x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დმიტრი კორნეიჩუკი: "ომი უკრაინაში პუტინის და ბაიდენის ურთიერთშეთანხმებული პროექტია"
image
ომი დასასრულისკენ მიდის.ამის შესახებ ინოვაციური კონსანტილგის"КДА" ცენტრის პრეზიდენტი, უკრაინული ტელეარხების "112 Украина", "НАШ", ხშირი სტუმარი დმიტრი კორნეიჩუკი საუბრობს.


"მთავარი პასუხისმგებლობა ამ ომში, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაზე, ყველა იმ უბედურებაზე, რაც 24 თებერვალს დაატყდა თავს უკრაინას, არის პუტლერი. და რუსი ხალხის ის ნაწილი, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ომს.


არანაკლებ პასუხისმგებელია მომხდარში ბაიდენი, რომელმაც წინასწარი შეთანხმებით მწვანე აუნთო რუსეთს ტერიტორიების ანექსიაზე., მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მსგავსი შეთანხმებით, მან არ მიაწოდა ПВО, РСЗО საშუალებები და ტანკები, რაც მშვიდობიან მოსახლეობას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, დაიცავდა ჩვენს ქალაქებს რაკეტებისაგან, შექმნიდა პირობებს წართმეული ტერიტორიების დასაბრუნებლად.


ომი უკრაინაში პუტინის და ბაიდენის ურთიერთშეთანხმებული პროექტია, დაიწყო იგი 2014-ში და განახლდა შარშან, 24 თებერვალს.




რა აინტერსებს ამერიკას უკრაინაში? სასარგებლო წიაღისეული, უპირველესად ტიტანი, რომლის მარაგები ყველაზე მეტი მსოფლიოში უკრაინაშია., ატომური ენერგია, მარცვლეული, შავმიწა ნიადაგები. ვინც პარლამენტში მიწის გაყიდვას ლობირებდა 2019 წელს, მან იცოდა ეს დღე რომ დადგებოდა უკრაინაში.


გაიხენეთ როგორ დაგემოვნებით საუბრობს ბილ გეიტსი უკრაინულ მიწებზე.


ომი, რომელმაც ერის ტრაგედია და ქვეყნის ნგრევა გამოიწვია, პუტინმა ბაიდენთან შეთანხმებით დაიწყო.


ნებისმიერი ომის მთავარი მოტივაცია ფული და წიაღისეულია.. ამ ორმა ქვეყანამ გაიყო უკრაინის სიმდიდრე.


იარაღი თუ ფული, რომელსაც ჩვენ გვაძლევს დასავლეთი, მციროდენი გრანტების გარდა, ვალია. რით გადავიხდით ჩვენ მას?. რა თქმა უნდა, ჩვენი სიმდიდრის, მიწის კაპიკებად გაყიდვით. როცა ამერიკა დაეპატრონება მას კანონით, აქ მოპოვებულს, ჩვენც იმავე ფასში მოგვყიდის, როგორც ევროპას.

რას ნიშნავს ეს?


მასობრივ ემიგრაციას...


ადგილზე დარჩენილების სიღატაკეს.


ახლა იარაღის შესახებ. ჩვენთან აღარ ახსოვთ სამი თვის წინანდელი ამბებიც კი. სად არის დაპირებული ბაირახტარები და ჰაიმარსები, ან ის ლენდ ლიზი ოქტომბერში რომ უნდა ამუშავებულიყო ან დიდის ამბით დაანონსებული "პეტრიოტი"?.ახლა რომ ტანკებს გვპირდება პენტაგონი საგაზაფხულო შეტევისათვის, იმის შეკვეთაც კი არ არის ჯერ მიცემული და სავარაუდოდ, ზაფხულში ჩამოვა კონვეიერიდან.


უკრაინისთვის მომზადებულია ის ბედი რაც ეწია სირიას, ერაყს ლიბიას, არგენტინის ბედი სანატრელი იქნება.


უბედურება ისაა, რომ არც ომამდე და არც მის შემდეგ უკრაინის სათავეში არ იყვნენ და არ იქნებიან ქვეყნის ინტერესებისთვის მებრძოლი ადამიანები.


ყველაფერი რით დამთავრდება?


უკრაინელებს ეტყვიან _ ჩვენ ყველაფერი გაგიკეთეთ, ეს თქვენ ვერ იბრძოლეთ, ყველა დაიქანცა ამ ომით, დასხედით და მოილაპარაკეთ.


სავარაუდოდ, ეს იქნება თებერვლის ბოლოს.


ნიღბები ჩამოხსნილია...


ვინ მართავს რუსეთს?




2
295
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
295
  
2023, 4 თებერვალი, 14:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 თებერვალი, 8:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2