x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 შემთხვევა, როდესაც კოსტიუმების დიზაინერებმა და სტილისტებმა მსახიობებს საქმე გაურთულეს

image
კინო არის ხელოვნება, ადამიანის ფანტაზიის პროდუქტი და ის არ უნდა იყოს 100% სანდო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ბევრი კოსტიუმი, განსაკუთრებით ფენტეზის ფილმებში, შესრულებულია პრინციპით "იყო ლამაზი". მიუხედავად ამისა, სახალისოა საყვარელი პერსონაჟების სამოსს პრაქტიკული თვალსაზრისით შეხედო:

1. სამეფო კარის თამაშები

ჯონ სნოუ დეინერისთან მივიდა დახმარების სათხოვნელად. Dragonstone მდებარეობს კედლის სამხრეთით, იქ გაცილებით თბილი - მწვანე ბალახიც კი ჩანს კადრში. დენერისს თბილი კაბა აცვია, ჯონ სნოუ კი ბეწვის ქურთუკში ჩანს. არ ცხელა?

მაშინაც კი, თუ ბეწვი შუა საუკუნეებში სტატუსის ნიშანი იყო, მაინც არის კითხვები. დეინერისი გაიზარდა და ცხოვრობდა თბილ ქვეყნებში, ხოლო სნოუ - ვინტერფელში, სადაც ყოველ დღე ციოდა.image

2. მეხუთე ელემენტი

ექიმები თავიანთ პაციენტს ძალიან უცნაურ ტანსაცმელს აცმევენ: ფაქტობრივად საფეები აცვია და სახვევები.ლილუს ადგილზე ვინმე შეშინდებოდა, მინის კოლბაში რომ გაღვიძებოდა სახვევებით შემოხვეულს, რომელიც სხეულის ინტიმურ ნაწილებს ფარავდა. უფრო მოსახერხებელი იქნებოდა სხვა სამოსის მოფიქრება, მაგრამ არა... image

3. ლეგენდა მაძიებელზე

ესაა შუა საუკუნეების ამსახველი ფენტეზის ჟანრის სერიალი, სათავგადასავლო, სადაც მთავარი გმირი მოხეტიალე მონადირეა და ალბათ მიჩვეულია ტყეში სიარულს, ტანსაცმელის ასე თუ ისე კომფორტული აქვს, რასაც ვერ ვიტყვით მის მეწყვილე გოგონაზე, კელანს გრძელი კაბა აცვია, სახელოებით, რომელშიც სავარაოდოდ ძალიან დასცხებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩახსნილ კაბაზე, კოღოების და სხვა მწერების იდეალური სამიზნეა და უნდა ითქვას ისიც, რომ ტყეში სიარული კოფორტული ნამდვილად არაა.image

4. სხვათა შორის, კოსტიუმების დიზაინერმა მიიღო ჯილდო სერიალზე გამორჩეული მუშაობისთვის. ჯეინ ჰოლანდის, როგორც ჩანს, უყვარს ტყავი: თქვენს წინაშე არიან სერიალის მთავარი ბოროტმოქმედი და მისი ეერთგული ქალი მცველები, რომლებიც მთლიანად ტყავში არიან გამოწყობილნი და უამრავი ქამარი უკეთიათ. image

5. მხედვარი

კარგით, მოდით არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ გერალტი ზამთარში თხელი ტანსაცმლით დადის და არ აწუხებს ეს ფაქტი, მაგრამ ნუთუ ურჩხულებთან ბრძოლაში თმა არ უშლის ხელს?image

6. ქალი კატა

ეს თავსაბურავი კომფორტულია? მუცელზე თასმები კანს არ აზიანებს? შარვალი კი ისე გამოიყურება, თითქოს ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიხეს. ზოგადად, ასეთი სამოსით ჩხუბი საკმაოდ არაკომფორტული იქნებოდა, მაგრამ მთავარია რომ ეკრანზე ეფექტურად ჩანს. image

7. ზენა- მებრძოლთა დედოფალი

ზენა საკულტო პერსონაჟია, ბევრი გოგონას კერპი. სხვა კოსტიუმებთან შედარებით, მისი ჯავშანი ძლიერად გამოიყურება, მაგრამ არის დაუცველი ნაწილი - ფეხები თეძოდან მუხლამდე. რატომ აცვია ქვედაკაბა და არა შარვალი? ამდენი სამოქმედო სცენა, სადაც ზენაეცემა, სალტოებს აკეთებს, წიხლებს იქნევს და ქვედაკაბა ეწევა.image

8. ელექტრა

რატომ ატარებს ასასინი მეომარი კორსეტს? რატომ არ არის მისი ხელები დაცული? ისე, წითელი ფერი, მოგეხსენებათ, ძალიან შესამჩნევია. image

9. შორეული მოხეტიალეები

მთავარი გმირი ინკოგნიტოდ მოგზაურობს და სახეს მალავს. სავარაუდოდ, ამ გამჭვირვალე ფარდის წყალობით, ყოფილმა ქვეშევრდომებმა ის ვერ იცნეს.image

10. ბოროტების სავანე

რატომ უნდა ეცვას ზომბებით გარშემორტყმულ სამყაროში ქალს მოკლე კაბა? ინფიცირებულებს შეუძლიათ ხელებზე კბენა, ფეხების გაფხაჭნა. და ეს შლეიფი კი შეიძლება გაიჭედოს კარში. სამაგიეროდ ამ კაბას ჩექმები უხდება.

0
196
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0