x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"როდის იმშობიარებ?" - ჯენიფერ ენისტონის შესანიშნავი პასუხი უტაქტო კითხვაზე
image

ჯენიფერ ენისტონს ათწლეულების განმავლობაში აწუხებდნენ კითხვით, აპირებდა თუ არა ბავშვის გაჩენას. მსახიობმა ისწავლა თავაზიანი, მაგრამ გადამწყვეტი პასუხის გაცემა უტაქტო ადამიანებისთვის. დაიმახსოვრეთ მისი ციტატა - შეიძლება გამოგადგეთ.


ჯენიფერ ენისტონი ერთ დროს განიცდიდა ჟურნალისტებისგან უტაქტო შეტევას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე კვირაც კი არ გასულა ისე, რომ პრესაში არ გამოჩენილა სტატიები მსახიობის სავარაუდო ორსულობის შესახებ, რაც ტყუილი იყო. შემდეგ კი სერიელი"მეგობრების" ვარსკვლავს უკვე ადანაშაულებდნენ ეგოიზმში, თვლიდნენ, რომ მას არ სურდა შვილების გაჩენა.


ენისტონს ფსიქოლოგიურად გაუჭირდა ამ ყველაფრის ატანა, მით უმეტეს, რომ მოგვიანებით გაირკვა, რომ მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რამაც ხელი შეუშალა გაეჩინა ბავშვი . 2016 წელს ჯენიფერმა ესეც კი გამოაქვეყნა, სადაც ის მიმართავდა ყველას, ვინც პირად ცხოვრებაში უტაქტო კითხვებით ცხვირს ჰყოფდა.



აი, რას წერდა მსახიობი:


„ჩვენ სრულყოფილები ვართ პარტნიორთან ერთად ან მის გარეშე, შვილით თუ მის გარეშე. ჩვენ ვწყვეტთ რა არის ლამაზი, როცა საქმე ჩვენს სხეულს ეხება. ეს გადაწყვეტილება ჩვენია და მხოლოდ ჩვენი. მოდით, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის დავიტოვოთ ამ სამყაროში ყველა ახალგაზრდა ქალის გულისთვის, რომლებიც ჩვენგან მაგალითს იღებენ. მივიღოთ ეს გადაწყვეტილება შეგნებულად, ბულვარული პრესის აჟიოტაჟის გარეშე. ჩვენ არ გვჭირდება გათხოვება ან დედობა, რომ ვიყოთ სრულყოფილი. ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ ბედნიერებას".

1
175
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
2023, 2 თებერვალი, 21:26
ლიუბოპიტნაია ვარვარა სტილის ხალხი მაგათაც ჰყოლიათ. ალბათ ეს ზედმეტი ცნობისმოყვარეობა, ზოგადად, ადამიანის ბუნებაა... და მერე ზოგი მართავს შეგნებით და ზოგი - ვერ
0 1 1