x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ იკმაყოფილებდნენ რაინდები ბუნებრივ მოთხოვნილებებს და კიდევ რამდენიმე ფაქტი ჯავშნის შესახებ

image


დიდებულ რაინდებზე ლეგენდები ბავშვობიდან გვესმის. ფოლადის ჯავშანში გამოწყობილი ყველაზე მამაცი "ძლიერნი ამაქვეყნისანი" კლავენ დრაკონებს, სხვა რაინდებს და მონაწილეობენ შეჯიბრებებში. ისინი დიდგვაროვანი ქალბატონების გულებს იპყრობენ და ყველასთვის ღირსების მაგალითს წარმოადგენენ. შეგიძლიათ ერთი წუთით წარმოიდგინოთ რომ ასეთი ამაყი და ღირსეული რაინდი ჯავშანშივე "ისაქმებს" და ბრძოლას ჩვეულებრივ განაგრძობს?


image


არა, რაინდები მსგავსს არაფერს აკეთებდნენ. ჯავშანი მათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ხელს არანაირად არ უშლიდა. რატომ? განვიხილოთ ნამდვილი პერსონალიზებული ჯავშნების მაგალითზე, რომლებიც "მეტროპოლიტენის" მუზეუმშია დაცული.


image


ჯერ ერთი, ჯავშანში მოსაქმება არ გამოდიოდა, ვინაიდან მისი უმეტესობა მალავდა მკლავებს, ფეხებს, კისერს, მკერდსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოებს. უკანა მხარე ფოლადით დაფარული რამდენიმე მიზეზის გამო არ იყო, რომელთა შორის ერთ - ერთი იყო ის, რომ რაინდი სწრაფად სიარულსა და ცხენზე ჯდომას ვერ შეძლებდა. არსებობს რა თქმა უნდა გამონაკლისიც - ჰენრი VIII-ის ჯავშნის სახით.


image


ბევრი ჯავშანი ძირითადად, ტურნირებისთვის, კეთილშობილური რაინებისთვის და მეფეებისთვის ინდივიდუალურად მზადდებოდა. რა თქმა უნდა, არსებობს ასევე უნივერსალური ჯავშნებიც, თუმცა საუბარი ამჯერად მათზე არ არის. ჰენრი VIII-ს ჰქონდა ძალიან ბევრი ჯავშანი, თუმცა ყველა მათგანმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ჯავშნის ასლები ფოლადის "საჯდომით" ფეხით ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი.


image



როგორც ხედავთ, ისინი ყველაფერს ფარავენ, მათ შორის უკანალსაც. ასეთ ჯავშანში მოსაქმება მართლაც რომ რთულია. ჰენრი VIII-ე ჯავშანში ბუნებრივ მოთხოვნილებებს ნამდვილად არ იკმაყოფილებდა, ვინაიდან ეს საშიში იყო როგორც სხეულისთვის, ასევე ჯავშნისთვის. ჰენრი VIII-ს ძალიან უყვარდა შეჯიბრებები და მას მხოლოდ იქ ატარებდა, ამიტომ ის ბუნებრივ მოთხოვნილებებს წინასწარ იკმაყოფილებდა, შემდეგ კი თავს შეძლებისდაგვარად იკავებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გვერდით ჰყავდა ძალიან გამოცდილი პაჟი, რომელიც შეუკავებლობის დროს მას ჯავშანს სწრაფად ხსნიდანა.


image


და აი, თქვენ წინაშეა ჰენრი VIII-ის საველე ჯავშანიც. აქ უკვე კითხვები ქრება. ყველა მნიშვნელოვანი ადგილი ღიაა. გარდა ამისა, ეს ჯავშანი მაშინ დამზადდა, როდესაც ჰენრი VIII-ე უკვე ახალგაზრდა აღარ იყო. როგორც იცით, სიბერეში ადამიანი უფრო ხშირად სტუმრობს ტუალეტს, ამიტომ ჯავშანს მისთვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეში ხელი არ უნდა შეეშალა.




საფრანგეთის მეფის ანრი II დე ვალუას ჯავშანი, მე-16 საუკუნე



image


როგორც ხედავთ, აქაც ყველა მიმართულება ღიაა. ბუნებრივი მოთხოვილების დაკმაყოფილების პრობლემა მოგვარებულია. ეს ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მოსახერხებელი ჯავშანია. ის დაახლოებით 1555 წელს დაამზადეს და ოსტატებმა მის შესაქმნელად არც ოქრო-ვერცხლი, და არაც ტყავი და უმაღლესი ხარისხის ქსოვილი დაიშურეს.





სერ ჯეიმს სკუდამორის ჯავშანი, მე-16 საუკუნე


image


როგორც ხედავთ, სერ ჯეიმს სკუდამორს მოსაქმებასთან დაკავშირებული არანირი პრობლემა არ ჰქონდა.





ჰენრი ჰერბერტის, გრაფი პემბროკის ჯავშანი, მე-16 საუკუნე


image


ვფიქრობ აქაც ყველაფერი გასაგებია. რაინდებმა ტუალეტთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოაგვარეს. აი, კიდევ რამდენიმე ფაქტი შუა საუკუნეებში რაინდთა ცხოვრების შესახებ.





რა დანიშნულება ჰქონდათ სკვაირებს?


image


ყველაზე ღარიბ რაინდსაც კი ჰყავდა სკვაირი. ხშირად ეს ბიჭი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, რომელიც კეთილშობილი პიროვნების პირად მსახურად მუშაობდა, რაც რაინდად გახდომის პირველი ნაბიჯი იყო. ანუ რაინდი, ყველაზე ხშირად თავიდან ყოველთვის სკვაირი იყო. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონები იყვნენ როგორც ტურნირების, ასევე საველე ბრძოლების დროს. ტურნირებზე პაჟი ასუფთავებდა ჯაჭვის პერანგს, ამოწმებდა ჯავშანსა და იარაღს, და უვლიდა ტანსაცმელს.




რაინდის გამბედაობა


image


შუა საუკუნეების პოეტები რაინდულ რომანტიკას უმღეროდნენ, არაერთი ზღაპარი მოგვითხრობდა მამაცი რაინდების შესახებ, რომლებიც ქალბატონებს იცავდნენ, მეფის ერთგულები იყვნენ და შიშის განცდაც არ ჰქონდათ. ნებისმიერი ძალაუფლების სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლები თავიანთი ადათ-წესების მიხედვით ძალიან მკაცრები იყვნენ. ისინი არ ერიდებოდნენ ძარცვას, რაც საზოგადოებაში არ იგმობოდა. ყველა რაინდი მეფის ერთგული არ იყო და ხშირად ისინი მმართველიდან მმართველთან ხტოდნენ.




მდიდრული ჯავშანი


image


რაც არ უნდა უცნაური ჟღერდეს, მოოქროვილ ჯავშანს ბრძოლის ველზე რაინდის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. კარგად მორთული საბრძოლო ჯავშანი იმის საუკეთესო მტკიცებულება იყო რომ მისი პატრონი ძალიან მდიდარი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მის დატყვევებას, შემდგომში გამოსასყიდის მიღების მიზნით აზრი ნამდვილად ჰქონდა.








0
1277
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1277