კულტურა 14 უნიკალური კადრი, რომლებიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ 30 იანვარი, 15:18 ადამიანებს ყოველთვის იზიდავს ის, რაც იდუმალებით არის მოცული. ყველა დამთავლიერებლისთვის ეს რარიტეტული და უნიკალური ფოტოსურათებიც სწორედ იმიტომ იძენს ამხელა მნიშვნელობას, რომ მათზე ერთი თვალის შევლებითაც კი შესაძლებელია ისტორიას შეეხო და წარსულის არაერთ საიდუმლოს ახადო ფარდა. თქვენ წინაშეა 14 უნიკალური ფოტოკადრი, რომელიც შორეულ წარსულში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოგზაურებთ.![]() 7600 ტონიანი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადატანა ბუქარესტის ელიტარულ უბანში ბულვარის მშენებლობის დროს, რუმინეთი, 1987 წელი![]() ასე გამოიყურებოდა თმის საშრობი 1920-იან წლებში![]() 1840 წელს გადაღებულ ფოტოზე ჰანა სტილს ხედავთ, რომელიც 94 წლისაა. სავარაუდოდ, ჰანა მსოფლიოში პირველი ქალია, რომლის პორტრეტიც ფოტოგრაფიული მეთოდით იქნა გადაღებული![]() ეს სათვალე ლეგენდარულ მუსიკოსს ჯონ ლენონს მაშინ ეკეთა, როცა მკვლელმა მას 5 - ჯერ ესროლა, 1980 წელი![]() სტივენ სპილბერგი "ინდიანა ჯონსის" პირველი ფილმის გადაღების დაწყებამდე. მასშტაბურ მაკეტზე რეჟისორი გადაღების კუთხეებს ამუშავებს და მოქმედების გეგმას სახავს, 1980 წელი![]() გვატემალაში დაშვებისას თვითმფრინავი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა. გასაკვირია, რომ უბედური შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, 1976 წელი![]() ნავთობის კრიზისი (ასევე ცნობილი როგორც "ნავთობის ემბარგო") 1973 წლის 11 ოქტომბერს დაიწყო. ნავთობის ფასი ოთხჯერ გაიზარდა. პროტესტის ნიშნად ჰიპებმა ავტომაგისტრალზე პიკნიკი მოაწყვეს, 1973 წელი![]() ფოტო, რომელზეც ლონდონის პაბის ვიზიტორები პოზირებენ, 1898 წელი![]() ტორონტოს საფონდო ბირჟის საოპერაციო დარბაზში სტრიპტიზიორი ბროკერებს დაძაბულობის შეგრძნებას უხსნის, 70-იანი წლების ბოლო![]() გასული საუკუნის 60-იან წლებში ანალოგური კომპიუტერები გრაფიკული დისპლეის გარეშე მასიური კარადების სახით იყო წარმოდგენილი![]() ასე გამოიყურებოდა დილით ვაგონი მძინარე ადამიანებით, 1964 წელი![]() ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ჯგუფი "ბითლზი" ლონდონიდან 37 მილის შორებით ქალაქ ალდერშოტის პატარა სამხედრო კლუბში გამოსვლისას![]() დისნეილენდში პერსონალის კაფეტერიის ფოტო, 1961 წელი![]() ფიდელ კასტრო და ჩე გევარა კუბის სანაპიროზე მარლინზე თევზაობისას374 შეფასება არ არის |