x
image
დავითი ჩუთლაშვილი
10 ყველაზე გასაოცარი ფაქტი, რომელიც თითქმის დაუჯერებელია!
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდება, ხოლო ფაქტების სამყარო მოსაწყენია, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. ფაქტების სამყარო იმაზე ბევრად უფრო საოცარია, ვიდრე ნებისმიერი ზღაპარი. თუ არ გჯერათ, ამ სიას გადახედეთ:


1. ფლინის ეფექტი ეწოდება იმ ფაქტს, რომ ადამიანის საშუალო IQ თაობიდან თაობამდე იზრდება. რატომ ვხდებით ადამიანები სულ უფრო ჭკვიანები, ამის ახსნა არ არსებობს.


ესკობარი


2. დაპატიმრების შემდეგ ნარკობარონმა პაბლო ესკობარმა ქვეყნის მთელი საგარეო ვალის დაფარვა შესთავაზა კოლუმბიის ხელისუფლებას, თუ ეს უკანასკნელი მას ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გადასცემდა. იმ დროისათვის კოლუმბიის საგარეო ვალი 20 მილიარდ დოლარს შეადგენდა.



3. ბრიტანულმა როკჯგუფმა „პინკ ფლოიდმა“ თავისი კარიერის მანძილზე იმდენი სინგლი გაყიდა და თანაც იმხელა ტირაჟებით, რომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ერთ-ერთი ასტეროიდისთვის ჯგუფის სახელი ეწოდებინათ. 19367 Pink Floyd - ასე ეწოდება 1997 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს, რომლის დიამეტრი დაახლოებით 6600 მეტრია.


4. კოღოებმა იმაზე მეტი ადამიანი მოკლეს, ვიდრე რომელიმე ცხოველს მოუკლავს ოდესმე. ეს მწერები 5 წუთში იმაზე მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე ზვიგენები კლავენ მთელი წლის მანძილზე.


5. ისტორიაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული კატასტროფა 1947 წლის 16 აპრილს მოხდა. საქონლის დატვირთვის დროს გემზე 2300 ტონა ამონიუმის ნიტრატი (გვარჯილა) აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის ტალღამ 16 კილომეტრის დაშორებით გამვლელები წააქცია, ხოლო 60 კილომეტრის დაშორებით ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. აფეთქების შედეგად 581 ადამიანი დაიღუპა და 8400 ადამიანი დაშავდა.


შოკო


6. 2013 წელს ბელგიის ფოსტამ სპეციალური საფოსტო მარკა გამოუშვა, რომელიც, როცა უკანა მხარეზე ენას აუსვამთ, შოკოლადის გემოს ტოვებს.


7. ვალენტინობის დღესასწაულზე ყოველწლიურად მთელი მაოფლიოს მასშტაბით 110 მილიონი ვარდი იყიდება.


8. საერთაშორისო კოსმოსური სადგური ადამიანის მიერ აგებული უძვირესი ობიექტია. მისი მშენებლობა 160 მილიარდი დოლარი დაჯდა.


9. იუპიტერსა და სატურნზე ალმასების წვიმა მოდის.


10. კოსმოსური სკაფანდრი დაახლოებით 11 მილიონი დოლარი ღირს.


სადგური

3
1175
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1175
  
2023, 3 თებერვალი, 23:02
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 1 თებერვალი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 იანვარი, 12:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3