x
მეტი
  • 26.09.2023
  • სტატია:130724
  • ვიდეო:357267
  • სურათი:504997
14 უნიკალური კადრი, რომლებიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ

image


ადამიანებს ყოველთვის იზიდავს ის, რაც იდუმალებით არის მოცული. ყველა დამთავლიერებლისთვის ეს რარიტეტული და უნიკალური ფოტოსურათებიც სწორედ იმიტომ იძენს ამხელა მნიშვნელობას, რომ მათზე ერთი თვალის შევლებითაც კი შესაძლებელია ისტორიას შეეხო და წარსულის არაერთ საიდუმლოს ახადო ფარდა. თქვენ წინაშეა 14 უნიკალური ფოტოკადრი, რომელიც შორეულ წარსულში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოგზაურებთ.



image


7600 ტონიანი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადატანა ბუქარესტის ელიტარულ უბანში ბულვარის მშენებლობის დროს, რუმინეთი, 1987 წელი


image


ასე გამოიყურებოდა თმის საშრობი 1920-იან წლებში



image



1840 წელს გადაღებულ ფოტოზე ჰანა სტილს ხედავთ, რომელიც 94 წლისაა. სავარაუდოდ, ჰანა მსოფლიოში პირველი ქალია, რომლის პორტრეტიც ფოტოგრაფიული მეთოდით იქნა გადაღებული



image



ეს სათვალე ლეგენდარულ მუსიკოსს ჯონ ლენონს მაშინ ეკეთა, როცა მკვლელმა მას 5 - ჯერ ესროლა, 1980 წელი




image


სტივენ სპილბერგი "ინდიანა ჯონსის" პირველი ფილმის გადაღების დაწყებამდე. მასშტაბურ მაკეტზე რეჟისორი გადაღების კუთხეებს ამუშავებს და მოქმედების გეგმას სახავს, 1980 წელი



image


გვატემალაში დაშვებისას თვითმფრინავი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა. გასაკვირია, რომ უბედური შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, 1976 წელი



image


ნავთობის კრიზისი (ასევე ცნობილი როგორც "ნავთობის ემბარგო") 1973 წლის 11 ოქტომბერს დაიწყო. ნავთობის ფასი ოთხჯერ გაიზარდა. პროტესტის ნიშნად ჰიპებმა ავტომაგისტრალზე პიკნიკი მოაწყვეს, 1973 წელი


image


ფოტო, რომელზეც ლონდონის პაბის ვიზიტორები პოზირებენ, 1898 წელი



image


ტორონტოს საფონდო ბირჟის საოპერაციო დარბაზში სტრიპტიზიორი ბროკერებს დაძაბულობის შეგრძნებას უხსნის, 70-იანი წლების ბოლო


image


გასული საუკუნის 60-იან წლებში ანალოგური კომპიუტერები გრაფიკული დისპლეის გარეშე მასიური კარადების სახით იყო წარმოდგენილი



image


ასე გამოიყურებოდა დილით ვაგონი მძინარე ადამიანებით, 1964 წელი


image


ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ჯგუფი "ბითლზი" ლონდონიდან 37 მილის შორებით ქალაქ ალდერშოტის პატარა სამხედრო კლუბში გამოსვლისას



image


დისნეილენდში პერსონალის კაფეტერიის ფოტო, 1961 წელი



image


ფიდელ კასტრო და ჩე გევარა კუბის სანაპიროზე მარლინზე თევზაობისას








0
382
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
382