x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტრანსგენდერების სპორტში ჩართვა სრულიად მიუღებელია, არ შეიძლება კაცი ეჯიბრებოდეს ძალისმიერ სპორტში ქალს
image
ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს განსხვავებული ორიენტაციის, რელიგიის თუ შხედულებების გამო, მაგრამ აქ მეორე მხარეცაა-ტრადიციული ორიენტაციის ადამიანებიც არ უნდა იჩაგრებოდნენ სხვისი უფლებების დაცვის გამო.


ავიღოთ სპორტი, სადაც ტრანსგენდერები დაუშვეს საასპარეზოდ. არ შეიძლება კაცი ეჯიბრებოდეს ძალისმიერ სპორტში ქალს, რადგან ძალიან დიდი ალბათობით მამაკაცი ბუნებრივი მონაცემების წყალობით, მით უფრო ნავარჯიშევი აუცილებლად მოუგებს შეხვედრას ქალს.


ეს კი უკვე დისკრიმინაციაა, აუცილებლად უნდა იყოს დაცული ძალთა თანაფარდობა სპორტის ნებისმიერ სახეობაში, ქალი უნდა ეჯიბრებოდეს ქალს და კაცი უნდა ეჯიბრებოდეს კაცს.


თუ ასე არ უნდათ კეთილ ინებონ და გახსნან ტრანსგენდერთა ლიგები, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთმანეთს ტრანსგენდერები დაუპირისპირდებიან.



ფინეთში ევროპის ჩემპიონატის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ფინელმა ტრანსგენდერმა ვინმე მინი მარი ანტიკაინენმა, რომლის გამოსვლას გახსნის ცერემონიაზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და აქედან უდიდესი ნაწილი უარყოფითი.


ადამიანს არ უნდა დასცინო, მაგრამ იმდენი შეგნება უნდა გქონდეს თავი დასაცინი არ გაიხადო.


"ეს სამარცხვინოა", "ეს აღმაშფოთებელია", "ეს კატასტროფაა", "ნუთუ არ რცხვენია, ამას აქ რა უნდა"?-ასეთი გამოხმაურებები მოყვა ტრანსგენდერის გასვლას ფიგურული სრიალის მოედანზე ცერემონიის პროცესში, სადაც "მოციგურავე" დაეცა და დამოუკიდებლად ადგომაც კი ვერ შესძლო.
imageimage

0
257
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
257