x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"დიდ შარში ვართ"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად მომავალ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მიერ ჯამურად 49 %-ზე ნაკლები ხმის აღებაში ხედავს:


"ერთადერთ გამოსავლად დღეს ის ჩანს რომ მომავალ არჩევნებში ნაცებმა და ქოცებმა ჯამურად ვერ უნდა აიღონ 49%-ზე მეტი. სხვა შემთხვევაში დიდ შარში ვართ. ისედაც შარში ვართ პრინციპში, მაგრამ კიდევ უფრო გრძელვადიანში აღმოვჩნდებით. დეტალებზე ვილაპარაკოთ თანდათან. სხვა მეტი რა საქმე გვექნება?"- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. შედეგები პარტიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.


კანდიდატებს შორის ხმები კი ასე გადანაწილდა:



  • ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3, 73%)


  • ნიკა მელია - 16 476 ხმა (40%)


  • გიორგი მუმლაძე - 1516 ხმა (3, 68%)


  • ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა (52, 58%)






0
332
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
332