x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ისტორია მოულოდნელი რაკურსიდან: 11 ფოტო, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას გააფართოებს

image


ისტორია სავსეა საინტერესო მოვლენებითა და მნიშვნელოვანი მომენტებით, თუმცა მათი სულ მცირედი ნაწილის შესახებაც კი წარმოდგენა არ გვაქვს, და იმისთვის, რომ ეს სიცარიელე ცოტათი მაინც ამოვავსოთ, გთავაზობთ უნიკალურ ისტორიულ კადრებს, რომლებიც თქვენთვის აქამდე არაერთ უცნობ მოვლენაზე აგიხელთ თვალს.


image


ჩაის დალევა ინგლისურად - ეს ერთგვარი სტერეოტიპი და ამავდროულად ნამდვილი ტრადიციაა, რომელზეც ნისლიანი ალბიონის მაცხოვრებლები არც ერთ შემთხვევაში არ იტყვიან უარს, 1980 წელი


image


ელისაბედ II ლედი გაგა 2009 წელს დიდ სცენაზე მისი პირველი გამოჩენისთანავე გაიცნო. დედოფლის წინაშე მომღერალი ვიქტორიანული სტილის უჩვეულო ლატექსის კოსტიუმში წარსდგა, თუმცა ბრიტანელი მმართველი პოპ - ვარსკვლავის გარეგნობამ სულაც არ აღაშფოთა.



image


დამსვენებლები სათხილამურო კურორტზე 1982 წელს. საინტერესოა რა მიზნით ეწვივნენ ახალგაზრდები მთის კურორტს თოვლისთვის თუ სამხრეთული რუჯისთვის? როგორც ჩანს, ორივესთვის.



image


ვორონეჟის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინას კოსტიუმის შეკერვა თავადვე უწევს. მოცეკვავე მცირე "რეკონსტრუქციას" პირდაპირ გამოსვლებს შორის მიმართავს, 1984 წელი



image


ბრიჯიტ ბარდო ცნობილ მხატვარ პაბლო პიკასოსთან მჭიდრო კავშირში იყო. ამ ფოტოზე მსახიობი მხატვართან ერთად 1956 წელს საფრანგეთში, მის ვილაშია გადაღებული.


image


სასაცილო და სპონტანური მერლინ მონრო, მას ასეთს ცოტა ვინმე თუ იცნობდა. მიუხედავად იმისა რომ ის 50 -იანი წლების ამერიკული კინოს სუპერვარსკვლავი და ნამდვილი სექს-სიმბოლო იყო, ის მაინც ჩვეულებრივ ადამიანად რჩებოდა. საბედნიეროდ, ჩვენამდე მოაღწიეს კადრებმა, რომლებზეც ნამდვილი მერლინის გაცნობაა შესაძლებელი.


image


კათოლიკე მღვდელი ნაცისტურ მესამე რაიხთან ერთან


image


ნიღაბი, რომელსაც ედვარდ პაისნელი იგივე "მხეცი ჯერსი" საკუთარ მსხვერპლებზე თავდასხმისას ატარებდა, 1957 წელი


image


ბერლინის კედლის აღმართვა, რომელიც ქალაქს ორ (დასავლურ და აღმოსავლურ) ნაწილად ყოფდა, 1961 წელი


image


ამერიკული მეტროთი პირველი მგზავრობა, 1903 წელი. იმ დროს ადამიანები მეტროპოლიტენს სერიოზულ სატრანსპორტო საშუალებად არ აღიქვამდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი მათი დამოკიდებულება მეტროს მიმართ კარდინალურად შეიცვალა.


image


თქვენ წინაშეა უნიკალური ნორვეგიული ეკლესია, რომელიც მე-13 საუკუნის დასაწყისში აშენდა და მისი აგებისას არც ერთი ლურსმანი არ იქნა გამოყენებული.








0
1103
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1103