x
image
დავითი ჩუთლაშვილი
არქეოლოგებმა სახის კრემი აღმოაჩინეს, რომელიც 2000 წლისაა და ნათითურები ეტყობა
კრემი


როცა არქეოლოგები ლონდონში უცნობი 2000-წლოვანი ნივთიერებით სავსე ქილას წააწყდნენ, ისინი ერთდროულად კმაყოფილებიც იყვნენ და შეფიქრიანებულებიც, რადგან ქილა აღმოაჩინეს არა საცხოვრებელ სახლში, არამედ ძველი რომაული ტაძრის გვერდით.


ვინაიდან ქილა ტაძრის გვერდით იქნა აღმოჩენილი, მეცნიერებმა თავდაპირველად იფიქრეს, რომ მას სამკურნალო ან რიტუალური დანიშნულება უნდა ჰქონოდა. თუმცა, როცა ნივთიერებას დეტალური ანალიზი ჩაუტარეს და დაინახეს, რომ ის ცხოველის ცხიმის, ბალახის ბოლქვების ფხვნილის და ზეითუნის ზეთისგან შედგებოდა, მიხვდნენ, რომ რაღაც ისეთთან ჰქონდათ საქმე, რაც არ უკავშირდებოდა არც მედიცინას და არც რელიგიურ რიტუალებს. ეს იყო არც მეტი და არც ნაკლები, უძველესი რომაული კოსმეტიკური საშუალება - ტონალური კრემი სახისათვის.


კრემი მოთავსებული იყო მდიდრულად შემკულ ქილაში, რომლის ზომა 6 სანტიმეტრამდე გახლდათ. ნივთიერებას იმდენად მაღალი ხარისხი აღმოაჩნდა, რომ მისი შედარება თავისუფლად შეიძლება ჩვენს დროში გამოშვებულ კოსმეტიკურ საშუალებებთან.



კრემი


ეს კრემი დიდი ალბათობით ან დიდგვაროვან რომაელ ქალს ეკუთვნოდა, ან ტაძრის სექსმუშაკს. სექსმუშაკები ძველ რომში ხშირად ტაძრების სიახლოვეს არსებულ დაწესებულებებში მუშაობდნენ. სექსის მიმართ რომაელებს და რომაული რელიგიის მსახურებს არ ჰქონდათ ისეთი პურიტანული დამოკიდებულება, როგორიც გააჩნდათ ქრისტიან მღვდლებს მომდევნო საუკუნეებში.


ჩვენ არ ვიცით, ამ კრემის მომხმარებელი წარმომავლობით რომაელი იყო თუ ბრიტანელი, მაგრამ მისი აღმოჩენა იმას მოწმობს, რომ ამ პერიოდში ბრიტანეთი მისი ქალაქი ლონდიუმით (ასე უწოდებდნენ რომაელები ძველად ლონდონს) განვითარებული რომაული პროვინცია იყო, სადაც ცხოვრება ჩქეფდა. სახის თეთრი კანი რომაელებში ძვირად ფასობდა და რადგან ადგილობრივი ქალი ცდილობდა, კრემით სახე გაეთეთრებინა, ეს მაშინდელ ბრიტანულ საზოგადოებაზე რომის კულტურის სერიოზულ გავლენაზე მეტყველებს.


აი, ამხელა მნიშვნელობის დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა მეცნიერებს იმან, რომ ვიღაცამ ოცი საუკუნის წინ დაკარგა თუ გადააგდო სახის კრემით სავსე ქილა.

1
53
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
53
  
2023, 31 იანვარი, 20:05
კარგით რააა, ფოტოზე ისეთი პლასტმასის ხრახნიანი კოლოფია გამოსახული, მაგრად გვაბოლებს ამ სტატიის წყაროს ავტორი... თუმცა მაინც ლაიქი, რადგან ისევ ჩვენ თუ გავაგდებინებთ ამ ყვავებს კაკალს ერტმანეთისთვის ))
0 1 1