x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"სიკვდილის ანგელოზი" და მეცნიერები, რომლებმაც თავი ღმერთებად წარმოიდგინეს

ჩვეულებრივ, მეცნიერებს ისე აღიქვამენ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ სიკეთე მოაქვთ კაცობრიობისთვის. ისინი პროგრესთან და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ასოცირდებიან… მაგრამ ეს ყოველთვის ასე არის? პასუხი ამ კითხვაზე ქვემოთ არის მოცემული: აქ მოთხრობილია გადარეულ მეცნიერებზე და მათთან დაკავშირებულ, არანაკლებ გიჟური ისტორიების შესახებ.


იოზეფ მენგელე – «სიკვდილის ანგელოზი»


image


იოზეფ მენგელე — გერმანელი «ექიმი» იყო, რომელიც II მსოფლიო ომის დროს, ექსპერიმენტებს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებზე ატარებდა. ის პირადად ახდენდა ბანაკში მიყვანილი ტყვეების ახალი ნაკადის «სელექციას» და იქ მუშაობის პერიოდში, 40 000 ადამიანი გაუშვა გაზის კამერაში.
მენგელე, «სამუშაოდან თავისუფალ დროს», სხვადასხვა სახის სასტიკ ექსპერიმენტებს ატარებდა, რომელთა შორის იყო: ახალშობილების გაკვეთა, ბიჭებისა და მამაკაცების კასტრირება, ანესთეზიის გარეშე; ქალებისთვის დენის დარტყმა, მათი გამძლეობის შემოწმების მიზნით. ერთხელ მან, რენტგენის გამოსხივებით, პოლონელ ბერებს სტერილიზაციაც კი გაუკეთა.
ექიმი მენგელეს განსაკუთრებულ ინტერესს ტყუპები იწვევდნენ. 1943 წელს, მან ტყვეებს შორის, ტყუპები ამოარჩია და სპეციალურ ბანაკში მოათავსა. 3 ათასი ტყუპისცალიდან მხოლოდ 300 გადარჩა. მენგელეს ცდები ეწინააღმდეგებოდა სამედიცინო ეთიკას და ადამიანურ მორალს: ის ბავშვებს, თვალის ფერის შეცვლის მიზნით, თვალში სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებებს ასხურებდა. ორგანოების ამპუტაცია, ტყუპების ერთმანეთზე მიკერების მცდელობები და სხვა არაადამიანური ოპერაციები – იოზეფისთვის, ჩვეულებრივ, სამუშაოს ნაწილი იყო. ადამიანებს, რომლებიც ამ ექსპერიმენტების შემდეგ ცოცხლები რჩებოდნენ – ხოცავდნენ.


ვლადიმერ დემიხოვი და მისი ორთავიანი ძაღლი


image


1954 წ. ვლადიმერ დემიხოვმა მსოფლიო შეაზანზარა, როდესაც თავის მიერ შექმნილი მონსტრის დემონსტრირება მოახდინა. მან ეს არსება, მოსკოვის გარეუბანში მდებარე ლაბორატორიაში, ქირურგიული ჩარევის გზით შექმნა: ლეკვის თავი, მხრები და წინა თათები დიდ გერმანულ ნაგაზს კისერზე გადაუნერგა. ორივე თავი ერთდროულად სვამდა რძეს და შემდეგ, როდესაც ეს რძე ლეკვის გადაჭრილი საყლაპავი მილიდან უკან იღვრებოდა, საცოდავი არსება შიშისგან კანკალებდა.

15 წლის მანძილზე, დემიხოვმა 20 ორთავიანი ძაღლი შექმნა, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე, ვერცერთმა იცოცხლა. ერთი თვე რეკორდული ვადა იყო. ყველა ცხოველი ქსოვილების შეუთავსებლობის გამო დაიღუპა.



ჯოვანი ალდინი და მისი ელექტრონული ცეკვები


image


1780 წელს იტალიელმა ანატომიის პროფესორმა ლუიჯი გალვანმა აღმოაჩინა, რომ ელექტრო მუხტი მკვდარ ბაყაყს კიდურების გაქნევას აიძულებს. მაგრამ რა მოხდება, ფიქრობდა ის, თუ ადამიანის გვამს დენს მიუერთებდა?

გალვანის დისშვილი ჯოვანი ალდინი ევროპულ ტურნეში წავიდა, რომლის დროსაც ის მაყურებელს საშინელ სანახაობას სთავაზობდა. მისი ყველაზე გამორჩეული ჩვენება 1803 წლის 17 იანვარს ჩატარდა, რომლის დროსაც მან 120-ვოლტიანი აკუმულატორის პოლუსები სიკვდილით დასჯილი მკვლელის - ჯორჯ ფორსტერის (George Forster) გვამს მიუერთა.


image


როდესაც ალდინმა მავთულებს პირში და ყურში შეურჭო, გვამის ყბა–სახის კუნთების მოძრაობა დაიწყო და მკვლელის სახეზე ტკივილის საშინელი გრიმასა აღიბეჭდა და მარცხენა თვალი გაახილა, თითქოს თავისი მწვალებლის დანახვა უნდოდა. შოუ იმით დასრულდა, რომ ალდანმა ერთი მავთული გვამს ყურში შეურჭო, ხოლო მეორე სწორ ნაწლავში. ამის გამო, მიცვალებული «წამოხტა» და ცეკვა დაიწყო. მეორე დღეს გაზეთი «London Times» წერდა: «საქმეში ჩაუხედავ მაყურებელს შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ უბედური ცოტაც და გაცოცხლდებოდა».


სერგეი ბრიუხონენკოს ცოცხალი თავები


image


საბჭოთა ფიზიოლოგმა სერგეი ბრიუხონენკომ შექმნა სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატი, რომელსაც «ავტოინჟექტორი» დაარქვა და მისი საშუალებით, ძაღლის თავს სისხლს აწვდიდა. ეს აპარატი სხეულისგან დამოუკიდებლად არსებულ ძაღლის თავს სიცოცხლეს უნარჩუნებდა.

1928 წ. ფიზიოლოგთა III სხდომაზე, მან ერთ-ერთი ასეთი თავის დემონსტრირება მთელი მსოფლიოს წინაშე მოახდინა. იმის დასამტკიცებლად, რომ თავი, რომელიც მაგიდაზე იდო ცოცხალი იყო, დამსწრე საზოგადოებას აჩვენა თუ როგორ რეაგირებდა ის გარეგან გამაღიზიანებლებზე: ჩაქუჩი დაარტყა მაგიდაზე და თავი შეხტა, სინათლე მიანათა და თვალები დაახამხამა. მან ძაღლის თავს ყველის ნაჭერიც კი აჭამა, რომელიც მაშინვე ჩამოვარდა საყლაპავი მილის მეორე ბოლოდან.


ენდრიუ იურე – შოტლანდიელი ყასაბი


image


ეს მეცნიერი ფართოდ არის ცნობილი ფიზიკასა და ეკონომიკაში დიდი მიღწევების გამო. მაგრამ, ამის გარდა, ის ერთი საშინელი ექსპერიმენტის ავტორიც არის, რომლის მსვლელობის დროს, ექიმმა ენდრიუმ გვამში ბატარეები ჩააწყო და როდესაც ისინი დენს მიუერთა, მიცვალებულმა კიდურების ქნევა ისე ენერგიულად დაიწყო, რომ ზოგიერთებს ეგონათ, რომ მიცვალებული გაცოცხლდა.


შირო იში – ექიმი «ნამდვილი ბოროტება»


image


იში მიკრობიოლოგი და იაპონიის საიმპერატორო არმიის ლეიტენანტი იყო. იაპონია-ჩინეთის ომის დროს, მან სამხედრო ტყვეებზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, იაპონიის არმიის საიდუმლო პროექტის ფარგლებში.
მის «მიღწევებს» შორის იყო: ადამიანების ცოცხლად გაჭრა–გაკვეთა, ყოველგვარი ანესთეზიის გარეში; ადამიანის კიდურებისთვის ადგილების შეცვლის მცდელობა; ყუმბარების და ცეცხლისმფრქვევლების ცოცხალ სამიზნეებზე გამოცდა; ადამიანების დაავადება ვირუსებით, ავადმყოფობის პროცესის მიმდინარეობის შესწავლის მიზნით და სხვა საშინელი ექსპერიმენტი.

1942 წლიდან მან ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შირო ამერიკელებმა დააკავეს, მაგრამ მის მიერ ჩატარებული კვლევების მასალების სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. ასე რომ, ადამიანს რომელსაც უამრავი სისასტიკე ჰქონდა ჩადენილი ცხოვრების მანძილზე, ციხეში არცერთი დღე არ გაუტარებია. შირო იში გარდაიცვალა 67 წლის ასაკში, ხორხის სიმსივნით.


იოჰან კონრად დიპელი — ექიმი ფრანკენშტაინის პროტოტიპი


image


იოჰან კონრად დიპელი შეშლილი მეცნიერი იყო, რომელიც 1673 წელს რეალურად დაიბადა ფრანკენშტაინის სასახლეში*, დარმშტადტის მახლობლად, გერმანიაში. ითვლება, რომ ის იყო მერი შელის რომანის «ფრანკენშტაინის» მთავარი გმირის პროტოტიპი. თუმცა, ამ ვერსიას ყველა არ ეთანხმება.
თეოლოგიის, ფილოსოფიის და ალქიმიის შესწავლის შემდეგ, დიპელმა შექმნა ზეთი, რომელიც ალქიმიკოსების ოცნება — უკვდავების ელექსირი უნდა გამხდარიყო. ის ცხოველების სისხლის, ძვლების და სხვა ორგანოების ნაწილებისგან შედგებოდა. ანატომიაში მის მრავალრიცხოვან შრომებს შორის იყო ისეთი ექსპერიმენტებიც, რომლებშიც მეცნიერი, დიდ ქვაბში, ადამიანის სხეულის ნაწილებს ადუღებდა, ხელოვნური არსების შექმნის მიზნით. გარდა ამისა, ცდებს ატარებდა, ერთი სხეულიდან მეორეში სულის გადაადგილებაზე.

დიპელი, ექსპერიმენტების პარალელურად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ქირომანტიასა და ალქიმიაში ლექციებს კითხულობდა და იყო ცნობილი სასამართლოს ექიმი.


image


* სასახლე, რომელიც დღეს ფრანკენშტაინის სასახლის სახელით არის ცნობილი, პირველად ისტორიულ წყაროებში 1252 წელს არის ნახსენები. XV-XVI საუკუნეებში ის ფრანკენშტაინების გვარის საკუთრება იყო, ხოლო 1600 წ. წლების მანძილზე მიტოვებულ სასახლეში, საავადმყოფო გაიხსნა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის არაკომპეტენტურობა, თუ ტალახი და ყინვა? – რატომ დამარცხდა გერმანია?

* როგორ აპირებდა ნაცისტური გერმანია თავის მართლებას, ჩადენილი დანაშაულების გამო

* თანამედროვე ჯარის ეკიპირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

* ძველი სამყაროს ოქროს ხანა და «ზღვის ხალხები». რატომ დაიღუპა უძველესი ცივილიზაცია?

* ყველაზე საინტერესო, ჩაის შესახებ და დაყენების ოფიციალური რეცეპტი

* იანვრის თვის საუკეთესო ფოტოები

* "მის სამყაროს" 71–ე კონკურსზე წარმოდგენილი, ყველაზე შთამბეჭდავი კოსტიუმები



2
679
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
679
  
2023, 8 თებერვალი, 13:26
მართლა გადარეულები
2023, 3 თებერვალი, 23:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 2