x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 იშვიათი ფოტო, რომელიც ისტორიის ნაწილი გახდა

image


ადამიანები ამა თუ იმ კონკრეტული ეპოქის სულს ჯერ ნახატების დახმარებით გადმოსცემდნენ, შემდეგ სურათებისა და ქანდაკებების შექმნა ისწავლეს, ხოლო მე-19 და მე-20 საუკუნეებში ფოტოგრაფიის ხელოვნებასაც დაეუფლნენ.


image


ის, რაც ადრე ფოტოგრაფიის გაჩენამდე იყო, არ შეიძლება მას ავთენტური ეწოდოს - მხატვრები თავიანთ ნახატებს ყველანაირად ალამაზებდნენ და საინტერესო დეტალებით აფორმებდნენ. გასული ორი საუკუნის განმავლობაში კი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უკვე სრულყოფილი სიზუსტე გახდა - ასე რომ იმას რასაც ფოტოზე ვხედავთ სხვა არაფერია თუ არა ერთ კონკრეტულ მომენტში ასახული რეალობა.



განსაცვიფრებელი კაბა


image


ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის ერთ-ერთი კინოპრემიის დაჯილდოების საპატივსაცემოდ გამართულ წვეულებაზე მსახიობი ვიკი დუგანი ულამაზესი კაბით გამოჩნდა. შოუ-ბიზნესის ვარსკვლავის კაბის ასეთ ფასონს ჩვენს დროში ერთ-ერთ ყველაზე მოკრძალებულს უწოდებდნენ, მაშინ კი ვიკიმ რბილად რომ ვთქვათ, სრული ფურორი მოახდინა. ფოტო 1953 წელს იქნა გადაღებული, შესაბამისად, საუკუნის დასაწყისის მკაცრი კონსერვატიზმი ჯერ კიდევ ყველას ახსოვდა. ნახეთ, როგორ უყურებს პირველ ფოტოზე მოხუცი ქალბატონი მსახიობის კაბას. სხვათა შორის, თუ ნანახი გაქვთ ფილმი "ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი", მაშინ იცოდეთ რომ სწორედ ვიკი დუგანი გახდა ამ ფილმის პერსონაჟის, ჯესიკა რებიტის პროტოტიპი, რომელსაც მხატვრებმა ძალიან ოსტატურდ გადასცეს ვიკის ყველა თვისება, მეორე ფოტოზე კი თავად მსახიობის, ვიკი დუგანის პორტრეტს ხედავთ.




ლედი დი - "ადამიანთა გულების დედოფალი".


image


პრინცესა დიანა მოხუც ქალბატონს ხელჯოხის აღებაში ეხმარება, რომელიც მას შემთხვევით დაუვარდა. ეს გახლდათ ბრიტანელი პრინცესას ვიზიტი ჰონგ - კონგში 1989 წელს. ასეთი ფოტოს შემდეგ არავის გაუკვირდება თუ რატომ უწოდებდნენ ლედი სპენსერს "ადამიანთა გულების დედოფალს".




ქურთუკების სახლი


image


1936 წელი, კოპენჰაგენი... ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ქურთუკებით მოვაჭრე ჩარლზ ტროელსტრუპმა ზამთრის და დემი-სეზონის პალტოები მიიღო, თუმცა მეწარმის მაღაზია ხელმისაწვდომ ფასად გასაყიდ ყველა ნივთს ვერ იტევდა, რის გამოც საქონელი ცუდად იყიდებოდა. ჩარლზი ხვდებოდა, რომ თუ ის ტანსაცმელს ვერ გაყიდიდდა, მის ბიზნესს საფრთხე დაემუქრებოდა, ამიტომ მან მაღაზიისკენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობის საოცარი ხრიკი მოიფიქრა, როგორც ახლა იტყვიან, სარეკლამო "ტრიუკი". ტროლსტრუპმა მუშები დაიქირავა, რომლებსაც მაღაზიის გარშემო დამხმარე კონსტრუქციები ააგებინა და თავის თანამშრომლებს ყველა ქურთუკის ხარაჩოებზე განთავსება უბრძანა. საზოგადოება აღფრთოვანებული იყო, ისინი მხოლოდ "ქურთუკის სახლის" დასათვალიერებლად მიდიოდნენ, ბოლოს კი რაღაცას თავისთვისაც ყიდულობდნენ. მოკლე დროში მაღაზიიდან ყველა ქურთუკი, და ასევე სხვა ყველა სამოსი გაქრა. ისე, საინტერესო იქნებოდა რას იზამდა ტროელსტრუპი წვიმა რომ მოსულიყო?




"ქალბატონი - პოლიციელები"


image


60-იანი წლების დასაწყისის ლოს-ანჯელესი. ქალაქის პოლიცია ეძებდა ყაჩაღს, რომელიც ბებიებს უთვალთვალებდა და შემდეგ მათ თავს მოულოდნელად ესხმოდა. სამართალდმცველების მიერ ქურდის ცოცხლად აყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოხუცი ბებიების ტანსაცმელში გადაცმულმა 20-ზე მეტმა პოლიციელმა ისეთ ადგილებში დაიწყო სიარული სადაც ყაჩაღი დანაშაულს ყველაზე ხშირად ჩადიოდა. ხრიკმა იმუშავა: საღამოს დამნაშავე თავს მოხუც ქალს დაესხა, რომელიც მას ადვილად ხელში ჩასაგდებად მოეჩვენა, თუმცა ფერადი შარფისა და ქურთუკის ქვეშ დამალულ ძლიერ პოლიციელს გადაეყარა. ქურდი სწრაფადვე დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.



ცნობილი როკ-ჯგუფის ლეგენდარული ალბომის ყდა


image


ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი "ნირვანა" ფოტოსესიის დროს, რომლის დროსაც მათი მუსიკალური ალბომის ცნობილი ყდა იქნა გადაღებული, საუბარია იმ კადრზე, რომელზეც ჩვილი აუზშია გადაღებული. მრავალი წლის შემდეგ გმირი თავისი შიშველი ფოტოსთვის ფულადი კომპენსაციის მიღებას არაერთხელ ცდილობდა, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.







0
559
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
559