x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"როსკოსმოსის" ყოფილი გენერალური დირექტორი როგოზინი იმუქრება დასავლური ტექნიკის განადგურებით უპილოტო, რუსული რობოტიზირებული "ტანკეტით"
image
"როსკოსმოსის" ყოფილი გენერალური დირექტორი დიმიტრი როგოზინი "ტოტია" მგელს მაგონებს, რომელიც იღრინება, მაგრამ კბენის ძალა არ გააჩნია.
მოგეხსენებათ როგოზინი უკრაინაში, დონასში სამხედრო მრჩევლების ჯგუფს "სამეფო მგლებს" ხელმძღვანელობდა მისი დაბადების დღეს აღნიშნავდა ერთერთ რესტორანში თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად როცა უკრაინულმა არტილერიამ დაბომბა ის ტერიტორია და როგოზინიც დაიჭრა.


მას ჯერ დონეცკში გაუწიეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ დონის როსტოვში სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ ოპერაციის გაკეთება ვერ გარისკეს რადგან ჭურვის ნამსხვრევის კისრის მალაზე იყო გაჭედილი.


როგოზინი ვერტმფრენით გადააფრინეს მოსკოვში, სადაც მას ნეიქოქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს და ჭურვის ნამსხვრევი ამოუღეს. ამ ეტაპზე როგოზინის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ორივე ფეხში შგრძნება კარგი აქვს, მარცხენა ხელსაც ხმარობს, მარჯვენა ხელს კი ექიმების თქმით რეაბილიტაცია დაჭირდება.


როგოზინს თავში ქვა უხლია, რომ არა ერთი რამ, როგოზინი იმუქრება უკრაინელების იმ საარტილერიო ბატარეის განადგურებით, რომელთა ნასროლმა ჭურვმა დაჭრა ის, სწორედ ამიტომ შევადარე როგოზინის მუქარა "ტოტია" მგელს.



სეპარატისტებს ან რუს აგრესორებს რომ სცოდნოდათ ვინ დაბომბა იმ დღეს ის რესტორანი, სადაც სეპარატისტების ხელმძღვანელები და როგოზინი ქეიფობდნენ, აქამდეც გააჟღერებდნენ.


როგორც როგოზინმა განაცხადა: "დონბასში დაბრუნება მისთვის ღირსების საქმეა".


როგოზინი დონბასში, რომ ჩავა მაშინ დამიჯერეთ ომი უკვე დამთავრებული იქნება.


და მეორე, როგოზინმა დააანონსა მორიგი რუსული "მსოფლიოში უანალოგო" ტექნიკის მწყობრში ჩადგომის შესახებ, რომელიც ამერიკული "აბრამსების", გერმანული "ლეოპარდების" და ბრიტანული "ჩელენჯერების" "მკვლელი" უნდა გახდეს. საუბარია რუსების თქმით ნანოტექნოლოგიებით შექმნილ "მარკერზე", რომელიც მინიატურულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას მოგაგონებთ.


აღნიშნული ტექნიკა, როგორც პესპექტიული როგოზინის "როსკოსმოსის" გენერალური დირექტორობისას იქნა შექმნილი და იდეაში მას ავტონომიურ რეჟიმში უნდა ემუშავა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.


საუბარია ტანკებზე, ჯავშანტრანსპორტიორებზე და თქვენ წარმოიდგინეთ სამხედრო გემებზეც კი, რომლებიც რუსულ "მარკერს" უნდა გაენადგურებინა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებით, ხოლო სამხედრო გემი უნდა გაენადგურებინა ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით.


როგოზინისვე განცხადებით 4 ერთეული "მარკერი" უკვე გაიგზავნა უკრაინაში, 2 მუხლუხოებიანი შასით და 2-იც ბორბლეებიანი შასით.


უნდა ითქვას, რომ "მარკერი გაძეძგილია" ელექტრონული ბლოკებით, რომელთა 90%-ის დეტალები უცხოურია და რუსეთი ფიზიკურად ვერ აწარმოებს მათ.

ვინაიდან რუსეთი სანქცირებულია მას არავინ მიაწვდის ელექტრონული ბლოკებისათვის საჭირო მიკროსქემებს და საჭირო მოწყობილობებს.


ამასაც თავი დავანებოთ, 3 ტონიანი ტექნიკა ისე ახლოს ვერასდროს მივა ამერიკულ, გერმანულ თუ ბრიტანულ ტექნიკასთან საკონტაქტო დისტანციაზე, ის შეუმჩნეველი გახდეს მზვერავი დრონებისათვის რომლებიც სატანკო შტევისას ცაში ბარაჟირებენ და სატანკო კოლონას რეალურ დროში აწვდიან ინფორმაციას.

გარდა ამისა აღნიშნულ ტანკებს გააჩნია რადიოელექტრონული საშუალებები, რომლებიც მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის სტარტს აუცილებლად დააფიქსირებენ, ესეც არ იყოს, მათ გააჩნიათ მართვადი სარაკეტო კომპლექსების რაკეტების განადგურების ან თვითდამიზნებადი თავაკების "დაბნელების" სისტემები, რაც გამოჩნდა ჯერ კიდევ ერაყის ომის დროს, როცა ერაყული ტანკები ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებთან ერთად იოლად გაანადგურეს ამერიკულმა ტანკებმა.


ცალკე თემაა, რუსულ ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსებს ფიზიკურად რომ არ შესწევს, "აბრამსის", "ლეოპარდის" და "ჩელენჯერის" ჯავშნის გარღვევა შუბლა ჯავშანზე.


ამ ეტაპზე რუსებს არ გააჩნია მართვადი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსები, რომლებიც ზევიდან ქვევით ეცემა კოშკურას ამერიკული "ჯაველინის" მსგავსად.


გახსოვთ ალბათ რუსული "პანცირების" ქება-დიდება, რა გააკეთა უკრაინაში აღნიშნულმა ტექნიკამ?-"ჩაფლავდა", თავად ვარ ალაფის სახით უკრაინელების ხელში ჩავარდნილი "პანცირის" თვითმხილველი დონბასის ერთერთ დაბაში.
სადაა ყბადაღბული და ასევე "უანალოგო ტანკების მკვლელი" "ტერმინატორი"?
რამდენიმე ერთეულის აფეთქების მერე რუსებს ის ბრძოლის ველზე არ გაუყვანიათ, რადგან ძალიან მცირე რაოდენობით ჰქონდათ წარმოებული.


ტ 90-ის ვერცერთი ვერსია თუ მოდიფიკაცია ამ ეტაპზე ამერიკულ "აბრამსს" კონკურენციას ვერანაირად ვერ გაუწევს.


რუსებს ბლომად აქვთ ჯერ კიდევ ზალპური ცეცხლის რაქტიული სისტემების რაკეტები, რომლებიც სსრკ-ს დაშლის მერე ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან გაიტანეს.


თუმცა ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების უკრაინისათვის მიწოდებამ და მათმა ზუსტმა დარტყმებმა რუსულ არსენალებზე ფრონტისპირა რეგიონებში მნიშვნელოვნად შეამცირა მათი რიცხვი.


დონეცკის ოლქში ქალაქ გორლოვკას რუსული არსენალის განადგურება რამდენიმე თვის წინ ქართული დივერსიული ჯგუფის შედეგად მოხდა, ვინაიდან ვიდეოში თქვენი მონა-მორჩილის ხმასთან ერთად ჯგუფის სხვა წევრების ხმაც გარკვევით ისმის გადაადგილებისას (ხმას წავშლიდი, მაგრამ სახეებიც გარკვევით ჩანს), შსაბამისად ჯერ არ დამდგარა დრო უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა აიტვირთოს აქ, ის მასალა რომელიც ჩემს ხელთაა.

ესეც "უანალოგო" "მარკერი", რომელმაც როგოზინის თქმით ადვილად უნდა გაანადგუროს ამერიკული "აბრამსები", გერმანული "ლეოპარდები" და ბრიტანული "ჩელენჯერები".

imageimageimage
სასაცილოც კია როგოზინის მუქარა, რადგან ის თავის დროზე "როსკოსმოსის" გენერალური დირექტორობიდან მოხსნეს მისი დაუფიქრებელი განცხადების შემდეგ, მან განაცხადა რომ აშშ და ალიანსი რუსეთის მთლიან სტრატეგიულ ობიექტებს გაანადგურებდა მაქსიმუმ 6 საათის განმავლობაში სრულად.

როგორც ფრანგული "Le Figaro" წერს სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით: "მარკერი" არაა იმ დონის უპილოტო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ევროპული ან ამერიკული ტანკები.
image

სასაცილოდ არ ჰყოფნით როგოზინის ნათქვამი და აი რას წერენ თავად რუსები აღნიშნულ "მარკერზე" კომენტარების სახით:

image



0
261
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
261