x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508419
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაყოფა
image

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა დაყოფილია 70 წელზე მეტია, მას შემდეგ, რაც კორეის ნახევარკუნძული გახდა ცივი ომის მოულოდნელი მსხვერპლი ორ მეტოქე ზესახელმწიფოს, საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს, შორის.

გაყოფამდე საუკუნეების განმავლობაში ნახევარკუნძული იყო ერთიანი კორეა, რომელსაც მართავდნენ დინასტიური სამეფოების თაობები. 1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, იაპონიის მიერ ოკუპირებული და ხუთი წლის შემდეგ ფორმალურად ანექსირებული კორეა 35 წლის განმავლობაში იაპონიის კოლონიური მმართველობის ქვეშ იყო - მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, როდესაც დაიწყო მისი დაყოფა ორად.

გადაწყვეტილება მიიღეს კორეელების ჩარევის გარეშე - საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის კორეის ორ საოკუპაციო ზონად გაყოფის შესახებ- ამბობს მაიკლ რობინსონი. 1945 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა გაიყო კონტროლი კორეის ნახევარკუნძულზე. მომდევნო სამი წლის განმავლობაში (1945-48 წწ.) საბჭოთა არმიამ და მისმა მარიონეტებმა დაამყარეს კომუნისტური რეჟიმი ჩრდილოეთით. სამხრეთით კი ჩამოყალიბდა სამხედრო მთავრობა, რომელსაც უშუალოდ უჭერდა მხარს შეერთებული შტატები. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პოლიტიკა ფართოდ პოპულარული იყო ჩრდილოეთის მუშათა და გლეხთა უმეტესობისთვის, საშუალო კლასის კორეელების უმეტესობა გაიქცა სამხრეთით, სადაც დღეს კორეის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს. იმავდროულად, რობინსონის თქმით, სამხრეთში აშშ-ს მხარდაჭერილი რეჟიმი აშკარად ემხრობოდა ანტიკომუნისტურ, მემარჯვენე ელემენტებს.


სამხრეთმა ჩამოაყალიბა საკუთარი მთავრობა სეულში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მკაცრად ანტიკომუნისტი სინგმან რი. ჩრდილოეთმა კი ყოფილი კომუნისტი პარტიზანი კიმ ირ სენი დანიშნა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ პრემიერად დედაქალაქ ფხენიანში.

0
34
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
34