x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ არ მისცეს ჰიტლერს ეიფელის კოშკზე ასვლის უფლება?

image


1940 წლის ივნისის ბოლოს პარიზში მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ტურისტი" - ადოლფ ჰიტლერი ჩავიდა. უბედურება კი ის იყო რომ ფიურერი "სიყვარულის ქალაქს" არა "მაგნიტებისთვის", არამედ მთელი ვერმახტით ეწვია, რომელმაც პარიზი კიდევ უფრო ადრე დაიკავა.


imageimage

პარიზში საზეიმო აღლუმის საპატივცემულოდ გამოსული ვერმახტის ჯარისკაცები და ოფიცრები



ამ მოგზაურობაში ჰიტლერს თან ალბერტ შპეერი, მოქანდაკე არნე ბრეკერი და რაღა თქმა უნდა, ფოტოგრაფების მთელი არმია ახლდა. ძნელი მისახვედრი არ არის, ტრიუმფის რა გრძნობას განიცდიდა ჰიტლერი საფრანგეთის დედაქალაქის ყველაზე ცნობილ ადგილებზე სეირნობისას.


imageimage

ჰიტლერისთვის პარიზი - არ მხოლოდ კიდევ ერთი მორიგი დამარცხებული ევროპული დედაქალაქი იყო, არამედ მისთვის ეს იყო "პირადი ვენდეტა", ერთგვარი შურისძიება პირველი მსოფლიო ომის დამცირებისა და გერმანიის სამარცხვინო "ვერსალის მშვიდობისთვის", მაგრამ ჰიტლერმა "სრული კმაყოფილების" განცდა ამ ქალაქიდან მაინც ვერ მიიღო. მან პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ღირსშესანიშნაობასთან - ეიფელის კოშკზე დიდი სურვილის მიუხედავად სამახსოვრო ფოტოების გადაღება ვერ შეძლო, ამგვარად, სიყვარულის ქალაქში მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები ცოტათი გაფერმკრთალდა.


image


პარიზი 40-იანი წლების ოკუპაციის დროს


image



წარწერა პოსტერზე: "გინდა ბევრი ფულის შოვნა, წადი გერმანიაში სამუშაოდ"


image



ცხენების აწონვა პარიზის იპოდრომზე


image



"ოკუპირებული" პარიზელი მოდის მოყვარულები



image



ქალები ვერმახტის დამხმარე სამსახურებიდან მემორიალურ დაფასთან - "უცნობი ჯარისკაცი", პარიზი 40-იანი წლები


image



პარიზის კინოთეატრი ნაცისტური ოკუპაციის დროს



image


პარიზელები რიგში დგანან აბრეშუმის წინდებისთვის, 1942 წელი


image


პარიზი რაიხის უღლის ქვეშ


ჰიტლერმა ეიფელის კოშკის სიმაღლიდან პანორამული ფოტოს გადაღება მისი დირექტორის მარკ ეტიენის "წყალობით" ვერ შეძლო, რომელმაც ლიფტი გააფუჭა, კაბელები გადაჭრა და ელექტროძრავებიც გადამალა. ადოლფი, როგორც ფრიად დაკავებული კაცი, პრობლემის მოგვარებას არ დაელოდა, ხოლო ეიფელის კოშკზე ფეხით ასვლა ღირსების შემლახველ ქმდებად ჩათვალა. მოგვიანებით პარიზელები ამ "დივერსიით" ძალიან ამაყობდნენ და ამბობდნენ, რომ მართალია ჰიტლერმა პარიზი აიღო, თუმცა ეიფელის კოშკი - ვერა.


imageimageimageimage


მოკავშირეთა ჯარების ქალაქში შესვლის გამო ქალაქის ქუჩებში გამოსული პარიზელები


imageimage


საფრანგეთის წინააღმდეგობის მამაცმა მებრძოლებმა პარიზში გაქცეული გერმანელების მიმართულებით სროლაც კი მოასწრეს


image


ფრანგული წინააღმდეგობის ვარსკვლავი - სიმონ სეგუანი



ფრანგებმა შეინარჩუნეს ქალაქი, გადაურჩნენ მკაცრ რეპრესიებს, საჭიროებისამებრ გახდნენ მორჩილნი და უზომოდ გაბედულები, როდესაც ამერიკელებს უკვე "ცალი ფეხი" პარიზში ჰქონდათ. საფრანგეთის პოლიცია, რომელიც გესტაპოს ყველა ბრძანებას 1940 წლიდან 1944 წლამდე ასრულებდა და ფრანგი ებრაელების დაჭერით და თავიანთი თანამემამულეების გერმანულ ბანაკებში გაგზავნით კლაუს ბარბიერს (ბარბი) და სხვა ნაცისტებს აქტიურად ეხმარებოდა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ გერმანელების ყველა მითითებას არღვევდა და წინააღმდეგობრივი მოძრაობის მიმართ (სავარაუდოდ, მხოლოდ მორალურად, სულის სიღრმეში) სოლიდარული იყო.

image


ქალი "დავითის ვარსკვლავით" პარიზის ქუჩებში, 1940 წელი


image


ოკუპაციის დროს ებრაელები არ იყვნენ დარწმუნებულები თავიანთ ფრანგ თანამემამულეებში


image


საფრანგეთის პოლიცია 1944 წელი


კარგია, რომ პარიზში ჯერ კიდევ იყვნენ მარკ ეტიენის მსგავსი პიროვნებები, რომლებიც გერმანელების წინააღმდეგ ასეთი სახის "დივერსიებს" აწყობდნენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით უფრო მოსაწყენი იქნებოდა...


image









0
249
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
249