x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილზე: „ქვეყნის შეურაცხყოფებს ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?"
ამირანი და მიშა


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო...


სააკაშვილი ორი ვადით პრეზიდენტი იყო, ანუ ორჯერ დადო ფიცი. მანამდე 6 წელი იყო შევარდნაძის ხელისუფლებაში უმაღლეს თანამდებობებზე, დეპუტატი, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე, მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე, შევარდნაძის პარტიის გენერალური მდივანი. იყო იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მოსახლეობას ეუბნება, ჩემი გული სხვა ქვეყანაში დამარხეთო.



აქ კიდევ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დღემდე დაფანატებულია.


სხვათაშორის, ნუ მიჯნავთ შევარდნაძის ხელისუფლებისგან. თვითონ და მისი თანაგუნდელები იმ წლებზეც სრულად არიან პასუხისმგებლები.


მესმის, რომ რასაც ლაპარაკობს, რასაც აკეთებს, დიეტა იქნება, თუ ის ტრიუკები, რასაც სასამართლო სხდომებზე ატარებს, ქვეყნიდან თავის დასაღწევადაა, მაგრამ ქვეყნის შეურაცხყოფებს ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?


არანაირი მონანიება, არც წარსულის, არც უკანონოდ შემოჭრის. პირიქით, შეურაცხყოფები, ქვეყნის დაკნინება და საერთაშორისო არენაზე პრესტიჟის დაზიანება.


თურმე, კლავენ მას. ხელისუფლებას ასეთი მეთოდები ჰქონია: დედის მიტანილი სალათებით, მოხარშული კვერცხით, მჭადით, რძიანი სულგუნით კვებავს. ნაწილს მიირთმევს, იცის რამდენი უნდა მიიღოს, დანარჩენს ყრიან, ნაგავში(!).


ამას არც უკრაინა უყვარს, არც საქართველო, არც სამყარო. ხომ თქვა, ქარსაც წაუღია საქართველო, თუ მე ვიქნები ცუდადო?!


საერთაშორისო არენაზე კი გრძელდება მტრული განცხადებები და ქმედებები სააკაშვილის საკითხის ირგვლივ. არავის აინტერესებს სიმართლის გარკვევა.
ზიანდება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ინტერესები და უგულებელყოფილია მათი აზრი", - წერს სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძე






0
678
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0