x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერებმა შექმნეს კრისტალი, რომელიც ალმასზე 58%-ით უფრო მტკიცეა
კრისტალი რაც უფრო მყარი ან იშვიათია, მით უფრო ძვირად ფასობს. სწორედ ამიტომ ღირდა აქამდე ბრილიანტი ასეთი ძვირი: ის ხომ სიმტკიცის ეტალონი იყო ყოველთვის. მაგრამ მეცნიერებმა მოახერხეს და შექმნეს კრისტალი, რომელიც სიმტკიცით მკვეთრად აჭარბებს ალმასს, რისგანაც მზადდება ბრილიანტი.


ახლად შექმნილ მასალას ლონსდეილიტი ეწოდება. მეორენაირად მას ასევე უწოდებენ ჰექსაგონალურ ალმასს. ის მეცნიერების ჯგუფმა ლაბორატორიულ პირობებში შექმნა, თუმცა მასალის არაჩვეულებრივი სიმტკიცე თვით მისი შემქმნელებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.


ეს იმას ნიშნავს, რომ მალე სამრეწველო წარმოებაში ალმასებს ლონსდეილიტით ჩაანაცვლებენ და მკვეთრად გაიზრდება ის ეკონომიკური ეფექტი, რის მიღწევასაც აქამდე მეწარმეები ალმასით ცდილობდნენ. იგივე მოხდება საიუველირო წარმოებაშიც, სადაც დღემდე ალმასები გამოიყენებოდა.


მასალის მისაღებად მეცნიერებმა გრაფიტის დისკები გამოიყენეს, რომლებიც გაზის და დენთის მეშვეობით ერთმანეთს შეაჯახეს 24 ათასი კმ/სთ-ის სისწრაფით. სწორედ შეჯახებისას წარმოქმნილმა დარტყმითმა ტალღამ გარდაქმნა გრაფიტი ლონსდეილიტად.



ახლად წარმოქმნილი მასალის სიმტკიცე ხმოვანი ტალღების მეშვეობით იქნა გაზომილი. დარტყმის შემდეგ მეცნიერებმა დაუყოვნებლივ წარმოქმნეს არცთუ ისე დიდი ზომის ხმოვანი ტალღა და თვალყური მიადევნეს მის მოძრაობას ლაზერის მეშვეობით. მიღებულმა მონაცემებმა ცხადჰყო, რომ ლონსდეილიტი ალმასზე 58 %-ით უფრო მტკიცეა.


ამჟამად მეცნიერები მუშაობენ იმაზე, რომ ჰექსაგონალურმა ალმასმა დიდხანს გაძლოს. ლაბორატორიაში მან სულ რამდენიმე ნანოწამის მანძილზე იარსება, სანამ იგივე დარტყმითი ტალღა მოუღებდა ბოლოს, რომელმაც ის შექმნა.


მკვლევარებმა დასახულ მიზანს თუ ბოლომდე მიაღწიეს, რასაკვირველია მკვეთრად დაეცემა იმ ბრილიანტების ფასი, რომლებიც აქამდე საიუველირო პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენებოდა: აბა ვის რაღაში დაჭირდება ქვები, რომლებიც სიმტკიცით მთელი 58 %-ით ჩამორჩება ახლად დამზადებულ მასალას?


ალმასი

2
123
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
123
  
2023, 3 თებერვალი, 23:08
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 1 თებერვალი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2