შორის არ იყო ლეგენდარული მუჰამედ ალი.


რეი "შუგარ" რობინსონი, მაქს შმელინგი, სონი ლისტონი და რაც მთავარია ლეგენდების ლეგენდა როკი მარჩიანო გახლდათ ის მოკრივეები, სხვა აქ დაუსახელებელ მოკრივეებთან ერთად ის მოკრივეები, ვისი ერთი დარტყმაც კი წყვეტდა ბრძოლის ბედს.


მაიკლ ტაისონი რინგზე ბრუნდება, ისევე როგორც ერთ დროს დაბრუნდა ჯორჯ ფორმენი და ლამის დაიბრუნა ასაკოვანმა მოკრივემ ჩემპიონის ტიტული, არც ევანდერ ჰოლიფილდთან მისი ბრძოლა გამოგრჩეთ, სადაც უკვე ასაკში მყოფმა ფორმენმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ჰოლიფილდს და მხოლოდ ქულებით დამარცხდა.


56 წლის მოკრივის დარტყმა ისეთი არაა, როგორიც იქნებოდა ის პიკში ყოფნისას, მაგრამ ტაისონი ალბათ ამ მხრივ გამორჩეულია, რასაც ეს ვიდეოც ადასტურებს.



მე მსოფლიო ჩემპიონად მაქცია კას დ'ამატომ.
ვიდეოს სანახავად დაკლიკეთ "Посмотреть на YouTube".




0
186
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
186