x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ახალგაზრდა გოგომ გადაწყვიტა გორგოლაჭებით სეირნობისას ვიდეო გადაეღო, თუმცა "გაიჩალიჩა"
image სელფის გადაღება ტრენდადაა ქცეული დიდი ხანია და არც ეს გოგოა გამონაკლისი, ამ გოგომ ჩაიცვა გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელი, აიღო ერთ ხელში სელფის ჯოხი მობილურით, მეორე ხელში კი საკმაოდ მოზრდილი წვენის ბოცა დაიკავა ხელში და გზასაც გაუდგა ანუ გორგოლაჭებით გაგორდა. გაგორდა, მაგრამ ერთი ოქროს წესი დაივიწყა-გზაზე მიმავალმა წინ უნდა იყურო, რამე რომ არ დაგეჯახოს და ვინმეს რომ არ დაეჯახო.


ამ გოგომ სწორედ ეს ოქროს წესი "დაიკიდა გორგოლაჭებზე" და კარგადაც "გაიჩალიჩა".


"გაჩალიჩებაცაა" და "გაჩალიჩებაც", წვენის დალევის მომენტში გოგო მთელი სისწრაფით შეასკდა საგზაო ნიშანს და სახეზე და მთელ მკერდზე გადაისხა წითელი წვენი.


ხილის წვენია, სისხლი არ გეგონოთ და პანიკას ნუ მიეცემით. იმედია ამ გოგოს "იაღლიში" ბევრს კარგ გაკვეთილად გამოადგება და გადაადგილებისას წინ ყურებას დაიწყებს.



ეს უცხოეთია და ჩვენთანაც მობილურში "ჩამძვრალი" ახალგაზრდები დაუფიქრებლად ისე გადადიან გზაზე, არც შუქნიშანს უყურებენ და არც იმას, რომ გადასასვლელის ნაცვლად უადგილო ადგილზე რომ გადადიან და საკუთარ თავსაც და მანქანის მძღოლებსაც საფრთხეს რომ უქმნიან.


ესეც ჩვენი "გმირი".


0
67
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
67