x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
გია გაბრიჭიძე: „ზელენსკი და „მოკლე" მახსოვრობის ხალხი ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ცხვირს აიბზუებენ, მაგრამ..."
გია გაბრიჭიძე ვოლოდიმირ ზელენსკი


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მთავრობას მიზანი აქვს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მოგმართავთ, ბატონო ზელენსკი (და ყველას, ვისაც „დაავიწყდა"), - წამებით სიკვდილი არის მეორე ფოტოზე. პირველ ფოტოზე კი არის ამ და სხვა მსგავსი დანაშაულებების შემოქმედი, ვინც, იმის ნაცვლად, რომ ციხის კამერაში იხდიდეს სასჯელს, უმაღლესი დონის საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში იმყოფება, უამრავი მნახველი ჰყავს და სახელმწიფომ მის შესანახად 200000 ლარზე მეტი დახარჯა.



ვიცი, რომ ბატონი ზელენსკი და „მოკლე" მახსოვრობის ხალხი ამ ფოტოების ნახვის შემდეგ (თუ ნახეს) ცხვირს აიბზუებენ, მაგრამ, უბრალოდ, მინდა, იცოდნენ - ისტორია და მეხსიერება ყველაფერს ინახავს და მომავალი ყველას იმ ადგილს მიუჩენს, რაც დაიმსახურა", - წერს გია გაბრიჭიძე.


სააკაშVილი გირგვლიანი

გია





2
262
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
262
  
2023, 2 თებერვალი, 8:52
როცა შემეძლება და არჩევანის გაკეთება მომიწევს,ვიხელმძღავენელებ ხსენებული ეპიზოდის შემოქმედების დასჯი და სიმართლის გარკვევის პერსპექტივით ანუ ვინც წესიერად გამოიძიებს ამ საქმეს,ხმასაც მას მივცემ. არ შეიძლება ახალგაზრდები ასე უმოწყალოდ დაარბიოს ვიღაცამ და ხახვივით შერჩეთ. თან რა მიშას სიკვდილი,გავკარი მაგ მიშას და ნაცეთს კოლექტიურად,ქართველი ხალხის სულში ჩაფურთეხბაზე გვაქვს საუბარი და ახალგაზრდების დასახიჩრებაზე,როცა მათ გააპროტესტეს ქართველთ მოძულე კაცის ქვეყანაში შემოშვება და პარლამენტარის სკამში ჩასმა. არც ისეა საქმე,რომ მხოლოდ ქოცეთის ბრალეულობაა,ის ელენიკო ხოშტარია რო ამ საქმის თანამონაწილეა და ქვეყნის მოღალატე თითქმის დარწმუნებული ვარ. რუსეთი ხო ოკუპანტია და 20% დაკავებული აქვთ,ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც მატი აგენტურაა ძალიან ბევრი,სანამ ამათ არ მოვიშორებთ არაფერი გამოვა.
2023, 2 თებერვალი, 8:45
რა უბედურება გვჭირს,ჯერ ზელენსკის მიშას სურათების ფრიალი ხო ცუდია,მერე გირგვლიანის სურათით ნიშნის მოგება ხო საერთოდ დაბალი დონეა. დაასვენეთ გირგვლიანი იმ ქვეყანაში და სააკაშვილი ციხეში,რამდენი პრობლემა არის იცით ამ ქვეყანაში? შეიძლება,16 წელი ატრიალებდე ერთი ადამიანის ფოტოს და ამით ცდილობდე ქულების დაწერას?მით უფრო რო ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის და ის წამებით მოკლეს. ყველამ ვიცით რო გირგვლიანი სააკაშვილს არ მოუკლავს და არც მას შეუკვეთავს მისი მოკვლა,მისი მკვლელები შეიწყალა ქართულ ჯიგრულ პონტში და მერაბიშვილი ვერ მოხსნა. ვერ ხედავთ,რა ხდება ნაცეთში და რას კადრულობენ,არ გამოვრიცხავ რო მიშაზე კომპრომატი ქონდათ და გამოაშვებინეს ეს ხალხი. ნაცეთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია იყო და მოვიშორეთ კიდეც,ხოდა რაღა საჭიროა ამათი ხსენება? მიშას მთავარი დანაშაული ის იყო რო სისტემა ვერ დაანგრია და მერე მის მარწუხებში მოექცა,ხოდა კი ზის ეხლა ციხეში. საინტერესოა,როცა ქოცეთი წავა მართველობიდან,რამდენი ადამიანი მიუჯდება მიშას. გავრილოვის მოღალატეობრივად შემომოშვებასა და შემდგომში ახალგაზრდების დარბევის ეპიზოდზე,რამდენი ჩაჯდება ციხეში. მიშას ფული გაფლანგვას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან,ხოლო ქოცებს სამშობლოს ღალატის მუხლი შეიძლება მიუყენონ.
0 1 2