x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა კავშირია ინგლისელ პოეტ, ბაირონსა და პროგრამირებას შორის?

image


ეს ქალბატონი, განთქმული ინგლისელი მთემატიკოსი, პოეტის, ლორდ ბაირონის ერთადერთი კანონიერი შვილი იყო, თუმცა მამას იგი შეგნებულ ასაკში არასოდეს შეხვედრია.

ადა ბაირონ–ლავლეისის დაბადების თარიღი განიხილებოდა, როგორც ვარიანტი საერთაშორისო პროგრამირების დღის აღნიშვნისა. მისი სახელი ADA კი–პროგრამირების ერთ-ერთ პირველ ენას უწოდეს.

ადა ნაყოფია სახელგანთქმული მამის ძალიან მოკლევადიანი ქორწინებისა, რომელიც გაყრით დასრულდა. მე-19 საუკუნისთვის ქორწინების ასეთი არატიპიური დასასრული მოჰყვა ბაირონის მეუღლის მშობლების სურვილს, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ დაეშორებინათ ქალიშვილი სკანდალურ ლორდს, სრულიად შეშლილს, როგორც ისინი თვლიდნენ ლორდს. ბაირონი თავისი ქორწინების პერიოდში ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა და მას დალევით და თავაშვებული ცხოვრების სტილით ებრძოდა.


image

ადას მშობლები: მამა, ლორდი ჯორჯ გორდონ ბაირონი, დედა, ანა იზაბელა მილბენკ-ბაირონი.

ადას დედას, ანაბელა ბაირონს, ბრწყინვალე განათლება ჰქონდა მიღებული მათემატიკით იყო გატაცებული. იგი ყველანაირად ეცადა, რომ ქალიშვილიც ამ მეცნიერებას გაჰყოლოდა–გოგონას აუყვანა რეპეტიტორებად იმ ეპოქის რამდენიმე ძლიერი მათემატიკოსი.

მაღალ საზოგადოებაში ყოფნამ და რა თქმა უნდა ნიჭმა, ადას საშუალება მისცა დაახლოებოდა ისეთ ცნობილ მეცნიერებს, როგორებიც არიან–ფარადეი, დიკენსი, ჰუმბოლტი და სხვ. ნიჭიერი ქალიშვილი მათემატიკას თავის მოწოდებად თვლიდა, და ბედნიერი ქორწინება და სამი შვილიც კი არ უშლიდა ხელს, რომ მეცნიერული შრომა და თვითგანვითარება გაეგრძელებინა.


image

ოცი წლის ადა ლავლეისი

ადა ბაირონი თვრამეტი წლის იყო, როცა მან გამომთვლელი მანქანების პროფესორი, ჩარლზ ბებიჯი გაიცნო. ბებიჯმა შეიმუშავა "ანალიტიკური მანქანის" ძირითადი პრინციპები, და თუმცა მან სიცოცხლეში ვერ მოიპოვა დაფინანსება აღნიშნული მექანიზმის შექმნისთვის, სწორედ მას თვლიან პირველი კომპიუტერის შემქმნელად. კემბრიჯის პროფესორი, ბებიჯი, ნორჩ ადას იწვევდა თანამშრომლობისთვის და ხშირი მიმოწერა ჰქონდა მასთან. მართალია ინგლისში ბებიჯის მუშაობა გამომთვლელ მანქანებზე ძნელად მიიწევდა წინ უსახსრობის გამო, მაგრამ იგი მაინც თავისი იდეების წყალობით გახდა ცნობილი და უცხოეთის უნივერსიტეტებში ლექციების წასაკითხად იწვევდნენ.

თუ ადას დედა დამცინავ ზედმეტსახელს "დედოფალი პარალელოგრამი" ატარებდა, რომელიც მათემატიკის არამოყვარულმა მეუღლემ, ბაირონმა შეარქვა, მის ქალისვილს პროფესორმა "რიცხვების ჯადოქარი" უწოდა.

ადა ბაირონს (ქორწინების შემდგომ, ლავლეისს) სახელი გაუთქვა პროფესორის ერთ-ერთმა ლექციამ ტურინის უნივერსიტეტში. ლექციის ფრანგული ენიდან ინგლისურზე თარგნას ადამ თან დაურთო ისეთი დაწვრილებითი კომენტარები და ახსნები, რომელიც სამჯერ აღემატებოდა მოცულობით თვითონ ლექციას. ამან სამეცნიერო წრეებში დიდი სენსაცია მოახდინა. ადა შეეცადა მკითხველისთვის გასაგებ ენაზე აეხსნა ბებიჯის გამომთვლელი მანქანების მოქმედების პრინციპი და აგვიღწერა რიცხვების გამოთვლის ალგორითმი. ამასთან, ეს იყო პირველი ალგორითმი, პროგრამა, რომელიც ასი წლის შემდეგ კომპიუტერზე გამოიყენეს.


image

1990 წელს ლონდონოს მეცნიერების მუზეუმში აწყობილი ბებიჯის მანქანის ასლი (მუშა მდგომარეობაში).

ადა ლავლეისის კომენტარები მიჩნეულ იქნა დამოუკიდემელ, დიდ სამეცნიერო ნაშრომად. და კიდევ, მათემატიკის განვითარებაში მის დიდ ღვაწლად ითვლება ანალიტიკური მანქანების უდიდესი პოტენციალის მისეული შეფასებები, რომელსაც მისი აზრით დიდი შესაძლებლობები აქვს და მთელი კაცობრიობის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

სწორედ ამიტომ ითვლება ადა ლავლეისი პირველ პროგრამისტად–იგი გამომგონებლის მანქანებში ბევრად მეტს ხედავდა, ვიდრე იმ დროის ყველაზე მოწინავე მათემატიკოსები, და შესძლო, პირველს აღეწერა სამუშაო ალგორითმი, გამომთვლელი მანქანის ოპერაციების გეგმა.

მართალია, არიან სკეპტოკოსებიც, რომლებიც თვლიან, რომ ადა ჩარლზ ბებიჯის იდეების მხოლოდ პოპულიზატორია: პროფესორი უბრალოდ ვერ ასწრებდა თავისი სამუშაოს დეტალების პუბლიკაციას და ადას ავალებდა თავისი მოსაზრებების დამუშავებას.

ადა ლავლეისმა სამწუხაროდ გაიმეორა სახელგანთქმული მამის ბედი–გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა, ზუსტად იმ ასაკში, როგორც ლორდ ბაირონი, 36 წლის. მან ვერ მოასწრო ბევრი იდეის აღწერა, მაგალითად, მის გეგმებში იყო ადამიანის ნერვული სისტემის მუშაობის მათემატიკური მოდელის შემუშავება.


image

35 წლის ადა ლავლეისი.

აი, ხელოვნური ინტელექტის, ადა ლავლეისს არ სჯეროდა–ესმოდა რა ამ მოვლენის ბუნება, იგი მაინც თვლიდა, რომ მანქანას არ შეუძლია გამოვიდეს ადამიანის კონტროლიდან.


image








იხილეთ სხვა სტატიები:







რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები

image


ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს

image


"18 წელი მამაჩემის ტყვე ვიყავი". შემზარავი ისტორია ჟულიენ მოდისა, რომლისგანაც ზეადამიანის შექმნა სურდათ


image


შესაძლოა პუშკინის და დანტესის დუელის მიზეზი არა ქალი, არამედ მამაკაცი იყო

image


8. 40 წელი არ იღიმოდა, რათა ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა

image


რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს?

image


როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image


მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს

image


ცნობილი სახეები, რომლებიც თურმე ერთმანეთის ნათესავები არიან

image


ისტორიული "ფოტოფაქტები" ყალბი აღმოჩნდა

image






0
334
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
334