x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები, სადაც სპილოს აწამებენ "ცუდი საქციელისათვის" (ვიდეო)
image

გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო კადრები, სადაც სპილოს ბამბუკის შუბებით ჩხვლეტენ, როგორც სასჯელის ფორმა ცუდი საქციელისთვის.



სულ მცირე ექვსმა ადამიანმა მიაბა ფეხებით ხეზე დაუცავი გიგანტი სურინში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდი.


აჟიტირებული ცხოველის გაკონტროლება ვერ მოხერხდა, მოძალადე მეპატრონეებმა გამოიყენეს ხარის „გატეხვის“ სასტიკი მეთოდი, რათა ჩაკლან მისი სული, რომ ნაკლებად აგრესიული იყოს.



როდესაც ცხოველი უფრო აფორიაქდა იმის გამო, რომ ადამიანები შუბებს უბიძგებდნენ, ერთ-ერთი მამაკაცი ზურგზე შეახტა სპილოს რათა დახმარებოდა მათ ცხოველის დამორჩილებაში.


გარშემომყოფებმა ვიდეოზე გადაიღეს ტრავმული გამოცდილება, როდესაც სპილო ცდილობდა გაქცეოდა ხალხს.


სულ მცირე ცხრა ადამიანი ჩანს, რომლებიც სეირს უყურებენ, ზოგი სურათებსსაც კი იღებს და უსაფრთხოდ დგას ვერცხლისფერ პიკაპის გვერდით.


ბუნების დამცველი ჯინვიმონ მაჰასუპი, რომელიც აკვირდება ველურ სპილოებს ქვეყნის უზარმაზარ ეროვნულ ტყეებში, განაცხადა, რომ ველური სპილოები ვიდეოში ნაჩვენები ცხოველისგან, განსხვავებულად იქცევიან.


"მოშინაურებული სპილოები ჯაჭით დაბმული და გამომწყვდეული ჰყავთ, რითაც აიძულებენ გაგიჟდეს ცხოველი. ისინი აღელვებულები არიან და ერთადერთი გზა, რითაც მფლობელებმა იციან როგორ მოექცნენ მას, ეს არის მეტი ძალადობა.დამოუკიდებელ გარეულ სპილოებთან ასეთი ქცევა არ არსებობს. ადამიანი არის მისი გამანადგურებელი, რომელიც წვრთნის სპილოებს საკუთარი სარგებლობისათვის.ჩვენ არ მოგვწონს ეს ხალხი, რადგან ისინი სპილოებს საკუთარი სარგებლობისთვის იყენებენ. სამწუხაროდ ტურისტები სწორედ ამგვარ სპილოებს იყენებენ"-აღნიშნა ჯინვიმონ მაჰასუპმა.


სპილოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამცველი, Saengduean Chailert-ი, მართავს ჩაინგ მაის ნაკრძალს ქვეყნის ჩრდილოეთით.


მან ცოტა ხნის წინ აუკრძალა ვიზიტორებს ბანაობა, სპილოებზე შეხება და კვება, რამაც გამოიწვია ტურისტების რაოდენობის ორჯერ შემცირება.


ტუროპერატორებმა მას აუხსნეს, რომ აღარ შეეძლოთ დამსვენებლების გაგზავნა „რადგან ყველას სურდა სპილოებს შეხებოდა და მოხვეოდა".


0
329
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0